პოლიტიზებული საარსებო მინიმუმი ანუ როგორ უნდა ეყოს 4-სულიან ოჯახს თვეში 288 ლარი?!
პოლიტიზებული საარსებო მინიმუმი ანუ როგორ უნდა ეყოს 4-სულიან ოჯახს თვეში 288 ლარი?!
250 გ ხორბლის პური, 20 გ ლობიო, 10 გ ღორის ხორცი, 20 გ ყველი, ნახევარი კვერცხი, 150 გ კარტოფილი და 5 გრამი მურაბა ან ჯემი - ამ და კიდევ 33 პროდუქტის დღიური მინიმალური ნორმით "საქსტატი" ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის არსებობისთვის საკმარის თანხას ითვლის. გასული თვის მონაცემებით დადგინდა, რომ ერთი ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის თვიდან თვემდე არსებობისთვის 181 ლარი და 20 თეთრია საკმარისი. კიდევ უფრო ნაკლები თანხით (160,5 ლარი) შეუძლია თავის გატანა საშუალო
მომხმარებელს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 3-4 წევრისგან შედგება, თვეში 288,9-321 ლარია. არადა, იმას, რომ ამ თანხით თვის განმავლობაში თავის გატანა შეუძლებელია, ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. დავით სერგეენკოს თქმით, საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს, რომ ოჯახმა ეს თანხა უნდა იკმაროს(?!). მინისტრის განმარტებით, საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური
მონაცემების მაჩვენებელი, რომელსაც საქართველო 16 წლის წინ დადგენილი მეთოდოლოგიით ითვლის და მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზისთვის იყენებს. ანუ რა გამოდის? - ოფიციალური სტატისტიკა საარსებო მინიმუმს რეალური ადამიანებისთვის კი არ ითვლის, რომ შემდეგ, მაგალითად, ყველაზე ღარიბებისთვის სოციალური დახმარების გაცემისას მათი საჭიროებები გათვალოს და ამით იხელმძღვანელოს, არამედ ამას რაღაც სხვა დატვირთვა აქვს, რომელიც შესაძლოა რეალობის შელამაზებასაც ისახავს მიზნად.

ისე, ვინ-ვინ და, მინისტრმა კი უნდა იცოდეს, რომ წინა ხელისუფლების დროს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში "ქირურგიული ჩარევა" მოხდა - ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კალორიულობის შემცირების ხარჯზე საარსებო მინიმუმი ფულად გამოსახულებაში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1000 კილოკალორია, ხორცის ნაცვლად, შეგვიძლია შაქრის ჭამითაც მივიღოთ და ეს დაახლოებით 15-ჯერ იაფი დაგვიჯდება. სამაგიეროდ, თუ მანამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 52% იყო, მეთოდოლოგიაში ცვლილებების შედეგად სიღარიბე 35%-მდე შემცირდა.

გიორგი პაპავა, ეკონომისტი: "უპირველესად, უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, როგორ ითვლის "საქსტატი" საარსებო მინიმუმს. მას შექმნილი აქვს მინიმალური სასურსათო კალათა, რომელშიც შესულია დაახლოებით 40 სახეობის პროდუქტი და სტატისტიკის სამსახურის აზრით, ამ პროდუქტებში შემავალი ცილების, ცხიმებისა და კალორიების დღიური ნორმის მიღება საკმარისია ადამიანის არსებობისთვის. შემდეგ "საქსტატი" ითვლის კალათაში შესული სურსათის ფასს და აკეთებს დაშვებას, რომ ადამიანი თავისი ხარჯების 70%-ს ახმარს სურსათს, ხოლო 30%-ს - არასასურსათო ხარჯებს.

ჯერ ერთი, საკამათოა, რამდენად საკმარისია მინიმალურ სასურსათო კალათაში ჩამოთვლილი პროდუქტების დღიური ნორმა სრულფასოვანი არსებობისთვის. და კიდევ, რამდენად რეალურია, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯის წილი 70%-ია. სინამდვილეში, საკვებზე დახარჯული თანხა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ამ პროპორციით "საქსტატი" საარსებო მინიმუმის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ახერხებს. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ადამიანი შემოსავლის 50%-ს ხარჯავს­ საკვებზე, ხოლო დანარჩენ 50%-ს­ ენერგომატარებლებზე, წამლებზე, მგზავრობაზე და ა.შ., რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმი გამოვა არა 181 ლარი, არამედ გაცილებით მეტი და ასეც უნდა იყოს, რადგან სურსათის გარდა, ადამიანს ბევრი სხვა ხარჯი აქვს - იმ სურსათის მოსამზადებლად, რომელიც კალათით არის განსაზღვრული, ენერგომატარებლები ხომ უნდა გამოიყენოს. მაგრამ ჩვენთან საარსებო მინიმუმს ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. თუ საარსებო მინიმუმს 180 ლარის ფარგლებში ინარჩუნებ, შეგიძლია თქვა, რომ არსებობისთვის საკმარისზე მეტს აძლევ პენსიონერს.

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია უმუშევრობისა და სიღარიბის პარამეტრების დათვლისას და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეს მონაცემები არ გაუარესდეს.
სწორედ პოლიტიკური სენსიტიურობა განაპირობებს, რომ წლიდან წლამდე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი დიდად არ იცვლება, მიუხედავად ფასების ზრდისა.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმის დათვლისას სწორედ მეთოდოლოგიაა გადასახედი და შემდეგ მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება".

სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი: "ნებისმიერი არჩევნების წინ ოპოზიციური ძალები აყენებენ საკითხს, რომ გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან, ავიწყდებათ თავიანთი მოთხოვნა. ფაქტობრივად, ვითარება "ცისფერი მთების" სიუჟეტს ემსგავსება: იცვლება დრო, გარემოებები, მთავრობები, "გრენლანდია" კი ისევ კიდია კედელზე და ვერაფერს უხერხებენ.

90-იან წლებში, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ინფლაციის გაანგარიშების ინდექსში სურსათის წილი 70%-ის ფარგლებში განისაზღვრა, მაშინ საარსებო მინიმუმშიც სწორედ ამავე პროპორციით განისაზღვრა სურსათზე გაწეული ხარჯების წილი, ახლა ინფლაციაზეც კი სურსათის წილის გავლენა 30%-მდე შემცირდა. მას შემდეგ ოთხჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია, ხუთჯერ საგადასახადო სისტემა და საარსებო მინიმუმს წმინდა წიგნივით ხელს ვერ ვკიდებთ.

საარსებო მინიმუმის ამ ზღვარ­ზე შენარჩუნებით ერთგვარად სტატისტიკას აკეთილშობილებენ. მაგალითად, თუ ახლა თავს ვიწონებთ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22%-ია, რეალური მინიმუმის დათვლით შესაძლოა 45% აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო ყინჩად დაიჭერს თავს, თუ ღარიბთა რაოდენობა ოფიციალურად, ქაღალდზე, ნაკლები დაფიქსირდება და სათქმელიც ექნება, რომ მისი პოლიტიკის წყალობით სიღარიბე შემცირდა.
ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ხარჯების პროპორცია უნდა იყოს 50/50-ზე, ანუ საარსებო მინიმუმში ნახევარი უნდა ეთმობოდეს სურსათს, მეორე ნახევარი კი სხვა ხარჯებს. თუ ამ მიდგომით დავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 330 ლარია, ნაცვლად ახლანდელი 181 ლარისა.

ამით ყველა პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ რეალობასთან უფრო მიახლოებული მონაცემი გვექნება. რა თქმა უნდა, კალორიულობაც გადასახედია და მინიმალური სასურსათო კალათა უფრო რაციონალური უნდა გახდეს".
მკითხველის კომენტარი (3)
ალექს
29 აპრილი 2019 10:27
არ გეწყინოთ,ბოდიში და როგორც ეს ე.წ.პარტია ,რომელიც რეალურად უპარტიო არაიდეოლოგიური სამოხელეო ადმინისტრაციული კლანია,არ ასრულებს მის საქვეყნო ფუნქციას ,არც მისი წინამორბედი ასრულებდა-ეგეთი ბუნებისაა ისიც და ერთმანეთში ძალუმად გადაზავებულები ბრძანდებიან ,ისე არც ხალხი არ ასრულებს მის ასევე საქვეყნო ფუნქცია მოვალეობას ,ხალხი არ სთხოვს მიმდინარე ეტაპზე მმართველ , ფაქტიურად მარტოდერთპარტიულ ხელისუფლებას მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს -არ ითხოვს სად და როგორ ხარჯავს,მომავალში სად დახარჯავს და რაში დაიხარჯა სახელმწიფო ფული,არ სთხოვს პასუხს თვალნათლივ მიმდინარე ჩრდილოვანი ბიზნესების ქუჩაში პირდაპირ აყვავებაზე-მშპ 45-65 %-ა !!!( მაგალითად ონლაინ სესხები ,სტაიანშიკები,მევახშეები,საცალო ვაჭრობის ბაზრები და ბაზრობები ,აშკარა,შეფუთული და დაფარული ფართო მოხმარების საქონლის კონტრაბანდისტები,აზარტული თამაშები,ნარკომანია,პროსტიტუცია) და სახელმწიფო სტატისტიკის გაყალბებაზე და მის საფუძველზე აგორებულ კარგი ცხოვრების,იოლიად დასაწყები ბიზნესის პროპაგანდაზე ,არ ითხოვს სახელმწიფო ქონების და ხელოვნურ ოლიგოპოლიებში იგივე სახელმწიფო ქონების მოხელეთა მიერ განკერძოებული, ან ერთ ლარად პრეზიდენტის მიერ გაჩუქებული და სამშაურად 49 წლით გაქირავებული მონოპოლისტური სტრუქტურების აქციონირებას ,საერთო სახალხო იმ ქონებას ვგულისხმობ , რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი აქვს რიგითი მოქალაქეების ოჯახებს შეტანილი და წილი კანონიერად ეკუთვნით ,არ აპროტესტებს მათხოვრულ მდგომარეობას,სამაგიეროდ მშობლებიანად ელოდება როდის გაუზრდიან 20 ან 50 ლარით პენსიას ,რათა ოცნებაში ლარის კურსის ვარდნას ან წამლების ფასის ავარდნას დაეწიოს ,არ აღელვებს რომ ამ "თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკის კაპიტალისტურ " ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი -ფასიანი ქაღალდების ბირჟა აღარ არსებობს,კარტელში ფეთქავს მხოლოდ და ჩანასახში მოკლა მიშამ, ისე რომ ხალხმა ვერ ნახა კაპიტალიზმის სასახლე და ვერც ამ ბირჟის მისამართი დაიმახსოვრა ,არ აპროტესტებენ ,რომ საერთო სახალხო ქონება სახელმწიფოსია მხოლოდ ,და მისი მოხელეები განკარგავენ ,სარგებლობენ და ანიავებენ აქ იმ სახელმწიფო საერთო სახალხო სტრატეგიული ქონების და მიწების 70 % -ს , არ ინტერესდება რისთვის აიღო და სად დახარჯა ათეულ მილიარდობით საგარეო და საშინაო სესხები და რით და რის ხარჯზე იხდის პროცენტებს და ძირს ,უფრო სწორად ახალ სესხს იღებს ძველის გასასტუმრებლად და არც ნაღვლობს ამას-თავს იწონებს გრანტებსაც მაძლევენო ,არ უკეთებს რევიზიას კანონს,რომელთა უმრავლესობა მავნეა ,და არც მის აღსრულებას,არ კითხულობს ვინ არიან ამ კანონების პროექტების ავტორები :მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების თავმჯდომარეები,მათი მოადგილეები,საიდან