სამ ქართულ კომპანიას პარიზში დააჯილდოებენ - კვირის პალიტრა

სამ ქართულ კომპანიას პარიზში დააჯილდოებენ

"ვისოლი", "გუდვილი" და "ეფეს საქართველო" ევროპის 100 საუკეთესო კომპანიის გვერდით დასახელდა

2010 წლის 11 ნოემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განსაკუთრებული მიზეზის გამო ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყო სამმა ქართულმა კომპანიამ - "ვისოლ ჯგუფმა", "გუდვილმა" და "ეფეს საქართველომ". სამივე მათგანი ცნობილი ევროპული ბიზნესდაჯილდოების ბოლოსწინა ეტაპის Ruban d’Honneur-ის პრიზიორთა შორის დასახელდა.

პრესკონფერენცია საქართველოში ეიჩ ეს ბი სი ბანკის დირექტორმა ლადო რობაქიძემ გახსნა. ევროპული ბიზნესდაჯილდოების სპონსორი სწორედ  ეიჩ ეს ბისია. Ruban d’Honneur-ის პრიზი ევროპის ას საუკეთესო კომპანიას ერგო. ლადო რობაქიძეს მიაჩნია, რომ მათ შორის საქართველოს წილი სულაც არ არის მოკრძალებული, თუმც იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გამარჯვებული ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება.

ევროპული ბიზნესდაჯილდოება უკვე ოთხი წელია იმართება და  აღიარებულია ინოვაციის, წარმატებისა და მდგრადობის სიმბოლოდ. ამ დაჯილდოებით ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ყველა ზომის ბიზნესშესაძლებლობა ეძლევა ევროპის მასშტაბით წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა დაჯილდოების ათ კატეგორიაში.

Ruban d’Honneur-ის ჯილდო გადაეცემა ათ ყველაზე წარმატებულ კომპანიას დაჯილდოების თითოეულ კატეგორიაში - წლის ბიზნესის ჯილდო, წლის საერთაშორისო მეწარმის ჯილდო, ჯილდო ინოვაციისთვის, ჯილდო მომხმარებელზე ფოკუსირებისთვის, წლის ჯილდო - HSBC ზრდის სტრატეგია, ჯილდო წლის საუკეთესო დამსაქმებელი, ჯილდო კორპორატიული მდგრადობისთვის, ჯილდო გარემოსდაცვითი ცნობიერებისთვის და ჯილდო - თავმჯდომარის არჩევანი.

ეიჩ ეს ბი სი ბანკის გენერალური დირექტორის გაი ლუისის  განცხადებით,  განსაკუთრებით საამაყოა ასეთი მაღალი კალიბრის ქართული კომპანიების ხილვა Ruban d’Honneur-ის პრიზიორთა შორის. "ეს ადასტურებს ბიზნესის ინიციატივის მაღალ დონეს, რასაც პირადად ვხედავ საქართველოში, როგორც ევროპული ბიზნესის დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში, ასევე ყოველდღიური ურთიერთობის დროს ეიჩ ეს ბი სი მომხმარებელთან. მსურს სამივე კომპანიას ვუსურვო შემდგომი წარმატება."

ევროპული დაჯილდოების დამფუძნებლის დრიან ტრიპის განმარტებით, წელს განსაკუთრებით გაძნელდა Ruban d’Honneur-ის 100 გამარჯვებული კომპანიის შერჩევა, რადგან ქვეყნების წარმომადგენელ ბიზნესკომპანიებს ძალიან მაღალი  სტანდარტები ჰქონდათ. ასივე კომპანიამ გამარჯვების მისაღწევად წარმოაჩინა განსაკუთრებული შესაძლებლობები, ინოვაციის უნარი და კომერციული ალღო.

ლადო რობაქიძე - "ევროპული ბიზნესდაჯილდოება ეიჩ ეს ბი სის სპონსორობით არსებობს იმისათვის, რომ გამოავლინოს და დააჯილდოოს ევროპის მასშტაბით არსებული კომპანიების წარმატება, საუკეთესო პრაქტიკა, და ინოვაცია. მასში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ყველა ზომის ბიზნესისთვის. ევროპული ბიზნესდაჯილდოება ემსახურება სამ ძირითად მიზანს ევროპული ბიზნესსაზოგადოებისთვის:

წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ბიზნესსაზოგადოებისთვის, აღიარებს ინდივიდებსა და ორგანიზაციების წარმატებას და წარმოადგენს ამ განსაკუთრებული ორგანიზაციის წარმატების კონკრეტულ მაგალითებს. ეს დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის. მათ ახალი სიტყვის თქმის, ახალი კონტაქტების დაწყების და შესაძლებლობების ახლებურად წარმოჩენის საშუალება ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნომინაციებში ევროპის უდიდესი და ცნობილი კომპანიების გვერდით მოხვდნენ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიერიდან მათი ბრენდები კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გახდება ცნობილი".

კომპანია "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ მადლობა გადაუხადა ევროპული დაჯილდოების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ამ წარმატებაში წვლილი "ვისოლის" თითოეულ თანამშრომელს მიუძღვის.

"დიდი მადლობა ეიჩ ეს ბისი-ს იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ასეთი მაღალი დონის დაჯილდოებაზე ქართული კომპანიებიც წარმდგარიყვნენ. ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე ევროკავშირის 27 ქვეყნის 15000-მდე კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულ 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორისაა "ვისოლ ჯგუფი". ეს "ვისოლის" წარმატებული ბიზნესსაქმიანობის კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიო მასშტაბით.

მადლობა მინდა გადავუხადო, "ვისოლის" ყველა თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ და კომპანიის წარმატებებს განაპირობებენ. "ვისოლს" აქვს ისეთი ღირებულებები, რომელიც დაფასებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში.

R

"ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელმაც უკვე არა მხოლოდ ენერგეტიკის, თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესშიც დაიმკვიდრა სახელი, "ვისოლის", ბრენდის ქვეშ უკვე რვა შვილობილი კომპანია ერთიანდება. იმედი, მაქვს მომავალში სხვა ქართულ კომპანიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა ამ დაჯილდოების ნომინანტები გახდნენ", - აღნიშნა კომპანია "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

"გუდვილის" დირექტორი ნუგზარ მაღულარია - "გუდვილი" ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე 100 შორის გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპამ ჩვენი ხარისხი თუ მომსახურება აღიარა, როგორც ევროპული დონის. მადლობა მინდა გადავუხადო აღნიშნული კონკურსის სპონსორს„ეიჩ ეს ბისი ბანკს, რომ გვენდობა და გვაფასებს.

ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ბიზნესდაჯილდოების კონკურსი უკვე ოთხი წელია ტარდება და ობიექტურად აღიარებს და გამოარჩევს კომპანიებს. ჟიურიმ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ კომპანიებს, რომლებმაც შედარებით მარტივად გადალახეს კრიზისის პერიოდი და აჩვენეს წინსვლა, ასევე გაითვალისწინეს კომპანიის სიძლიერე, მენეჯმენტი და ინოვაციურობა.

"გუდვილი" საცალო ვაჭრობის სფეროში ყველაზე წარმატებული ბრენდია საქართველოს ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ვიყოთ ლიდერები და ეს ევროპის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებამაც აღიარა.

ჩვენ ვაპირებთ  ქსელის გაფართოებას, პირველ ეტაპზე თბილისში. ასევე საკუთარი ბრენდის ქვეშ თევზისა და ხორცპროდუქტების წარმოების გაფართოებას. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს ეს ჯილდო."

"ეფეს საქართველოს" მარკეტინგის დირექტორმა ასევე გამოხატა კმაყოფილება დაჯილდოებულთა შორის კომპანიის მოხვედრის გამო და აღნიშნა, რომ ეს წარმატება მეტწილად ლუდი "ნატახტარის" წარმატების შედეგია.

"ნატახტარის" პროდუქციის ექსპორტირება 16 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი და სხვა. 2010 წლიდან "ნატახტარმა"“ პროდუქციის გაყიდვები ესპანეთსა და თურქმენეთშიც დაიწყო. ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზარდა, რაც არსებული ბაზრების გაფართოებით და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება. ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე.

ღუბან დ’Hონნეურ-ის პრიზიორი ყველა კომპანია მიწვეული იქნება ევროპული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, სასტუმრო ჭესტინ Hოტელ-ში, 16 ნოემბერს. აქ დასახელდებიან საბოლოო გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში ევროპის საუკეთესო ბიზნესლიდერების, პოლიტიკოსების, მეწარმეების, ბიზნესკომენტატორებისა

და მედიის წინაშე.