"უნიქარდი" - უნივერსალური დაგროვების ბარათი - კვირის პალიტრა

"უნიქარდი" - უნივერსალური დაგროვების ბარათი

344164 მომხმარებელი და 10 ათასი მეგობარი ფეისბუქზე

"უნიქარდი" ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. დღეს "უნიქარდით" სარგებლობა 200-ზე მეტი კომპანიის 1000-მდე ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს.

"უნიქარდმა" 1-ელ ნოემბრამდე 87 157 საჩუქარი გასცა და 344 164 მომხმარებელი შეიძინა. საჩუქრები მრავალფეროვანია და მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი.  საჩუქრების ღირებულება უკვე 12 ქულიდან იწყება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი.

საინტერესოა, რატომ გახდა "უნიქარდი" ასე მოკლე დროში პოპულარული და  რამ განაპირობა მომხმარებელთა ინტერესი, გვესაუბრება "უნიქარდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანა კოშაძე:

- "უნიქარდი" უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ლოიალურობის პროგრამები საქართველოში აქამდეც არსებობდა, თუმცა არა უნივერსალური ხასიათის. "უნიქარდმა" შეძლო, მომხმარებლისთვის ათეულობით ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებული უხერხებულობა მოეხსნა და ერთი ბარათის კომფორტული და მარტივი მოხმარების პირობებით ჩაენაცვლებინა. "უნიქარდი" უვადო და უფასოა. ორ ძირითად ბარათთან ერთად მსურველს სრულიად უფასოდ, დამატებითი 3 ბარათი გადაეცემა, ანუ ხუთივე ბარათი აგროვებს ერთ ანგარიშზე, რაც დაგროვების ტემპს გაცილებით ზრდის.

- გარდა ამისა, "უნიქარდმა" რამდენიმე წამახალისებელი აქციაც წამოიწყო...

- ეს არის "უნიქარდის" აქცია თქვენი უბნის მარკეტებში", რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე "უნიქარდისგან" მომხმარებელი საჩუქრად დამატებით 5 ქულას იღებს. საჩუქრად მიღებული ქულები ანგარიშზე მეორე დღესვე ერიცხებათ. აქციაში მონაწილეობდა "იოლი", "იბისი", "ბიგ ბენი", "მარი მარკეტი", "მეგამარკეტი", სუპერმარკეტი "2 ნაბიჯი", სუპერმარკეტი "ჯორჯიტა", სუპერმარკეტი "ბიფესი", სუპერმარკეტი "მანავი" და სხვა 70-ზე მეტი სუპერმარკეტი.

აგრეთვე 14 ოქტომბრიდან "უნიქარდმა", "ჯორდანოს" მაღაზიათა ქსელთან ერთად, საშემოდგომო აქცია დაიწყო, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში "ჯორდანოს" ყველა მაღაზიაში მომხმარებელი "უნიქარდისგან" გაზრდილ ქულებს იღებდა - 10 ლარზე 3 ქულას. "უნიქარდის" მფლობელები "ჯორდანოში" ექსკლუზიური, 20 პროცენტამდე ფასდაკლებით სარგებლობდნენ.

- რატომ გავიდა "უნიქარდი" "გუდვილიდან" და "ჯი მარტიდან"?

- მათთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და აღარ მოინდომეს გახანგრძლივება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გახანგრძლივებულიყო კონტრაქტი მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი საინტერესო წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. ამ მიმართულებით შექმნილმა სიტუაციამ ალტერნატიული კომპანიების ძიებისკენ გვიბიძგა და უმოკლეს ვადაში საპარტნიორო პროგრამაში 70-ზე მეტი სუპერმარკეტი და სასურსათო ქსელი ჩავრთეთ და "უნიქარდის" მფლობელებს ამ სუპერმარკეტების მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ.

ამისთვის "უნიქარდი" კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მომხმარებლებს. საპარტნიორო პროგრამიდან თუ პირველ ეტაპზე ვიღაც გავა, უფრო მეტი შემოვა, გრძელვადიან პერიოდში დარჩება ის, ვისაც სწორად გათვლილი და დეტალებში გააზრებული ხედვა აქვს. პირდაპირ ვიტყვი, სწრაფი გამდიდრების მსურველთათვის ეს პროგრამა დახურულია!

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

- დღეს "უნიქარდი" თბილისის გარდა არის ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. მომავალში ვგეგმავთ გორში, თელავსა და მცხეთაში შესვლასაც. გვინდა, რომ მოვიცვათ ყველა ქალაქი. საქმიანობის მცირე პერიოდის მიუხედავად, "უნიქარდმა", როგორც უნიკალურმა საპარტნიორო პროგრამამ უკვე გაამართლა და ამის დასტურია ჩვენს ქსელში შემავალი კომპანიების შემოსავლებისა და მომხმარებლების ზრდა.

"უნიქარდით" სარგებლობა უკვე 1000-მდე ობიექტში შეიძლება. "უნიქარდი" აგრძელებს განვითარებასა და ზრდას. რაც მთავარია, მომხმარებელს ქულების დაგროვების სასიამოვნო და სახალისო პროცესს ვთავაზობთ. ამის გამოხატულებაა სხვადასხვაგვარი აქციები და წამახალისებელი კონკურსები ფეისბუქზე. ჩვენ უკვე 10 000-ზე მეტი მეგობარი გვყავს.

"უნიქარდის" ოფიციალურ გვერდზე (www..facebook.com/unicard.ge) ყოველდღე სახალისო გათამაშებებია და მომხმარებელს ქულების დაგროვება ახლა

უკვე ფეისბუქზეც შეუძლია.

R