"ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრი?
"ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრი?
ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, როდის გამყარდება ეროვნული ვალუტა, კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, თუმცა ყველა პირობა არის იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს.

"ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი კარგა ხანია ტრიალებს 3-ის მიდამოში - 2.95-დან 3-მდე. ყველა წინაპირობა და მოცემულობა არის, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა.
ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია , მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"
ალექს
29 ნოემბერი 2019 15:03
იაპონიაშია სოციალისტური კაპიტალიზმი შვეციასავით,იმპერატორი ყავთ თან !
რა გგონიათ ახლა ,იაპონელ სოციალისტკაპიტალისტს პირი დაცემითაა აქვს გახეული ?
არა,საჭამმელად მისცა გამჩენმა ჩვენი კომუნისტ კომკავშირელ კაპიტალისტისავით ,მაგრამ მის მუშას მისი საწარმოს მოგების წილი აქვს აქციების სახით და საერთო ხეირი მის და სხვა მისნაირების მიერ მიერ გადახდილი გადასახადები ბუჯეტში რომ შედის იქა და აქა კიდევ იგივე კომკავშირლები რომ ითვისებენ !
ამიტომაა, რომ იაპონელი მუშა ისე არ წავა სამუშაოდან სახლში,რაიმე გამოგონება ,რაციონალიზაცია და ინოვაცია არ დაუტოვოს უფროსს წარმოების ეფექტურობის გასაზრდელად,აქ, ისე არ წავა ხელს რამე არ გააყოლოს საწარმოს დასაქცევად,ჩემმა, ბეტონის ღობეს საყრდენი გამოაცალა სახლში რომ მიდიოდა და შიგ მოყვა,ეს მაშინ,ადრე ხალხი რომ იყო ბნელი,ახლა თავად ვარ მუშა ,ჰოო იმას ვამბობდი,კონფუციმ თქვა თუ არ მოპარავ არავის,არც შენ მოგპარავენო და გაუქურდავი იქნებიო ,სულ მიკვირს ქართული იცოდა ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები