"SMS სესხი" "საქართველოს ბანკისგან", ანუ თქვენ მოიგეთ სესხი! - კვირის პალიტრა

"SMS სესხი" "საქართველოს ბანკისგან", ანუ თქვენ მოიგეთ სესხი!

"საქართველოს ბანკმა" ბაზარზე ინოვაციური მომსახურება "SMS სესხი" დანერგა. "SMS სესხით" "საქართველოს ბანკის" სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებელი შეძლებს სამომხმარებლო სესხის მიღებას ბანკში მიუსვლელად ბანკომატის მეშვეობით.

ამ პროცედურას კი სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, რადგან "SMS სესხით" სარგებლობისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება ბანკში განაცხადის შევსება და სესხის თანხა მის პლასტიკურ ბარათზე გააქტიურდება.

"SMSშ სესხი" ბანკის მიერ წინასწარ მტკიცდება და ამის შესახებ მომხმარებელი შესაბამის სატელეფონო შეტყობინებას მიიღებს. "საქართველოს ბანკისგან" გაგზავნილ SMS-ში მითითებული იქნება სპეციალური კოდი და თუ მომხმარებელს სურვილი ექნება შეთავაზებული სესხით ისარგებლოს, "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბანკომატიდან მითითებული კოდით საკუთარ პლასტიკურ ბარათზე სესხით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვას შეძლებს.

"საქართველოს ბანკის" მიერ შეთავაზებული "SMS სესხის" გააქტიურება ძალიან მარტივია. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი "საქართველოს ბანკისგან" მიიღებს SMS-ს ნომრიდან 444, სადაც მითითებული იქნება, რომ მის სახელზე დამტკიცებულია სამომხმარებლო სესხი და თუ ამ სესხის გამოყენების სურვილიც ექნება, 30 დღის განმავლობაში შეუძლია მიაკითხოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატს, ჩატვირთოს მისი კუთვნილი პლასტიკური (სადებეტო) ბარათი და ბანკომატის მენიუში აირჩიოს ბანერი - "სესხის მიღება".

ამის შემდეგ ბანკომატის ეკრანზე გამოჩნდება სესხით სარგებლობის პირობები, მათ შორის სესხის ვადა და საპროცენტო განაკვეთი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის თარიღი და სესხის თანხა, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. ამის შემდეგ, სესხის გააქტიურებისთვის მომხმარებელი ბანკომატში შეიყვანს SMS-ით მიღებული სესხის აქტივაციის ექვსნიშნა კოდს. ბანკომატში ოპერაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს დამატებით ეგზავნება SMS-ი სესხის გააქტიურების, ყოველთვიური გადახდის და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მითითებით.

"SMS სესხით" სარგებლობა შეუძლია იმ მომხმარებელს, ვისაც ხელფასი "საქართველოს ბანკში" ერიცხება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე აქვს ბანკის წინაშე მიმდინარე ვალდებულება, მაგრამ ხელფასი ჰყოფნის როგორც მიმდინარე, ისე ახალი ვალდებულების შესასრულებლად, "SMS სესხით" სარგებლობა მასაც შეეძლება.

"საქართველოს ბანკის" ახალი სასესხო პროდუქტით ისარგებლებენ ის პირები, ვისი ყოველთვიური ხელფასი აკმაყოფილებს სამომხმარებლო სესხით სარგებლობის პირობებს. აუცილებელი პირობაა, რომ ბანკში რეგისტრირებული იყოს მომხმარებლის აქტიური ტელეფონის ნომერი, რათა ბანკის მიერ გაგზავნილმა შეტყობინებამ მომხმარებლამდე მიაღწიოს.

ირაკლი გილაური ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი): "საქართველოს ბანკი" აგრძელებს ინოვაციური პროდუქტების სერიას და ძალიან განსხვავებულ სერვისს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ჩვენს სახელფასო პროგრამის ფარგლებში ჩართული ადამიანები SMS-ის მეშვეობით მიიღებენ შეტყობინებას სესხის დამტკიცების შესახებ და ბანკის ფილიალში მიუსვლელად შეძლებენ ბანკომატიდან მიიღონ სესხი. ეს ძალიან მოქნილი საბანკო პროდუქტია.

ვხედავდით რა, რომ მოთხოვნა სამომხმარებლო სესხებზე ჩვენი სახელფასო პროგრამის ფარგლებში ძალიან მაღალი იყო, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გაგვემარტივებინა სესხის აღების პირობები და მომხმარებლებს წინასწარ შევატყობინებთ SMS-ით, თუ რა ტიპის სესხი დაუმტკიცდათ და რა პირობებით. თავის მხრივ, კლიენტს ბანკში მიუსვლელად, ბანკომატის გამოყენებით შეუძლია მოირგოს სასესხო პირობები, იქნება ეს გადახდის გრაფიკი, ვადიანობა თუ სხვა. ამ ახალი სასესხო პროდუქტით სარგებლობა ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია. სამომავლოდ კი "საქართველოს ბანკი" თავის მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს."

"საქართველოს ბანკში" ამბობენ, რომ ახალი სასესხო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკის ბანკომატებს ახალი ფუნქციები დაემატება. "SMS სესხით" სარგებლობა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატში. აღსანიშნავია, რომ ამ ბანკს საქართველოში ყველაზე დიდი ბანკომატების ქსელი აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 400 ბანკომატს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სასესხო პროდუქტის ფარგლებში  ძალიან მარტივდება სესხის აღების პროცედურა.

R