ბანკ "რესპუბლიკაში" ავტოგანვადების გრანდიოზული აქცია დაიწყო - კვირის პალიტრა

ბანკ "რესპუბლიკაში" ავტოგანვადების გრანდიოზული აქცია დაიწყო

უპრეცედენტო, მიმზიდველი და კომფორტული პირობები

1-ელი ნოემბრიდან სამი თვის განმავლობაში, ბანკი "რესპუბლიკა" და "იბერია ბიზნეს ჯგუფი" მომხმარებლებს ავტოგანვადების უპრეცედენტო აქციას სთავაზობენ. აქციის ფარგლებში, მსურველს შესაძლებლობა ექნება ავტომობილი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს.

აქციის დროს საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 12%-ით განისაზღვრა, ხოლო 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, "რესპუბლიკა" მომხმარებელზე უპროცენტო სესხს გასცემს. ავტოგანვადების ამ ახალ აქციაში სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-იც მონაწილეობს, რომელიც ავტოგანვადების მსურველს უსასყიდლოდ გადასცემს ავტოდაზღვევის ერთწლიან სრულ პაკეტს. აქციას კომპანია "ვისოლიც" შეურთდა, რომელიც ავტოგანვადებით მოსარგებლე პირს "აპის" საწვავით დაასაჩუქრებს.

ავტოგანვადების უპრეცედენტო, მიმზიდველი და კომფორტული პირობებით მომხმარებელს შეუძლია "იბერია ბიზნეს ჯგუფის" შემდეგი მარკის ავტომობილების მფლობელი გახდეს: "აუდი", "შკოდა", "ფოლკსვაგენი", "პეჟო", "რენო", "ნისანი", "მიცუბიში" და "კია".

ავტოგანვადების წლიური საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვარი 0%-ია და პროცენტის მოცულობა დამოკიდებულია თანამონაწილეობასა და განვადების ვადაზე. მაგალითად, თანამონაწილეობისა და ვადის სწორად შერჩევის შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია ავტოგანვადება მიიღოს 0%, 1%, 2% და სხვა საპროცენტო განაკვეთით. ხოლო ექსკლუზიურად "კიას" მოდელებზე, განვადების მაქსიმალური ზღვარი 12%-ია.

თუმცა, კლიენტის თანამონაწილეობა ავტოგანვადებაში აუცილებელი პირობა არ არის, რადგან ბანკი ავტომობილის შესაძენად საჭირო სრულ თანხას თავად უზრუნველყოფს. მაგრამ თუ კლიენტს აქვს სასურველი ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხის 30%, მაშინ განვადების დასამტკიცებლად საკმარისია ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა.

ირაკლი ასლანიშვილი (ბანკ "რესპუბლიკას" კომერციული დირექტორი): "ბაზარზე ამ პროდუქტის გამოსატანად დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით, რადგან ველოდებოდით ბიზნესის გააქტიურებას. სამომხმარებლო სესხების განვითარება ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მიმართულებაა. ეს კი არის საკმაოდ მოქნილი საბანკო პროდუქტი, მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მაქსიმუმ 12%-ით განისაზღვრა.

თანამონაწილეობის შემთხვევაში სესხის მიღების პირობები კიდევ უფრო გამარტივებულია და კლიენტი ერთი წლის განმავლობაში უპროცენტო სესხს მიიღებს. თანამონაწილეობაში იგულისხმება ძველი ავტომობილის ჩაბარებაც. ეს აქცია ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილების დონეს უფრო გაზრდის და ახალ კლიენტებსაც მოვიზიდავთ".

ლაშა ნიკოლაძე (სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე): "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ისგან მომხმარებელი საჩუქრად ავტოდაზღვევის ერთწლიან სრულ პაკეტს მიიღებს, რომლის ღირებულება მინიმუმ 1500 დოლარს შეადგენს. დაზღვეული იქნება როგორც ავტომობილი, ასევე საჭესთან მჯდომი მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. ბანკ "რესპუბლიკასთან" სტრატეგიული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი აქცია, რომელსაც ბანკთან ერთად ვახორციელებთ. ამ საინტერესო წამოწყებას მხარი სიამოვნებით დავუჭირეთ".

თორნიკე გურული (კომპანია "ვისოლის" მარკეტინგის დირექტორი): "პირველი 20 მომხმარებელი, ვინც ამ ავტოგანვადებით ისარგებლებს, კომპანია "ვისოლისაგან" საჩუქრად 50 ლიტრი იტალიური საწვავის "აპის" ტალონს მიიღებს, რადგან ყველა ავტომფლობელისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება. ამ აქციაში მონაწილეებს, რომლებიც ბანკ "რესპუბლიკას" დახმარებით, "იბერია ბიზნეს ჯგუფში" ავტომობილს შეიძენენ, სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ი დააზღვევს, ჩვენ კი უმაღლესი ხარისხის საწვავით დავასაჩუქრებთ".

ტარიელ ხეჩიკაშვილი ("იბერია ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელი): "ბანკ "რესპუბლიკასთან" თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. პირველად მსგავსი პროდუქტი ბაზარზე 2005 წელს გამოვიდა, შემდეგ 2007 წელს. ბანკთან თანამშრომლობის პირველივე ნაბიჯი წარმატებული იყო. მომხმარებელს ავტომობილების დიდ არჩევანს ვთავაზობთ. ფასები მორგებულია ყველა ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებელზე - 10 ათასი დოლარიდან 100 ათას დოლარამდე.

როგორც საფინანსო, ისე სადილერო კომპანიებმა უამრავი სიძნელე გადავლახეთ, თუმცა, როგორც ქართველებს სჩვევიათ, ყველაფერი დავივიწყეთ და საქმიანობას განსაკუთრებული ოპტიმიზმით შევუდექით. იმედი გვაქვს, ეს პროდუქტიც დიდი მოთხოვნით ისარგებლებს და როგორც წინამორბედი პროდუქტები, ესეც წარმატებული იქნება".

ავტოგანვადების აქციის ყველა მონაწილე, დამატებითი სარგებელის სახით, მიიღებს საქართველოში ყველაზე გრძელვადიან საგარანტიო პირობებს. ავტომობილის შერჩევა დაინტერესებულ პირს ბრენდებისა და მოდელების ფართო ასორტიმენტიდან შეუძლია. აქციის მონაწილე ისარგებლებს ექსკლუზიური ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებზე (ფიტნესები, პარფიუმერია, ესთეტიკის ცენტრი, საჩოგბურთო კორტები, სპასალონი), სესხის მიღების გამარტივებული პროცედურით და რაც ყველაზე მთავარია, შეძლებს ძველი მანქანის ჩანაცვლებას სრულიად ახალი მანქანით, ხოლო ფასთა შორის სხვაობას ბანკი "რესპუბლიკა" დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" ინოვაციური, გამორჩეული კომერციული ბანკია, რომელიც თითოეულ კლიენტს მასზე საგანგებოდ მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის დასავლური სტილის მომსახურებას სთავაზობს. ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბანკი მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

R