"ავტომატური გადარიცხვების სერვისი" - "ბაზისბანკის" ახალი პროდუქტი - კვირის პალიტრა

"ავტომატური გადარიცხვების სერვისი" - "ბაზისბანკის" ახალი პროდუქტი

ბაზისბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რაც კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა სახის გადასახადების ავტომატურ რეჟიმში გადახდას გულისხმობს.

"ავტომატური გადარიცხვების სერვისით" სარგებლობა "ბაზისბანკის" ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ან სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტბანკინგის საშუალებით.

ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, ვისაც "ბაზისბანკში" ნებისმიერი სახის ანგარიში აქვს გახსნილი. ახალი სერვისით სარგებლობა კი კვარტალში მხოლოდ 5 ლარი ეღირება.

"ავტომატური გადარიცხვების სერვისის" პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის მისი პირობების წარდგენა "ბაზისბანკის" ახალ სერვისცენტრში გაიმართა, რომელიც პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) #5-ში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს სერვისცენტრი მომხმარებელს საჩუქარს სთავაზობს - მომხმარებელი, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრამდე ამ სერვისცენტრში დარეგისტრირდება "ავტომატური გადარიცხვების სერვისის" მომსახურებაზე პირველი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლდება.

ლევან გარდაფხაძე, ("ბაზისბანკის" დირექტორი): "მოგეხსენებათ, "ბაზისბანკი" ყოველთვის ზრუნავს საკუთარ კლიენტებზე ახალი და სასარგებლო პროდუქტების შეთავაზების თვალსაზრისით. დღევანდელი დღე ეძღვნება კიდევ ერთი ახალი სასარგებლო პროდუქტის, "ავტომატური გადარიცხვების სერვისის" შეთავაზებას. უკვე დღეიდან "ბაზისბანკი" ათავისუფლებს საკუთარ კლიენტებს სხვადასხვა საკომუნიკაციო თუ ნებისმიერი სხვა სახის გადასახადის გადახდაზე ფიქრისგან.

აღნიშნული სერვისი ფაქტობრივად დავალებაა ბანკისადმი, რათა ბანკმა ავტომატურ რეჟიმში, კონკრეტულ თარიღში, აბონენტის სახელზე დავალიანების წარმოშობისთანავე, კლიენტის ანგარიშიდან ავტომატურად გადაიხადოს გადასახადი. შესაბამისად, კლიენტს აღარ მოუწევს გამუდმებით ფიქრი, როდის და სად უნდა გადაიხადოს ნებისმიერი სახის კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადი.

აღნიშნულ სერვისში ჩართვა შესაძლებელია, როგორც "ბაზისბანკის" ნებისმიერი სერვისცენტრიდან, ასევე სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტბანკინგის საშუალებით. სერვისის საფასური კვარტალში მხოლოდ 5 ლარს შეადგენს შესაბამისად აღნიშნულ თანხაში კლიენტს შეუძლია რამდენიც სურს, იმდენი გადასახადი გადაიხადოს ავტომატურ რეჟიმში.

სიმბოლურია, რომ ამ ახალი პროდუქტის პრეზენტაცია "ბაზისბანკის" ახალ სერვისცენტრში იმართება. აღნიშნულ სერვისცენტრში, ისევე როგორც დანარჩენებში, ბანკის ნებისმიერ კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი საბანკო მომსახურებითა და პროდუქტით. ამიერიდან კი ჩვენი პროდუქტების ჩამონათვალს უკვე "ავტომატური გადახდის სერვისიც" შეემატა. ეს არის კიდევ ერთი ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც შევთავაზეთ ჩვენს კლიენტებს.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის "ბაზისბანკის" კლიენტი და ერთი ანგარიში მაინც აქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ბაზისბანკს" აქვს სხვა ტექნოლოგიური პროდუქტები, როგორიც არის "ონლაინბანკინგი" და "SMS-ბანკინგი". ამ პროდუქტების საშუალებით კლიენტს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად აკონტროლოს და მართოს საკუთარი ანგარიშები, რომლებიც "ბაზისბანკში" აქვს, განახორციელოს მრავალი ოპერაცია და "SMS-ბანკინგის" მეშვეობით მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი ოპერაციის შესახებ მის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომერზე.

- მსგავს მომსახურებას მომხმარებელს სხვა კომერციული ბანკებიც სთავაზობენ, თქვენი პროდუქტის უპირატესობა რაშია?

- მაგალითად, თუ კლიენტს აქვს დიდი დავალიანება და პროვაიდერის მიერ შედგენილია კონკრეტული გადახდის გრაფიკი, ავტომატური გადახდის სერვისის მეშვეობით, ჩვენც მის დავალიანებას ნაწილ-ნაწილ დავფარავთ. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ ყველა ეს ოპერაცია ხდება ონლაინრეჟიმში და მითითებულ კონკრეტულ რიცხვში გადასახადი აუცილებლად იქნება გადახდილი და აისახება კლიენტის ბალანსზე.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არ ირიცხება "ბაზისბანკი" ავტომატურ რეჟიმში სისტემატურად ამოწმებს მითითენულ ანგარიშს და როგორც კი დავალიანება წარმოიშობა, მაშინვე განახორციელებს გადახდას. გადასახადის გადახდის განხორციელების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს SMS-ს. ამ ეტაპზე, 30-მდე პროვაიდერკომპანიასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ მუდმივად ვიკვლევთ კლიენტთა საჭიროებას და ეს ნუსხა ეტაპობრივად განახლებადი იქნება.

თუ კლიენტი თავად შემოგვთავაზებს რომელიმე პროვაიდერთან თანამშრომლობის საჭიროებას, შევცდებით მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი კლიენტის კმაყოფილება."

R