"როსპოტრებნადზორი" ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს - რა შეფასებას აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"როსპოტრებნადზორი" ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს - რა შეფასებას აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი?

რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის "როსპოტრებნადზორის" მიერ ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეფასებებმა შესაძლოა, ქართული ბიზნესის ინტერესები დააზიანოს, ამიტომ არ იჩქარებს. "

„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით. ნუ ვიჩქარებთ, არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები",-აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, "როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.