"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ლიდერის პოზიციებს იმყარებს - კვირის პალიტრა

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ლიდერის პოზიციებს იმყარებს

კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ინტენსიურად აფართოებს ავტოგასამართი სადგურების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლო დროს, ჩოხატაურის,

ქუთაისისა და ოზურგეთის შემდეგ, ახალი ევროსტანდარტებს მორგებული ავტოგასამართი სადგური ახლა უკვე ბათუმში გახსნა. ახალი სადგური კომპანიის დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა და ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ გახსნეს. არსებული მონაცემებით კომპანიას უკვე 56 ავტოგასამართი სადგური აქვს მთელ საქართველოში.

ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობბაზარზე 2006 წლის შემოდგომაზე შემოვიდა და მას შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების სექტორში ყველაზე მსხვილი გადამხდელის სტატუსით სარგებლობს. კომპანია სწრაფად ვითარდება, რაც  შესაბამისად მათი ავტოგასამართი სადგურების  რაოდენობის ზრდაშიც აისახება.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" უკვე ასობით ადამიანი დაასაქმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ყოველ ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე კომპანია დაახლოებით 20-მდე ადამიანს ასაქმებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კომპანიის მფლობელობაში მყოფი ყველა  ავტოგასამართი სადგური გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებითა და სტანდარტებით.

ყველა ავტოგასამართი სადგური სრულყოფილად პასუხობს ევრო-სტანდარტს და ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ავტოგასამართი სადგურები აღჭურვილია იაპონური ტექნიკით, რაც საწვავის ჩასხმის 100% სიზუსტის გარანტიას იძლევა. ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე მოქმედებს ავტოსამრეცხაოები, მარკეტები და კაფეები. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს სასურველი სერვისი და ისარგებლოს მრავალფეროვანი მომსახურებით.

"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დამსახურებულად დაასახელა საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიად.

თუ გავითვალისწინებთ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" განვითარების მასშტაბებს, კომპანია მომავალში კიდევ უფრო გააფართოებს ავტოგასამართი სადგურების ქსელს რეგიონებში და ბევრ სიახლეს შესთავაზებს თავის მომხმარებელს.

R