"გუდვილი" მომხმარებელს თევზის ახალ პროდუქტებს სთავაზობს - კვირის პალიტრა

"გუდვილი" მომხმარებელს თევზის ახალ პროდუქტებს სთავაზობს

ჰიპერმარკეტ "გუდვილში" თევზის დღეები გაიმართა, სადაც ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა თევზის ახალი პროდუქტები დაეგემოვნებინა, რომლებიც ამიერიდან კომპანიის სავაჭრო ქსელში გაიყიდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, კომპანია "გუდვილმა" ბალტიისპირელი ექსპერტი, თევზის პროდუქტების ტექნოლოგი მოიწვია, რომელმაც "გუდვილის" თანამშრომლებს თევზეულის მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო.

თევზის დღეების ფარგლებში კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებისთვის, თევზის საამქროში მედიატური მოაწყო სადაც თევზის დამარილების, შებოლვისა და დახარისხების თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები ყველა აუცილებელი ნორმის დაცვით მიმდინარეობს.

თეა გოცაძე (კომპანია "გუდვილის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "სწავლებამ წარმატებით ჩაიარა. კომპანია "გუდვილმა" სოლიდური რესურსი ჩადო იმისათვის, რომ კარგი საამქრო გაეკეთებინა და შესაბამისად ყველა სამუშაო პირობა გააჩნია. "გუდვილი" მომავალშიც გააგრძელებს რესურსების დაბანდებას, როგორც ტექნოლოგიურ საშუალებებში, ისე კადრების მომზადებაში და მათი კვალიფიკაცის ამაღლებაში.

სასურველია, რომ დღეს საქართველოში დახლებზე გამოჩნდეს გემრიელი, საფასო თვალსაზრისით ხელმისაწვდომი თევზის პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან "გუდვილის" მომხმარებელი უფრო ხშირად მოიხმარს თევზსა და თევზის პროდუქტებს, რადგან ჩვენთან დამზადებული პროდუქცია აუცილებლად უპასუხებს მათ გემოვნურ თვისებებს. აქამდე ჩვენთან თევზის პროდუქტები შემოდიოდა გაყინულ მდგომარეობაში, ამიერიდან კი ჩვენი მიზანია შემოვიტანოთ პროდუქცია ცივად. ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხზე ვაწარმოებთ მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს."

მედეა კავლელაშვილი (თევზის საამქროს ხელმძღვანელი): "ამიერიდან "გუდვილის" ქსელში თევზის ახალი პროდუქცია გამოჩნდება. ეს იქნება სხვადასხვა სახეობის ქაშაყი: დამარილებული, ზეთში, ნელსანელებლებით. ასევე იქნება ცხლად შებოლილი პროდუქცია. მომხმარებელს შევთავაზებთ თევზის პროდუქტების ფართო არჩევანს, ეს იქნება ჩვენი კალმახი თუ შებოლილი ორაგული. შევქმენით თევზის ახალი პროდუქტი "ორაგულის ნაწნავები".

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "გუდვილში" წარმოდგენილი პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე და ის რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ჩვენს საამქროში დამზადებული თევზის პროდუქტები გამოირჩევა დაბალი მარილიანობით და სრულად არის დაცული მისი დამზადების ტექნოლოგიური პროცესი. ამიტომ ჩვენი პროდუქციის ხარისხზე სრულად

ვაგებთ პასუხს."

R