ნათია თურნავა ლარის კურსზე:"ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება"
09-05-2019
ნათია თურნავა ლარის კურსზე:"ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება"
მე ვიტყოდი, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევა, რომელიც თავისით დასტაბილურდება, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა. თურნავას თქმით, არ არის შეცვლილი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, ამიტომ ლარის რყევა მოკლევადიანია.

"ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით
დასტაბილურდება,"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები