გაატარე "უნიქარდი", რას კარგავ? - კვირის პალიტრა

გაატარე "უნიქარდი", რას კარგავ?

აქტიური ადამიანის ყოველი დღე მრავალფეროვანი და დატვირთულია: სადღაც ხარ გასაქცევი და აუცილებლად უნდა მიაშურო ავტოგასამართ სადგურს საწვავის ჩასასხმელად, გზად მობილურითაც უნდა ისარგებლო და ყველა აუცილებელი ზარი განახორციელო, საღამოს კი სუპერმარკეტში უნდა შეიარო საყიდლებზე.

უქმეებიც სასიამოვნოდ დატვირთულია აქტიური ადამიანისთვის: შოპინგი და გარდერობის განახლება სახალისოც კი არის, მით უფრო მაშინ, როდესაც საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში უნდა ივახშმო, ან ჭიქა ყავაზე შეიარო კაფეში.

ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარ გარეგნობაზეც ზრუნავს, ამიტომ სილამაზის სალონებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების სტუმრობა მისთვის უცხო არ არის. ასეც რომ არ იყოს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ხომ ყოველი ჩვენგანი ზრუნავს.

ვისაც სიახლეები უყვარს, ალბათ ხშირად ცვლის სახლში ინტერიერს, რასაც თან სდევს სარემონტო სამუშაოები, ახალი ავეჯისა და აქსესუარების შეძენის აუცილებლობა. თუ ცხოვრების ასეთი რიტმი თქვენსას ძალიან ჰგავს, მაშინ ნუ გაუშევბთ შესაძლებლობას მიიღოთ ამ ცხოვრებისგან კიდევ უფრო მეტი სიამოვნება, რა თქმა უნდა, "უნიქარდის" მეშვეობით.

"უნიქარდს" დღეს უკვე 420 000-მდე მომხმარებელი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, გილოცავთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი გამოყენება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. ნუ დაგვეზარება ყოველ ჯერზე მისი საფულიდან ამოღება და ქულების დასაგროვებლად ტერმინალში გატარება.

ერთხელ მაინც რომ დაფიქრდეთ, რამდენი ქულა გაქვთ დაკარგული იმის გამო, რომ "უნიქარდი" სახლში დაგრჩათ, ან უბრალოდ საფულიდან მისი ამოღება დაგეზარათ და შესაბამისად, რამდენი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა გაუშვით ხელიდან, გული ნამდვილად დაგწყდებათ, რადგან "უნიქარდის ქულები", ეს არის: სატელეფონო სასაუბრო დრო, ბენზინის ტალონი, სამკაული, მობილური ტელეფონი, პრაღაში მოგზაურობა და ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმისა, რაზეც "უნიქარდზე" დაგროვილი ქულები იცვლება. ამიტომ, გაატარე "უნიქარდი", რას კარგავ!

"უნიქარდი" ერთადერთი უნიკალური ბარათია, რომლის გამოყენება შეიძლება ყოველთვის, როდესაც ყიდულობ და თითქმის ყველგან. ამიტომ "უნიქარდზე" ქულები ყველაზე სწრაფად გროვდება. ამიტომ, გამოიყენეთ "უნიქარდი" მაშინაც კი, როდესაც მარკეტში მხოლოდ პურის საყიდლად შეიარეთ. "უნიქარდზე" ქულების დაგროვება ახლა უკვე 1000-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი.

ვისაც არ ავიწყდება "უნიქარდის" ბარათის გამოყენება, უკვე 100 000-ზე მეტი საჩუქარი მიიღეს. "უნიქარდის" განახლებული კატალოგიდან ან ვებგვერდიდან www.unicard.ge 2000-ზე მეტი საჩუქრის არჩევაა შესაძლებელი. საჩუქრის მიღება კი შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე "უნიქარდის" ახლადგახსნილ სერვისცენტრში.

"უნიქარდი" ყოველ თვე, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმე, წამახალისებელ აქციას აწყობს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებთან ერთად. აქციის პერიოდში გაზრდილ ან გაორმაგებულ ქულებთან ერთად, "უნიქარდის ბარათის" მფლობელებს ფასდაკლების და საჩუქრების მიღებაც შეუძლიათ. მაგალითად, სექტემბერში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით IKKS ჯუნიორ-ის მაღაზიებში "უნიქარდის" მომხმარებელმა გაორმაგებული  ქულები და საჩუქრები მიიღეს.

ოქტომბერში ტანსაცმლის მაღაზია "ჯორდანოში" შოპინგზე მისულმა "უნიქარდის" მფლობელებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს და ბარათზე გაზრდილი ქულები დაერიცხათ. ნოემბერში კი ფრანგული ტანსაცმლის მაღაზია ჩოპ-ცოპინე-მ "უნიქარდის" მფლობელებს 30%-მდე ფასდაკლება, გაზრდილი ქულები და საჩუქრები დაახვედრა.

"უნიქარდი" და მისი პარტნიორები წამახალისებელ აქციებს მომავალშიც მრავლად გვპირდებიან, ამიტომ ნუ დაიზარებთ, გაატარეთ უნიქარდი, დააგროვეთ ქულები და აირჩიეთ საჩუქარი!

R