"პოპულში" ფასები ეცემა! - კვირის პალიტრა

"პოპულში" ფასები ეცემა!

დაზოგვის 4 სხვადასხვა გზა

ბოლო დროს კომპანია "პოპული" თავის მომხმარებელს ბევრი საინტერესო სიახლით ანებივრებს. ყველა შენიშნავდა, რომ "პოპულის" სავაჭრო ქსელმა ვიზუალური ცვლილება განიცადა: შეიცვალა მაღაზიების ფასადები, ლოგოტიპი, კორპორატიული ფერები და სხვა.  თუმცა სიახლე მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით როდია. სიახლეებია "პოპულში" საფასო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რაც მომხმარებელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით დაზოგვის საშუალებას აძლევს.

მაგალითად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფასი, "პოპული" სთავაზობს აქციას "პოპ-ფასი", რაც ნიშნავს ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასში. თუ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ბრენდი, "პოპული" სთავაზობს აქციას "პოპ-ბრენდი", ანუ ყველაზე ბრენდულ პროდუქციას საუკეთესო ფასად. ხოლო, თუ მომხმარებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც პროდუქციის ფასს, ისე ბრენდს, "პოპული" მას სთავაზობს აქციას - "შოკ-ფასი" - ყოველ ოთხშაბათს, ერთი ბრენდული პროდუქტი წარმოუდგენელ ფასად. და ეს ყველაფერი როდია, ამიერიდან "პოპულის" მიერ წარმოებული ყველა მზა კერძი, საღამოს 8 საათიდან 12 საათამდე, 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ასე რომ, ეს "პოპულია" - თქვენი ყოველდღიური არჩევანი.

KvirisPalitra.Geლიკა მიქაუტაძე (კომპანია "პოპულის" მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი): "დავიწყეთ ახალი საფასო პოლიტიკა, რომელიც მუდმივია და აუცილებლად დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. იმისათვის, რომ ვიზუალურ ცვლილებას მოჰყვეს ლოიალური ნაბიჯი მოხმარებლის მხრიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ ფასებზე განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა და წამოვიწყეთ კამპანია - "პოპულში" ფასები ეცემა".

პირველი საფასო სიახლე, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, გახლავთ "პოპ-ბრენდი". სწორედ ასე ჰქვია ფასდებულს, რომელზეც გამოსახულია ვარსკვლავი და ის დაახლოებით 200 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მიენიჭება. ეს ის პროდუქტებია, რომელთაც მომხმარებელი კარგად იცნობს, ბაზარზე ბრენდია და ყველაზე კარგად იყიდება ჩვენს ქსელში, მაგალითად: "რაფაელო", "ნაბეღლავი", "დანონი", "შირნჰოფერი", ზეთი "ოლეინა" და ა.შ. "პოპ-ბრენდის" ფასდებულით აღნიშნულ პროდუქტებს მომხმარებელს ჩვენს ქსელში განსაკუთრებულად დაბალ ფასად შევთავაზებთ. ეს იქნება ფასი, რომელიც ნებისმიერ საცალო მაღაზიას თუ საბითუმო ბაზარს გაუწევს კონკურენციას.

ანუ იქ, სადაც მომხმარებელი ვარსკვლავიან ფასდებულს ნახავს, ეცოდინება, რომ შეიძენს ცნობილ ბრენდს წარმოუდგენლად დაბალ ფასად.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს საფასო პოლიტიკაში, ეს არის ფასდებული, რომელზეც გამოსახულია გოჭი-ყულაბა, ანუ ფულის დაზოგვის სიმბოლო. ამ ფასდებულით აღნიშნული პროდუქციის ჯგუფში შესაძლოა ცნობილი ბრენდი არ დაგხვდეთ, მაგრამ აღმოაჩენთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მთელ თბილისში, ამ კონკრეტულ კატეგორიაში ყველაზე იაფი იქნება.

მაგალითად, თუ პირველ საფასო კატეგორიაში "პოპ-ბრენდი" მოხვდება სარეცხი ფხვნილი "არიელი", "პერსილი" და სხვა ცნობილი ბრენდი, "პოპ-ფასი" ყველაზე იაფფასიან სარეცხ ფხვნილს, მაგალითად, "პემოსს" მიენიჭება. შესაბამისად, თუ "პოპ-ბრენდი" ყველაზე მაღალ და გამოსაჩენ თაროზე დახვდება მომხმარებელს, "პოპ-ფასით" აღნიშნულ პროდუქციას ყველაზე დაბალ თაროზე შემოვდებთ. საბოლოო ჯამში მომხმარებელი გოჭისა და ვარსკვლავის საფასო ნიშნებით შეძლებს სწრაფად დაინახოს და გამოარჩიოს ეს პროდუქცია სხვა კატეგორიის პროდუქტებისგან.

KvirisPalitra.Ge"პოპულის" მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა არჩევანი საკუთარ ჯიბეს მოარგოს. აღნიშნული საფასო პოლიტიკა პროდუქციის ყველა ჯგუფში გატარდება. კიდევ ერთი სიახლე "პოპულის" საფასო პოლიტიკაში "პოპ-შოკია". დაახლოებით ერთი თვეა, ყოველ ოთხშაბათს, ყველა ჩვენს მაღაზიაში, ერთ კონკრეტულ პროდუქტზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას ვაკეთებთ. ამის შესახებ ერთი დღით ადრე, ჩვენს მომხმარებელს ინფორმაციას რადიოს საშუალებით ვაწვდით.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ასეთი აქცია გვქონდა ბანანზე და კილოგრამს ერთი დღის განმავლობაში 2,49 თეთრად ვყიდდით, აქციაში იყო შაქარიც, რძეც. ეს აქცია პერმანენტულად გაგრძელდება და "პოპულის" შოკური ფასდაკლების აქცია მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე ხშირად შედის მომხმარებელთა სასურსათო კალათაში.

"პოპული" მომხმარებელს დაზოგვის კიდევ ერთ საშუალებას სთავაზობს. ამიერიდან ყოველდღე, საღამოს 8 საათის შემდეგ, ღამის 12 საათამდე, ყველაფერი, რისი წარმოებაც "პოპულში" ხდება: პური, ხაჭაპური, მზა ცხელი თუ ცივი კერძები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, რასაკვირველია, ეს ეხება მხოლოდ "პოპულის" მიერ წარმოებულ ცხელ და ცივ კულინარიას.

ახალი საფასო პოლიტიკა აღნიშნული ოთხი მიმართულებით დროში შეზღუდული არ არის და გაგრძელდება მანამ, სანამ მომხმარებელი თავად არ გვიკარნახებს რაიმე ახალს. ყველა ეს სიახლეც ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით დაინერგა, რაც სხვადასხვა გამოკითხვისა და კვლევის საფუძველზე გამოვავლინეთ. მეტი ლოიალობისთვის ქართველი მომხმარებელი ითხოვს მეტ სარგებელს და ეს მეტი სარგებელი ჯამში არის ის კამპანია, რომელსაც ჰქვია "პოპულში" ფასები ეცემა".

ხალხს აქვს დაზოგვის ოთხი მიმართულება და სურვილის შესაბამისად, შეუძლიათ აირჩიონ ის, რაც სურთ მოცემულ ეტაპზე. ამით "პოპული" კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ქსელი ყველა სოციალური ფენის მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენ ვართ სახალხო ქსელი და ამ ახალი საფასო პოლიტიკით გვინდა ვაჩვენოთ მომხმარებელს, რომ ლამაზ, კომფორტულ გარემოში გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ფასებიც მაღალია.

KvirisPalitra.Geხალხზე ზრუნვის პოლიტიკას ემსახურება ჩვენი ახალი სწრაფი კვების ობიექტი "გაამოთ", სადაც 6-7 ლარად ადამიანს საშუალება ეძლევა სწრაფად ისადილოს ან წაიხემსოს, ან სულაც ისარგებლოს თაკე აწაყ სერვისით და მოხერხებულად წაიღოს ცხელი თუ ცივი კერძები თან. გაყიდვების სწრაფმა ზრდამ გვიჩვენა, რომ ახლო მომავალში "გაამოთ" კიდევ ბევრ ადგილას გაიხსნება. ასე რომ, "პოპულის" მომხმარებელი აუცილებლად მოარგებს თავის ჯიბეს ჩვენთან არსებულ ფასებს."

კომპანია "პოპულიმ" ახალი საწარმოც შექმნა, სადაც 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის 4000 კვ. მეტრზე განთავსებული საწარმო, სადაც ხდება ხილ-ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, მზა საჭმელების, პურ-ფუნთუშეულისა და სხვადსხვა პროდუქციის წარმოება და შემდეგ "პოპულის" მთელი სავაჭრო ქსელის ამ საწარმოდან მომარაგება.

საწარმოში ყველა დეპარტამენტს უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი ხელმძღვანელობს, რომელიც თავიდან ბოლომდე აკვირდება წარმოების პროცესს. მაგალითად, ხორცის პროდუქტების წარმოებას ბელგიელი სპეციალისტი ხელმძღვანელობს, პურპროდუქტებს - გერმანელი, ხოლო ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებას ფრანგი. და რაც მთავარია, ისინი დროებით, კონსულტანტის რანგში მოწვეული სტუმრები კი არ არიან, არამედ "პოპულის" შტატიანი თანამშრომლები.

"პოპულის" მენეჯმენტის განცხადებით, ამ თანამედროვე გადამამუშავებელი ცენტრის სრული ამუშავება ახალი ტვირთსიმძლავრეებით და საზოგადოებისათვის წარდგენა ნოემბრის შუა რიცხვებამდე  მოხდება.

R