კიდევ ორი თანამედროვე ავტოგასამართი სადგური "სოკარისგან" - კვირის პალიტრა

კიდევ ორი თანამედროვე ავტოგასამართი სადგური "სოკარისგან"

საუკეთესო ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხი

გასული კვირის განმავლობაში კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" თავის ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ ორი შემატა. კომპანიამ ერთი ავტოგასამართი სადგური ჩოხატაურში გახსნა, ერთიც ქალაქ ქუთაისში. ახალ ავტოგასამართ სადგურებზე კომპანიამ 40 ადამიანი დაასაქმა. ამიერიდან საქართველოს მასშტაბით "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" 53 თანამედროვე სტანდარტის ავტოგასამართი სადგური აქვს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ახალი ავტოგასამართი სადგურის გახსნას კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი დავით ზუბიტაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ესწრებოდნენ.

ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობბაზარზე 2006 წლის შემოდგომაზე შემოვიდა და წლებია, ნავთობპროდუქტების სექტორში საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ყველაზე მსხვილი გადამხელის სტატუსით სარგებლობს. კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც ავტოგასამართი სადგურების რაოდენობის ზრდაში აისახება. დღეისათვის  კომპანიის მფლობელობაში 53 ავტოგასამართი სადგურია მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია მაღალ ხარისხსა და მომსახურებაზეა ორიენტირებული, ამიტომ "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიად დაასახელა.

კომპანის ყველა ავტოგასამართი სადგური სრულად პასუხობს ევროპულ სტანდარტს. ავტოგასამართი სადგურები ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ავტოგასამართი სადგურები აღჭურვილია იაპონური ტექნიკით, რაც საწვავის ჩასხმის 100% სიზუსტეს უზრუნველყოფს. ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე განთავსებულია ავტოსამრეცხაოები, მარკეტები და კაფეები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მრავალფეროვანი მომსახურებით და დაისვენოს.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გეგმავს, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავს მიიღებს და მაღალი დონის მომსახურებით ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პირველი ავტოგასამართი სადგური საქართველოში 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.

R