"როსპოტრებნადზორი" ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს - რა შეფასებას აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი?
"როსპოტრებნადზორი" ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს - რა შეფასებას აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი?
რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის "როსპოტრებნადზორის" მიერ ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეფასებებმა შესაძლოა, ქართული ბიზნესის ინტერესები დააზიანოს, ამიტომ არ იჩქარებს. "

„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული
ჯერჯერობით არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით. ნუ ვიჩქარებთ, არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები",-აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, "როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები