ახალი სავაჭრო ქსელი "ნუგეში" - სოციალურად ორიენტირებული კომერციული პროექტი - კვირის პალიტრა

ახალი სავაჭრო ქსელი "ნუგეში" - სოციალურად ორიენტირებული კომერციული პროექტი

დაზოგეთ მეტი

მალე თბილისის ყველა უბანში ახალი სავაჭრო ქსელი "ნუგეშის" ობიექტები გაიხსნება. ეს არის სოციალურად ორიენტირებული პროექტი, რომელიც სოციალური ბარათების მქონე პირებს მთელ რიგ შეღავათებსა და ბენეფიტებს ჰპირდება.

პირველ რიგში კი ეს იქნება ყველაზე დაბალი ფასები, რაც პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა სოციალური კატეგორიის ადამიანებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყოფას.

უკვე ცნობილია, რომ "ნუგეშის" სავაჭრო ობიექტებში 100-ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები გაიყიდება, და რაც მთავარია, 10-20%-ით უფრო იაფი ეღირება, ვიდრე მათი შეძენა სხვა სავაჭრო ობიექტებშია შესაძლებელი.

"ნუგეშის" ობიექტებში გაიყიდება როგორც ცნობილი ადგილობრივი მწარმოებლების, ისეთი როგორიც არის "კოლხი", "ბარამბო", "ეკოფუდი", მინისა და მინერალური წყლების კომპანია და სხვათა პროდუქტები, ასევე მაღალი ხარისხის იმპორტირებული პროდუქცია. ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომლებზეც საქართველოში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

პირველ ეტაპზე თბილისში "ნუგეშის" 80 სავაჭრო ობიექტი გაიხსნება. ეს იქნება თანამედროვე ტიპის სავაჭრო ობიექტი, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი, ერთიან მონაცემთა ბაზაში ჩართული კომპიუტერიზებული ელექტრონული სალარო-აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტროსასწორით და თერმული პრინტერით. "ნუგეშის" სავაჭრო ობიექტები განთავსდება თბილისის ყველა რაიონში და ადვილად მისადგომ ადგილებში, რაც მომხმარებელს შეუმცირებს დროის და ტრანსპორტირების დანახარჯს.

პროექტის თანახმად "ნუგეშის" მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ პენსიონერები, დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახები და ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართული. შესაბამისად, სავაჭრო ქსელში გადახდა Liberty Bank-ის სოციალური ბარათებით მოხდება. "ნუგეშის" ქსელში პლასტიკური ბარათით საქონლის შეძენისას, მყიდველისათვის საკომისიო 0%-ია, მომხმარებელს, ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ შეძენილი საქონლის ღირებულება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ნუგეშის" სავაჭრო ქსელში არ მოხდება ფასების დამრგვალება. მაგალითად, დეკემბრის ფასებით, 400-გრამიანი პური "ნუგეშის" სავაჭრო ქსელში 47 თეთრი ეღირება და მომხმარებელიც შენაძენის გაკეთებისას, ზუსტად 47 თეთრს გადაიხდის. უფრო სწორად კი, ეს თანხა მას სოციალური პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრება. ამ მიდგომით მომხმარებელი ხარჯებს დამატებით კიდევ 6-15%-ით დაზოგავს. "ნუგეშის" ქსელში მოხდება პროდუქციის ხარისხის, ვადების და ზუსტი წონის მკაცრი კონტროლი.

მომხმარებელზე ზრუნვის და მასთან გამარტივებული კომუნიკაციის მიზნით, უკვე მუშაობს "ნუგეშის" ცხელი ხაზი - 49-21-21, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და მიიღოს სრული ინფორმაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის, მისი ფასებისა და ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.

კომპანია "ნუგეშის" წარმომადგენლების განმარტებით, ეს არის კომერციული პროექტი სოციალური დატვირთვით და ჩვენს ქვეყანაში ამ ქსელის პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი ერთ მილიონს აჭარბებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური ბენეფიციარების ხარჯების დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებსა და საკვებ პროდუქტებზე მოდის, "ნუგეშის" შეთავაზება მათთვის დიდი შეღავათი იქნება.

საგულისხმოა ისიც, რომ პროექტს არ აქვს ერთჯერადი აქციის სახე და იგეგმება მისი გაგრძელება და განვითარება. ახალი სოციალურად ორიენტირებული კომერციული პროექტის კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მისი წყალობით თბილისში დამატებით კიდევ 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ვაკანტურ ადგილებზე კადრების ნაწილის შერჩევა მერიის დასაქმების პროგრამით მოხდება.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ "ნუგეშის" სავაჭრო ობიექტებში არ მოხდება ანგარიშსწორება ნაღდი ფულით და გადახდა მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" სოციალური პლასტიკური ბარათით იწარმოებს. ეს კი მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს დანახარჯების ზუსტი კონტროლი, ხოლო ბიზნესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

უკვე ცნობილია სავაჭრო ქსელ "ნუგეშის" დეკემბრის ფასები მთელ რიგ პროდუქტებზე. მაგალითად, 500-გრამიანი მაწონი 1,05 ლარი ეღირება, კვერცხის ფასი 22 თეთრი იქნება, 200-გრამიანი ხაჭო 1,35 ლარი, არაჟანი 1,02 ლარი, ერთი ბოთლი ზეთი 3,32 ლარი, ხოლო ერთი ლიტრი ბორჯომი 1,04 ლარი ეღირება.

სოციალური პროექტის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები, სადაც მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია "ნუგეშის" ქსელში წარმოდგენილი პროდუქციისა და ფასების შესახებ.

დავით ჟღენტი, პროექტის ხელმძღვანელი: "მოხარული ვართ, რომ ჩვენი და ჩვენი ბიზნესპარტნიორების, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ პროექტის წამოწყება. გარდა იმ ფაქტისა, რომ "ნუგეშში" გაიყიდება უმაღლესი ხარისხის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, 10-20%-ით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს თანამედროვე საბარათე გადახდის სისტემით აღჭურვილი ობიექტები განთავსდება თბილისის ყველა უბანში, რაც კიდევ დამატებითი დანაზოგი იქნება, როგორც დროის ისე თანხების თვალსაზრისით სოციალური ბარათების მქონე პირებისთვის.

"ნუგეშის" სავაჭრო ობიექტები იმუშავებენ დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე.

თბილისის მერიის დახმარებით, სავაჭრო ობიექტები განთავსდა ისეთ ადგილებში,  რომელიც განსაკუთრებით ადვილად მისადგომია სოციალურად დაუცველი პირებისათვის.

კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, რომ ფასები პროდუქციაზე არ შეიცვალოს ზრდის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ 2010 წელს საბირჟო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია იყო, ამიტომ თუ მსგავსი რამ არ მოხდა, არსებულ ფასებს შევინარჩუნებთ.

ჩვენი ბიზნესი გათვლილია გაყიდვების მოცულობაზე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროდუქციის რეალიზებაა მინიმალური ფასნამატით მოხდეს. ამიტომ, სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით, მომხმარებელს პროდუქტებს  გაცილებით იაფად შევთავაზებთ."

R