"ბარამბო" - კვირის პალიტრა

"ბარამბო"

თაფლივით ტკბილი და სასარგებლო პროდუქცია

მაღალი ხარისხი - მისაღებ ფასად

თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული, შოკოლადი იქნება ეს თუ კარამელი, ამიტომ ყველა ოცნებობს ერთხელ მაინც მოხვდეს იქ, სადაც ტკბილეულის ურიცხვი რაოდენობაა, თუმცა ასეთი სურვილი შესაძლოა უფროსებსაც ჰქონდეთ. ტკბილი მოლი, ფუტკართმოლი, ანუ ადგილი, სადაც შრომისმოყვარე მწერები თაფლის დამზადებაზე მუშაობენ - ეს ადგილი ზედმიწევნით ზუსტად ამართლებს მის სახელწოდებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ადამიანები ამზადებენ თაფლივით ტკბილსა და სასარგებლო პროდუქციას ქართული სახელწოდებით - "ბარამბო".

გაოცებას ვერ მალავ, როდესაც იგებ, რომ 9 ჰექტარზე გაშენებული საწარმო სულ რაღაც 8 თვეში აშენდა. ოფიციალურად "ბარამბოს" ტკბილეულის ფაბრიკა 2009 წლის 11 მარტს გაიხსნა, იმავე წლის თებერვლიდან კი პროდუქციის გამოშვება დაიწყეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე ისევ გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების შოკოლადი და კარამელი, ამიტომ "ბარამბომ" სწრაფად დაიპყრო მომხმარებლის გული და ბაზრის დიდი წილი. პროდუქციის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში "ბარამბოს" მწარმოებლებმა შეძლეს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ქსელში შეეტანათ თავიანთი პროდუქცია.

KvirisPalitra.Geარა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში არ არსებობს ასეთი სიმძლავრისა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი შოკოლადისა და ტკბილეულის ფაბრიკა, როგორიც "ბარამბოა". საწარმოში მოხვედრა მხოლოდ აუცილებელი სანიტარიული პროცედურების გავლის შემდეგ არის შესაძლებელი, მერე კი აღმოაჩენ, რომ ის, რაც იქ ხდება, ძალიან ჰგავს ზღაპრულ, ფანტასტიკურ კადრებს. პირველ რიგში ყურადღებას უნაკლო სისუფთავე იქცევს. ამბობენ, რომ ფაბრიკაში იატაკიც კი ისეთია, რომ გარემოს ბაქტერიებისგან იცავს, ხოლო შესაბამისი განათება - მწერებისგან.

პროდუქციის წარმოება ძალიან მაღალი ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით ხორციელდება, ნედლეული კი ბელგიიდან ჩამოაქვთ. "ბარამბოს" მწარმოებლები ბელგიაში ცნობილი ბრენდის, "ბარიკალ ებაუტის" ნედლეულს ყიდულობენ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა შოკოლადის ნედლეულის მწარმოებლებს შორის. "ბარამბოს" ტექნოლოგების განმარტებით, ეს ნედლეული ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული და სწორედ ამიტომაც მიიღო მომხმარებელმა "ბარამბოს" პროდუქცია.

სალომე წაქაძე (კომპანია "ბარამბოს" პიარმენეჯერი): "ხშირად გვეკითხებიან თუ რატომ არ ვაწარმოებთ თავად ამ ნედლეულს. პირველ რიგში, ადგილობრივ პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია და მეორეც, ნედლეულის წარმოება ცალკე, დამოუკიდებელი სფეროა. ბელგიაშიც კი გამიჯნულია ერთმანეთისგან შოკოლადის წარმოება ნედლეულის წარმოებისგან.

მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ გაიზარდოს ასორტიმენტი, ვაკვირდებით ბაზარს თუ როგორია მოთხოვნა. ათიოდე დღის წინ გამოვუშვით ახალი სამარხვო შოკოლადი. სპეციალურად ამ ახალი პროდუქციისთვის ჩამოვიტანეთ ცალკე საწარმოო ხაზი და ცალკე, გამიჯნულად სხვა პროდუქციისგან, ხდება სამარხვო შოკოლადის წარმოება.

