ლარი რეკორდულად გაუფასურდა - იხილეთ სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ლარის კურსი წლების განმავლობაში
ლარი რეკორდულად გაუფასურდა - იხილეთ სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ლარის კურსი წლების განმავლობაში
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9718 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0238 ლარი შეადგინა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბოლო პერიოდში ლარის ასეთ გაუფასურებას
საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.


ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით შევადგინეთ ინფოგრაფიკა, სადაც ასახულია 2012 წლიდან 2019 წლ
ის ჩათვლით როგორ იცვლებოდა ლარის მიმართება დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

სტატისტიკის მიხედვით, ლარის დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი მონაცემი 2008 წლის 31 ივლისს ფიქსირდება და ის 1.408-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2019 წლის 31 ივლისს დაფიქსირდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

beso
03 აგვისტო 2019 17:30
სანამ ასეთი მიდგომა გვექნება საქართველო ხელში შემოგვედნება. ეს იქნება ქართველთა განადგურების ნიშანი. ესაა საქართველოს სოფლებისა და რაიონების დაცლის ნიშანი. ეს იქნება ქართველთა დაპატარავების ნიშანი. აწიეთ ლარის კურსი. საქართველო არ უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ქართველებს უცხოეთში მიერეკებიან ხელოვნურად. ხომ გახსენით აღმოსავლეთ დასავლეთი, სამხრეთ, აწიეთ ლარის კურსი, ჭამეთ სხვისი მოწეული პროდუქტები, მოსახლეობა გადახვეწეთ უცხოეთსი, შექმნით დემოგრაფიული დისბალანსი და სულ რაღაც 20-30 წელში გაქრით რუკიდან. საქართველოს არც ეკონომისტი ყავს, არც ჟურნალისტი და არც პოლიტიკოსი. კიდევ უარესი არც აზროვნება გააჩნია, ამ წმინდანებს(გუშინდელ კომუნისტებს) ჰგონია რომ მართლაც კიბე აქვთ ზეციურთან და სულ მართლაც მათთან კავშირში ათენებენ და აღამებენ. არადა ყველაზე მაღალი მსოფლმხედველობის დანიშნულება გონიერების მიღწევა, რომ შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 30 წელია სისულელეს ვუყურებ, რასაც ქვეყნის სავალუტო პოლიტიკა ქვია. შეხედეთ ქართველებო თურქეთს, ჩინეთს, პოლონეთს, შენი არ იცოდე და სხვისგან სწავლისთავი არ ჰქონდეს რა კარგი მდგომარეობაა.. ეს უნდა გააზიაროთ, რადგან ყველას მოგეკითხებათ. სულ რაღაც 20 წელიწადში 800 ათასით შევმცირდებით იმის გამო რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება. ერთერთი ამის მიზეზი არის სავალუტო პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ხდება სხვადასხვა გარემოებაში. დაიმახსოვრეთ ყველას მოგეკითხებათ ამის გამო

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები