ლარი რეკორდულად გაუფასურდა - იხილეთ სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ლარის კურსი წლების განმავლობაში - კვირის პალიტრა

ლარი რეკორდულად გაუფასურდა - იხილეთ სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ლარის კურსი წლების განმავლობაში

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9718 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0238 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბოლო პერიოდში ლარის ასეთ გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით შევადგინეთ ინფოგრაფიკა, სადაც ასახულია 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით როგორ იცვლებოდა ლარის მიმართება დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

სტატისტიკის მიხედვით, ლარის დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი მონაცემი 2008 წლის 31 ივლისს ფიქსირდება და ის 1.408-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2019 წლის 31 ივლისს დაფიქსირდა.

(სპეციალურად საიტისთვის)