ამ შოკოლადის სამი სახეობა გვაქვს: შავი შოკოლადი, ლიმონის და ფორთოხლის ცუკატებით. სამომავლოდ ვგეგმავთ "ბარამბოს" დიაბეტური შოკოლადის გამოშვებას. ძალიან დიდი მოთხოვნაა დიაბეტურ შოკოლადზე საქართველოში, რადგან ოფიციალურად დაახლოებით 200000 ადამიანია რეგისტრირებული როგორც დიაბეტიკი. დიაბეტური შოკოლადი ისეთივე გემრიელი იქნება, როგორიც ჩვენი სხვა პროდუქტი. აქტიურად ვემზადებით საახალწლოდ და ახალ პროდუქტებთან ერთად სასაჩუქრე შეფუთვებსაც შევთავაზებთ მომხმარებელს."

KvirisPalitra.Geკომპანიაში ამჟამად 250 ადამიანია დასაქმებული. შედარებისთვის: თავიდან "ბარამბოს" ფაბრიკაში მხოლოდ 160 ადამიანი მუშაობდა. პროდუქციის სახეობების ზრდასთან ერთად, გაიზარდა საწარმოო ხაზები და მეტი სამუშაო ძალა გახდა საჭირო. "ბარამბომ" წარმოება დაახლოებით 30 სახეობის პროდუქციის გამოშვებით დაიწყო, ახლა კი ასორტიმენტში 60 სახეობის ტკბილეული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ფაბრიკაში დასაქმებული ადამიანების 60% აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორიდან დევნილი მოსახლეობაა, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ წეროვანში. მათი ჯამაგირი საწარმოში 400 ლარიდან იწყება, უფასოა კვება და ავტობუსით მგზავრობა, რომელიც სამსახურში მათ მიყვანას უზრუნველყოფს.

"ბარამბოს" საწარმოს ხშირად უცხოელი სპეციალისტები სტუმრობენ, მათ შორის ბელგიელი და გერმანელი ტექნოლოგები, რომლებიც ტრენინგებს უტარებენ საწარმოს ქართველ თანამშრომლებს. ახალი საწარმოო ხაზების აწყობის პროცესსაც თითქმის ყოველთვის უცხოელი კონსულტანტები ესწრებიან. ფაბრიკა კი ძირითადად გერმანული და ბელგიური წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ამბობენ, როდესაც ფაბრიკა იწყობოდა, მისმა მესვეურებმა იტალიური დანადგარებიც კი დაიწუნეს. აქვეა თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც მუდმივად მიმდინარეობს პროდუქციის კონტროლი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულს, რომელსაც "ბარამბო" ყიდულობს, თავისი ხარისხის სერტიფიკატი ყოველთვის ახლავს. საწარმოში დაცულია ყველა სანიტარიული ნორმა და ჩამოსული სტუმრები, უცხოელი სპეციალისტები კმაყოფილებას და გაოცებას ვერ ფარავენ ნანახის გამო.

ასორტიმენტის ზრდასთან ერთად ფაბრიკაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებაზე. "ბარამბოს" პროდუქცია პრემიუმკლასის ხაზით გამოდის და ამავე დროს ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ადგილობრივ ბაზარზე "ბარამბოს" პროდუქციას კონკურენციას უკრაინიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ტკბილეული უწევს, მაგრამ ამ საფასო სეგმენტში "ბარამბო" ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამიტომაც არის, რომ "ბარამბოს" მოხმარება სულ უფრო იზრდება და იზრდება მის წილ ბაზარზე. "ბარამბოს" მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა იგეგმება მეზობელ ქვეყნებში. უკვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე მალე "ბარამბოს" კარამელი გამოჩნდება.

