”შირნჰოფერი" კვლავაც საუკეთესოს გვთავაზობს! - კვირის პალიტრა

”შირნჰოფერი" კვლავაც საუკეთესოს გვთავაზობს!

ხორცპროდუქტების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”შირნჰოფერი" უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ბრენდია საქართველოში. კომპანიის ურყევი პრინციპები: პროდუქციის მაღალი ხარისხი და საიმედოობა განაპირობებს ბაზარზე მის მოწინავე პოზიციას. ”შირნჰოფერი" მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, სთავაზობს მას პროდუქციის ფართო არჩევანს, უამრავ სიახლეს.

კომპანია უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ საწარმოსთან, შპს ”ლანდჰოფთან", რომელიც ავსტრიული ძეხვისა და ხორცპროდუქტების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ცოტა რამ ”ლანდჰოფის" შესახებ: ამჟამინდელი სახელწოდებით შპს ”ლანდჰოფის" დაარსების ოფიციალური თარიღი 1990 წელია, თუმცა ფირმის ისტორია გაცილებით ადრეული პერიოდიდან იწყება, კერძოდ კი 1946 წლიდან, როდესაც ავსტრიის ქალაქ ლინცში - სადაც ფირმა ”ლანდჰოფი" დღემდე მდებარეობს - პატარა საწარმომ ”ოტო ჰაუზერმა" ძეხვისა და ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო.

1949 წლიდან საწარმომ თავისი პროდუქცია ავსტრიული საცალო ვაჭრობის ბაზარზე გაიტანა, 1951 წლიდან კი დაიწყო ხორცის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რასაც 1955-1971 წლებში ეტაპობრივად მოჰყვა ფილიალების დაარსება ლინცში და რეგიონალური წარმომადგენლობების ჩამოყალიბება ავსტრიის სხვა ფედერაციულ მიწებზეც.

70-80-იან წლებში ფირმამ არაერთი რეორგანიზაცია განიცადა, ყოველ ჯერზე იგი უფრო მეტად მრავალპროფილიანი და ძლიერი საწარმო ხდებოდა და საბოლოო სახელწოდებით გაფორმდა 1990 წლის სექტემბრიდან. 2003 წლიდან ”ლანდჰოფის" საწარმოო ჯგუფში შედის ფირმა ”ლოიდლიც". საწარმოო ჯგუფ ”ლანდჰოფს" ეკუთვნის ასევე შვილობილი შპს ”კარნერტა".

დღესდღეობით ”ლანდჰოფი" ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საწარმოს წარმოადგენს ავსტრიაში. ”ლანდჰოფის" პროდუქცია იწარმოება მთლიანად ავსტრიაში და ფირმის მიერ გამოყენებული  ნედლეულის თითქმის 100% მთლიანად ავსტრიული წარმომავლობისაა. 15000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული საწარმო ყოველდღიურად 160 ტონამდე პროდუქციას აწარმოებს.

ნედლეულის შერჩევისა და გადამუშავების უმკაცრესი კონტროლის სისტემა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვა და პროფესიონალი, გამოცდილი კადრები ქმნიან ყველა პირობას საიმისოდ, რომ მომხმარებელს გარანტირებული ავსტრიული ხარისხის გემრიელი და ახალი პროდუქტი მიეწოდოს.

ჯერ კიდევ 1994 წელს ”ლანდჰოფი" იყო პირველი ავსტრიული საწარმო, რომელმაც მიიღო ხარისხის შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი (ISO9001), ხოლო მოგვიანებით მიიღო ასევე საერთაშორისო კვებით სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი IFS.

”ლანდჰოფი" მრავალპროფილიანი საწარმოა, გარდა მოხარშული და შებოლილი ძეხვეულის, ლორისა და სალიამებისა, იგი ერთ-ერთი უმსხვილესი საკონსერვო წარმოების მფლობელიცაა.

2002 წლიდან ”ლანდჰოფის" საწარმოო ჯგუფი აქტიურად არის დაკავებული საექსპორტო საქმიანობით, კერძოდ, მრავალი დასახელების საქონელი გააქვს  ევროპის ქვეყნებში: სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, დანიასა თუ ფინეთში. ავსტრიის მასშტაბით ”ლანდჰოფის" პროდუქცია გაშლილია უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელებში და მომხმარებლებში დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფირმა ”ლანდჰოფის" უმაღლესი ხარისხის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში კომპანია ”შირნჰოფერი" ახორციელებს. ამ ეტაპზე ქართველ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დასახელების პროდუქტი: მოხარშული ძეხვი ”ექსტრა", უგემრიელესი სოსისი ”ფრანკფურტერი", ასევე ძეხვი ”მოსკოვური".

KvirisPalitra.Geძეხვი ”მოსკოვური"

ძეხვი ”მოსკოვური" დამზადებულია საუკეთესო ხარისხის ღორის ხორცისა და ქონისაგან და შეზავებულია საგანგებოდ შერჩეული სანელებლებით.

ეს პროდუქტი ავსტრიაში ”შპეკვურსტის" სახელით არის ცნობილი და ერთ-ერთ პოპულარულ სახეობას წარმოადგენს.

პროდუქტი 8 კვირის განმავლობაში მზადდება, სანამ მიაღწევს იმ კონდიციამდე, რომ მიეწოდოს მომხმარებელს. უკანასკნელ ეტაპზე ”მოსკოვური" მსუბუქად იბოლება წიფლის შეშაზე.

ეს ნოყიერი და გემრიელი პროდუქტი შესანიშნავად არის მორგებული ქართველი მომხმარებლის გემოვნებას.

KvirisPalitra.Geმოხარშული ძეხვი ”ექსტრა"

”ლანდჰოფის" მოხარშული ძეხვი ”ექსტრა" დამზადებულია ღორის ხორცისა და ქონისაგან, შეზავებულია ტრადიციული მეთოდებით და გამოირჩევა განსაკუთრებით სასიამოვნო კონსისტენციითა და საგემოვნო თვისებებით.

”ლანდჰოფის" ”ექსტრა" მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქტია, რომელიც საუკეთესო საშუალებაა სწრაფად და ნოყიერად წასახემსებლად, ასევე სხვადასხვა სახის გემრიელი სალათების მოსამზადებლად.

საგულისხმოა, რომ ეს პროდუქტი დღეს მაღაზიებს მიეწოდებათ სპეციალური აქციის ფარგლებში - გარკვეული რაოდენობის შეძენის შემთხვევაში ისინი დამატებით, უსასყიდლოდ იღებენ პროდუქტს.

KvirisPalitra.Geსოსისი ”ფრანკფურტერი"

საუკეთესო პროდუქტი ჭეშმარიტად გამორჩეული ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით, რომელიც შეიქმნა ავსტრიული ფირმა ”ლანდჰოფის" მიერ ქართული ბაზრის საფუძვლიანი შესწავლისა და დაკვირვების შედეგად. პროდუქტი მაქსიმალურადაა მორგებული ქართველი მომხმარებლის გემოვნებას და, ამავე დროს, დამზადებულია ევროპული ტექნოლოგიების სრული დაცვით.

საუკეთესო ხარისხის ღორის ხორცისაგან წარმოებული, საგანგებოდ შერჩეული სანელებლებით შეზავებული და მსუბუქად შებოლილი ტკაცუნა სოსისი - ეს პროდუქტი ნამდვილად არის ქართული გემოსა და ევროპული ხარისხის ეფექტური შერწყმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ”ფრანკფურტერი" ექვსი თვეა რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისის მრავალი სუპერმარკეტი, უბნის მაღაზია, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, კაფე-ბარი თუ რესტორანი ჩვენი სოსისის აქტიური და ერთგული მომხმარებელია.

კომპანიის მიზანია, მისი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სწორედ ამ მიზნით შემოვიდა ის ქართულ ბაზარზე საქველმოქმედო აქციათა ციკლით და პირველ რიგში სწორედ  მათ გაუმასპინძლდა, ვისაც ხარისხიანი, ევროპული სტანდარტების პროდუქტის შეძენის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს.

ამის დასტურია სათნოების სახლ ”კათარზისსა" თუ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩატარებული საქველმოქმედო აქციები, ასევე ლტოლვილთათვის არაერთგზის ჩატანილი ტონობით პროდუქცია კოდასა და გორში.

R