"დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო კვლავ მიმზიდველი და მშვიდობიანი ტურისტული ბაზარია"
05-09-2019
"დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო კვლავ მიმზიდველი და მშვიდობიანი ტურისტული ბაზარია"
დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო კვლავ მიმზიდველი და მშვიდობიანი ტურისტული ბაზარია - განგაშის ზარი, თუ რა ხდება საქართველოში, ყველგან გაჩნდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ნათია თურნავამ გააკეთა.

თურნავას შეფასებით, ქვეყანა სანქციების შედეგად არა მხოლოდ რუსი ტურისტების მიმართულებით დაზარალდა, არამედ ტურისტულ სფეროში რეპუტაციას დიდი დარტყმა მიადგა.

“ჩვენ მოგვიხდა დამატებითი ძალისხმევა ყველა ტრიბუნიდან, რათა კვლავ დაგვემტკიცებინა მსოფლიოსათვის, რომ
არაფერი საქართველოში არ ხდება, გარდა იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები თავის არაკანონიერ დღის წესრიგს ახორციელებენ. ეს იყო მიზანი, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ანტიკრიზისული ტურისტული გეგმის განხორციელებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?