საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა
საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა
საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.

როგორც სურგულაძე აცხადებს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე.

"სქემაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 800-ით მეტი წასულ ადამიანთა რიცხვზე. მაღალი მომართვიანობა გასვლაზე იყო აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში, დღეს მომართვიანობა 15 ჯერ შემცირებულია.

იმ 860 000 ადამიანიდან, რომელიც 1 იანვრიდან ჩაერთვნენ საპენსიო სქემაში, მათი რაოდენობა ვისაც უკვე
გაუჩნდა სქემის დატოვების უფლება, შეეძლო დატოვება და არ დატოვა ან მომავალში გაუჩნდება, ასეთი არის 325 000 ადამიანი.

860 000 ადამიანიდან 16.5%-მა, ანუ დაახლოებით 141 000-მა ადამიანმა დატოვა სქემა. აქედან 41 800 საჯარო მოხელეა,"- განაცხადა ლევან სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
დათო
20 აგვისტო 2019 16:55
ნებაყოფლობითი ყოფილიყო და ვინ დარჩებოდა ნახავდით ....მიდით დაბლოკეთ .

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები