ენერგოეფექტურობის სესხები "საქართველოს ბანკისგან" - კვირის პალიტრა

ენერგოეფექტურობის სესხები "საქართველოს ბანკისგან"

სარფიანი შეთავაზება ფიზიკური პირებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის

"საქართველოს ბანკმა" ენერგოეფექტურობის სესხების - ენერგოკრედიტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული კრედიტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის სესხს ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია. გარდა იმისა, რომ ენერგოკრედიტი საშუალებას აძლევს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს გამოიყენონ ენერგიის დამზოგველი, თანამედროვე გადაწყვეტილებები და ამით მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგიის მოხმარების ხარჯი და შესაბამისად მეტი პროდუქცია აწარმოონ, რაც მათი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს სესხებს ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს. სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური 10%-დან განისაზღვრება, მოცულობა - 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე, ვადა კი 12-60 თვე.

ენერგოკრედიტით სარგებლობისას, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ ენერგოაუდიტი და საერთაშორისო კვალიფიციური ექსპერტების კონსულტაცია მიიღონ.

ენერგოკრედიტის მიღება კომპანიებს შემდეგი მიზნობრიობით შეუძლიათ: ბოილერების რეაბილიტაცია-გამოცვლა; ახალი და კომბინირებული გამაგრილებლების დამონტაჟება; ენერგიის მართვის, დისტრიბუციის დაზოგვისა და აღრიცხვის სისტემების რეაბილიტაცია-დამონტაჟება; ორთქლის განაწილების სისტემების რეაბილიტაცია;

თბოენერგიის ხელახალი გამოყენება; სითბოს და ელექტროენერგიის გენერირებისთვის ბიომასისა და მზის ენერგიის გამოყენებადი სისტემების მონტაჟი-რეაბილიტაცია; ქარის ელექტრომეურნეობების შექმნა-რეაბილიტაცია; მცირე ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია; გაზისა და დიზელის ძრავების გამოყენებით დანადგარების შეძენა, არსებულის რეაბილიტაცია; გეოთერმული გათბობის ტუმბოების დამონტაჟება-რეაბილიტაცია.

ფიზიკურ პირებს კი შეუძლიათ ისარგებლონ სამომხმარებლო ენერგოკრედიტით სახლის გასათბობად ან ზოგადად საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ენერგოკრედიტი მომხარებელს დაეხმარება შეიძინოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ საყოფაცხოვრებო პირობებს და ამით ყველანაირ ენერგოხარჯს შეუმცირებენ. ენერგოკრედიტით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: ენერგოეფექტური ფანჯრები ორმაგი შემინვით, შენობების გაუმჯობესებული თბოიზოლაცია - კედლების, იატაკის, სახურავის;

ბოილერები და კონდენსატორული ბიოლერები; განახლებული ენერგიის მოწყობილობები - მზის თერმული სისტემები, მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები, ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისთვის და სხვა.

სამომხმარებლო სესხი გაიცემა ხელსაყრელი პირობებით, საპროცენტო განაკვეთით 14%-დან. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დაიბრუნოს სესხის ძირითადი თანხის 15%. ეს არის სუბსიდია, რომელსაც კომპანია BP და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორი კომპანიები აფინანსებენ. სუბსიდიის მიღება შესაძლებელია სესხის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ოთხ თვეში.

ენერგოკრედიტის მისაღებად კი მომხმარებელმა ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში შერჩეული მომწოდებლისგან უნდა აირჩიოს სასურველი პროდუქტი და "საქართველოს ბანკში" წარადგინოს. ამის შემდეგ კლიენტი ბანკში შეავსებს განაცხადს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ვადით 36 თვე, ასევე დოლარში, ვადით 120 თვემდე. სესხის მაქსიმალური მოცულობა 50.000 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო თანამონაწილეობა არ მოითხოვება.

არჩილ გაჩეჩილაძე ("საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი): "ეს საკმაოდ სასიამოვნო ცნობაა, "საქართველოს ბანკმა", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, კომპანია BP-ისა და სხვა პარტნიორებთან ერთად წამოვიწყეთ პროგრამა და დავიწყეთ ენერგოეფექტურობის კრედიტის გაცემა. ეს სესხი გამიზნულია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ფიზიკური პირი გარდა იმისა, რომ ამ კრედიტით მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგოხარჯებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კრედიტის 15%-საც დაიბრუნებს. ეს პროდუქტი ცივი ზამთრის მოლოდინში მეტად ხელსაყრელია.

ენერგოკრედიტი ბევრ შეღავათს პირდება იურიდიულ პირებსაც, რაც პირველ რიგში, გამოიხატება უპრეცედენტოდ დაბალ საპროცენტო განაკვეთში - 10%-დან. ამ სესხის მთავარი მიზანი ის არის, რომ კომპანიებმა, მწარმოებლებმა მაქსიმალურად დაზოგონ მათი ენერგოდანახარჯები."

ირაკლი მექვაბიშვილი (EBღD-ის წარმომადგენელი): "მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ამ მიმართულებით 2007 წლიდან მუშაობს და ჯამში ამ მიზნებისთვის გამოყოფილია 35 მილიონი დოლარი საკრედიტო რესურსი.

"საქართველოს ბანკი" 10 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსის ფარგლებში ჩაერთო ამ პროგრამაში, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: იურიდიული პირების დაფინანსება, განახლებადი ენერგიის დაფინანსება და ფიზიკური პირების დაფინანსება. ეს პროდუქტი საკმაოდ საინტერესოდ არის შეთავაზებული ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის როგორც თვისებრივად, ისე მარკეტინგის თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ ენერგოკრედიტზე დიდი მოთხოვნა იქნება."

გია ღვალაძე (კომპანია BP-ის წარმომადგენელი): "ენერგოეფექტურობის თემა აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენს დროში და არც საქართველოა გამონაკლისი. 2009 წლიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება. მათ შორის "ენერგოავტობუსი", რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს და მისი მიზანია, რომ მოსახლეობაში გაზარდოს ცოდნა ენერგოეფექტურობის შესახებ:

რა სახის მოწყობილობები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ახლა კი, "საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით შესაძლებელი გახდა, რომ ინფორმირების გარდა, ენერგოდამზოგავი გადაწყვეტები პრაქტიკაშიც დაინერგოს."

R