მოვიდნენ ,რა გზა გაიარეს დაძმებიანად ,არ მონაწილეობს საკონსტიტუციო სისტემაში როგორც მაბალანსებელი მხარე ,არ აპროტესტებს სამართლის უსამართლო ანაქრონისტულ ცრულეგისტურ სისტემას, რომელიც მას დაბადებისთანავე ქურდბაცაცად ,გადასახადის არგადამხედელად მიიჩნევს და მხოლოდ ის აფიქრებს ათი წელი მოგისაჯოს თუ საპროცესო გარიგებით სამუდამჟამო სიღატაკე ,არ ირჩევს უზენაეს მოსამართლეს,არც რიგითს,აღარ აირჩევს აღარც პრეზიდენტს ,არ ითხოვს რეფერენდუმს და პლებისციტს,მხოლოდ არჩევნებზე ყალბი საარჩევნო სიის ნახევარზე ნაკლების ურნებთან მისვლით გამოხატავს მისული უმცირესობის აზრს,ისე რომ სრულ საარჩევნო სიას რევიზიას არ უტარებს -გასაიდუმლოებული აქვს ცესკოს-თუ გაინტერესებს შენ თუ ხარ შიგნით ,ეგ ნახეო და ასეულობით მკვდარ სულს,არ გეკითხება არავინო ,არც საპენსიო სიას და არც სოცდასახმარებლებისას,არც მოსახლეობის აღწერისას "დაკარგული" შვიდასი ათასი მოქალაქის ბედი აწუხებს(მოსახლეობის რაოდენობაში არ შედიან-ანუ ,ერთ სულზე მშპ წილს ზრდიან ,საარჩევნოში კი შედიან -მზარდი დემოკრატიაა,ოღონდ ურნებს არ უდგავენ ემიგრირებულ ამომრჩეველს იქ სადაც აპრიორში არჩევნების დღეს იმყოფებიან ,აქ მოდითო,ამ ურნასთანო ) და ამ დროს უმცირესობაში მყოფ ძველ რევოლუციონერს ფიქრად ახალი რევოლუცია აქვს , საღ ძალას იქა ხედავს, ქაოსში დაიბადებაო ღლავი ,კიდევ კარგი ,უმრავლესობა ჯერ რომ ხვდება ,რომ ეს არაა გამოსავალი და ნაძირალათა იოლად გასამდიდრებელი გზაა ! ხალხმა უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია ! ეს ყველაზე კარგად სწორედ იმ გარიყულმა ემიგრაციამ იცის : სადაც არიან ემიგრირებული იქ ხომ ხედავენ ნათლად ,რომ როცა ხალხი მის ფუნქცია მოვალეობას ასრულებს და უფლებებს ანხორციელებს ,შედეგიც შესაბამისია : უკეთ ცხოვრობს !
zaza
28 აპრილი 2019 11:55
პარლამენტარების და მინისტრების ხელფასი-პენსია საარსებო მინიმუმზე ხომ არ მიგვება, იქნებ მერე მაინც იფიქრონ ხალხზე........
ალექს
27 აპრილი 2019 13:45
სტატისტიკის სამსახური ისეთივე პიარტაშფანდურის კანტორაა ,როგორც პრესა და ტელევიზია!
საქართველოს ეკონომიკის უკუსვლის მიზეზი მისი სამართლისა და საგადასახადო სისტემაა,რომელიც ათიოდე საბჭოთა პროკურორის,ობხსს-ს მაღალჩინოსნის , ფინგანისა და საგადასახადო ინსპექციის ბობოლა ინსპექტორის და ორიოდ პარლამენტარის შექმნილია ნაცმოს ტრიუმვირატის და სხვა მერგოლური ოქტომბრელების აქტიური მონაწილეობით ,უსუფაშვილი ტროას ცხენის მეჯინიბე ,ნათელაშვილი -სტაროსტა ,ვოლსკი ევროფესვიანი ,კობახიძე ,ბაქრაძე -ნორჩი ლენინელებია ჯერაც და მათი თემიდა მამიდა ბესელია!
ნაცქოცმოქკავშირის და კომკავშირის სხვა სატელიტების მისია ხალხის დეზინფორმაცია და დეზორიენტაციაა,მოგეხსენებათ რეჟიმმა ეს მოახერხა ,ხალხს არა სჯერავს ,რომ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კომკავშირია ,ვერ დაარწმუნებ,რომ შევარდნაძე მარტო საქართველოს ცეკას კი არა ,საკავშირო იმპერიული პოლიტბიუროს წევრი იყო,ნუგზარ ფოფხაძე საბჭოთა იდეოლოგიის მოძღვარი მარტო 9 აპრილს კი არ იყო ,ჟურნალისტურ კორპუსს ახლაც მართავს და ცეკას მდივანია დღესაც !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?