"ვისოლი" იყალთოს 1000-მდე ოჯახს ბუნებრივ გაზს მიაწვდის - კვირის პალიტრა

"ვისოლი" იყალთოს 1000-მდე ოჯახს ბუნებრივ გაზს მიაწვდის

"ვისოლისგან" თბილი ზამთრის გარანტია მივიღეთ"

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ზამთრის მოსვლას აღარ უფრთხიან. აქაურებს სიმშვიდის გარანტირებული მიზეზიც აქვთ. იყალთოელი გლეხების ოჯახებში ცოტა ხნის წინ ბუნებრივი აირის ცისფერი ალი აკიაფდა. "ვისოლის" გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ძალისხმევით იყალთოს მოსახლეობას, რომელსაც ბუნებრივი გაზი არასოდეს ჰქონია, საშუალება ექნება ზამთარს მომზადებული შეხვდეს და ეკონომიური გაზით ისარგებლოს.

"აქამდე ყოველთვიურად გაზით მომარაგება 50 ლარამდე გვიჯდებოდა, ახლა 10-12 ლარი გვიჯდება. "ვისოლისგან" თბილი ზამთრის გარანტიაც მივიღეთ", - ამბობენ დედაბრიშვილების ოჯახში.

სოფელ იყალთოს გაზიფიცირებისათვის "ვისოლის" გაზის სადისტრიბუციო კომპანიამ 60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"საზოგადოებაზე ზრუნვა "ვისოლის" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ბუნებრივი გაზით სარგებლობა რეგიონის მოსახლეობას დანაზოგის გაკეთების საშუალებას მისცემს. ამასთან, გაზიფიცირება წარმოების განვითარებას უწყობს ხელს და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია", - აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

"ვისოლის" გაზის სადისტრიბუციო კომპანია თელავის რაიონს 2008 წლის მარტიდან აწვდის ბუნებრივ გაზს. რაიონში კომპანიის მიერ დღეს 10500-ზე მეტი აბონენტია გაზიფიცირებული. თელავის რაიონში გაზიფიცირების პროცესი კომპანიამ 16 სოფელში უკვე დაასრულა.

იყალთოს გაზიფიცირება "ვისოლის" დიდი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

"თელავის რაიონის 80%-ის გაზიფიცირება უკვე დასრულებულია, დარჩენილი 20%-ისა 2012 წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა კომპანია "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

"ვისოლის" გაზის სადისტრიბუციო კომპანია რეგიონში სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს. კომპანიის ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ 150-მდე ოჯახს საშუალება აქვს, ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. კომპანია მათ დასაქმებაზეც ზრუნავს და დღეს უკვე რამდენიმე მათგანია ჩართული გაზიფიცირების პროცესში.