KvirisPalitra.Geივერი რუაძე (კომპანია "ბარამბოს" ხარისხის მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების კოორდინატორი, მენეჯერი): "ვცდილობთ, კიდევ უფრო განვავითაროთ წარმოება, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის, თუმცა ეს პროდუქციის ხარისხის შემცირების ხარჯზე არ მოხდება. გვინდა, მუდმივად შევინარჩუნოთ ხარისხის მაღალი მაჩვენებელი, სწორედ ამისკენ არის მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა. პირველ რიგში ამისათვის საჭიროა მაღალი ხარისხის პროდუქცია, მაღალი ხარისხის ნედლეული. შემდეგ მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარები და წარმოების მაღალი კულტურა, რომელიც გულისხმობს ჰიგიენას და დასაქმებული ადამიანების მხრიდან სწორ ქცევას.

ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ სტაბილურ მაღალ ხარისხს, რომლითაც ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა. მაგალითად, ნედლეულის მოწოდებისთვის საჭიროა ცალკე სამსახური, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ყველაფერ ამას: რა ნედლეული გვჭირდება და როგორი ხარისხის. შემდეგ აუცილებელია მოიძიო და სწორად აღმოაჩინო ის მომწოდებელი, რომელსაც ენდობი. ამისათვის რიგი პროცედურებია გასავლელი, რათა დარწმუნდე, რომ ის მომწოდებელი ნამდვილად სანდოა. ამის მიუხედავად, მაინც ხორციელდება ჩვენს ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლი.

იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალი ხარისხი შეინარჩუნო, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნედლეულის დროული და სწორი დასაწყობება. შესაძლოა, ზოგჯერ ისეთ ნედლეულთან გვქონდეს საქმე, რომელიც გარემო პირობების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. შენახვის პირობების დარღვევისას კი შესაძლოა დაიკარგოს მისი ტექნოლოგიური თვისებები, რაც უმალ აისახება საბოლოო პროდუქციის ხარისხზე.

კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხამდე მივყავართ, სწორად შერჩეული მანქანა-დანადგარებია. პირველ რიგში, ისინი უნდა იყოს ეკონომიური, ენერგიის ნაკლებ დანახარჯს მოითხოვდნენ და სამუშაო პროცესი მთლიანად უნდა იყოს ტექნოლოგიური, ანუ მინიმალურად დამოკიდებული ადამიანის შრომაზე და ძალიან იშვიათად საჭიროებდეს ტექნოლოგიური პარამეტრების რეგულირებას. ჩვენი წარმოება სწორედ ასეთი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აწყობილი, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს. საწარმოში იდეალური სისუფთავის დაცვა საკმაოდ ძვირი გვიჯდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად, პროდუქციის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, კომპანიას ამის გაკეთება უღირს.

რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციისთვის სწორად შერჩეული გემო, არომატი ანუ სრული ბუკეტი. ნებისმიერმა მომხმარებელმა ჩვენი პროდუქციისგან უნდა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და კიდევ უნდა მოუნდეს მისი შეძენა და უნდა იამაყოს კიდეც, რომ ეს პროდუქცია მის ქვეყანაშია დამზადებული. რაც მთავარია, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია ზედმიწევნით შეესაბამება ხარისხის იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროპის ბაზარზე არსებობს.

თუ ყველა ეს პარამეტრი არ დაიცავი, სხვაგვარად წარმოუდგენელია იყო წარმატებული ასეთ პატარა ბაზარზე, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა, იმის გამო, რომ ბევრია იმპორტირებული, დაბალი ხარისხის, მაგრამ იაფი.

მანამ, სანამ ამ საწარმოს გავხსნიდით, ბევრი ქვეყანა მოვიარეთ, ბევრი შოკოლადის და ტბილეულის მწარმოებელი ფაბრიკა მოვინახულეთ, მათ შორის აღმოსავლეთ გერმანიაში, ბელგიაში, დანიაში, ჰოლანდიაში. დაახლოებით 6-7 მაღალი დონის საწარმო მოვინახულეთ, მაგრამ შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი თუ იქნებოდა ისეთი თანამედროვე, როგორიც "ბარამბოა".

R