მეგზური ბანკებთან ურთიერთობისას - კვირის პალიტრა

მეგზური ბანკებთან ურთიერთობისას

"პროკრედიტ ბანკის" კამპანია, რომელიც კლიენტზე ზრუნვით არის ნაკარნახევი

დღეს ადამიანი არ მეგულება, ვისაც რამე ურთიერთობა არ აქვს რომელიმე ბანკთან: ზოგს კრედიტი აქვს აღებული, ზოგს ანაბარი აქვს გახსნილი და ზოგსაც სახელფასო ანგარიში. მიუხედავად ამისა, ბანკის ბევრი მომხმარებელი არ ფლობს სრულყოფილ, დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ საბანკო პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.

ჩვენი ცოდნა, საბანკო პროდუქტებისა და სერვისის შესახებ, ხშირად სარეკლამო რგოლებით ან საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრებით შემოიფარგლება, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დეტალური ინფორაცია გვქონდეს ბანკის მიერ შემოთავაზებული სერვისის შესახებ და შესაბამისად, დაცულად ვიგრძნოთ თავი.

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ ბანკებს შორის ამ მიმართულებით გამოირჩევა. კლიენტზე ზრუნვის პოლიტიკიდან გამომდინარე, ბანკმა სრულიად ახალი, "გამჭვირვალობის" კამპანია წამოიწყო. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გამოიცა ბროშურა "რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ", რომელიც ცოტა ხნის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გავრცელდა. "პროკრედიტ ბანკის" მიზანია მოსახლეობის ცოდნის ამაღლება ზოგადად საბანკო მომსახურებასა და კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ. ხოლო რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება კლიენტს მის მიერ შერჩეული ბანკის, მისი სერვისისა და პროდუქტების შესახებ, მით უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ალბათ ხშირად უთქვამთ თქვენთვის: ვიდრე ბანკთან რამე დოკუმენტს გააფორმებთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებსო. ზოგჯერ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსების აღმოჩენა ხელშეკრულების რამდენჯერმე გადაკითხვის შემთხვევაშიც ჭირს, ამიტომ კლიენტმა პირველ რიგში უნდა იცოდეს, რა მნიშვნელოვან ასპექტებს მიაქციოს ყურადღება ხელშეკრულების წაკითხვისას. სწორედ ამაში დაგეხმარებათ "პროკრედიტ ბანკის" საინფორმაციო ბროშურა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

როგორ ვიქცევით, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ბანკზე ვაჩერებთ ჩვენს არჩევანს? ალბათ, ყველაზე ხშირად ახლობლების, მეგობრების რჩევას ვითვალისწინებთ ან ბანკის სტაბილურობას აქტიური სარეკლამო კამპანიით განვსაზღვრავთ. არადა, ბანკის სანდოობა სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება. ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალი, ლიკვიდურობა და მომგებიანობა - ეს ერთი შეხედვით რთული ტერმინები "პროკრედიტ ბანკის" საინფორმაციო ბროშურაში ისეა განმარტებული, რომ ბევრი ფიქრიც არ გჭირდება იმისათვის, რომ შენი რჩეული ბანკის სანდოობა შეაფასო.

აქვე შესაძლებელია გაიგოთ მეტი სესხების, ანაბრების, საკრედიტო მონაცემთა ბაზის შესახებ და სესხზე პროცენტის დარიცხვის მეთოდსაც გაეცნოთ. და ეს ყველაფერი ყველასათვის გასაგებად, მარტივი ენით არის გადმოცემული. ბროშურა ფაქტობრივად მეგზურია მომხმარებლებისთვის ბანკებთან ურთიერთობისას.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორი დინამიკურად ვითარდებოდა. ბაზარზე ჩნდებოდა ახალი ბანკები, საბანკო პროდუქტები, მომსახურება. მოსახლეობის ფინანსური განათლების ზრდა კი ბანკების განვითარების ადეკვატური არ ყოფილა, ამიტომ საჭიროა ვინმემ იზრუნოს საზოგადოების ცოდნის ამაღლებაზე და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.

შესაძლოა იცოდეთ, რა სახის ანაბარს გთავაზობთ ბანკი, მაგრამ სწორად ვერ განსაზღვროთ როგორ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ანაბარი. სწორედ ამას ისახავს მიზნად "პროკრედიტ ბანკის" გამჭვირვალობის კამპანია, რომ ყველა მსურველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. ან, მაგალითად, სესხის მიღება გსურთ, მაგრამ არ იცით, რა სახის ხარჯებთან არის დაკავშირებული სესხის აღება და ა.შ.

KvirisPalitra.Ge"პროკრედიტ ბანკის" "გამჭვირვალობის კამპანია" ორი თვე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ბროშურების დარიგების გარდა (რომლის მიღებაც ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი), ბანკის ფილიალებში კლიენტებისთვის მოეწყობა საინფორმაციო საღამოები, საქართველოს უნივერსიტეტებში კი სტუდენტებს ამ საკითხებთან დაკავშირებით სემინარებს წაუკითხავენ.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხის მისაღებად მიმართოს "პროკრედიტ ბანკის" თანამშრომლებს და ამომწურავი და რაც მთავარია, კომპეტენტური ინფორმაცია მიიღოს. "პროკრედიტ ბანკის" საინფორმაციო ბროშურის დახმარებით გაიგებთ, როგორ დასვათ სწორი კითხვა საკრედიტო ოფიცერთან ურთიერთობისას, რაც საწინდარია იმისა, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საბანკო პროდუქტი და არ დაზარალდეთ.

მაია მერედოვა, ("პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი): "პროკრედიტ ბანკი ყოველთვის მისდევდა მომხმარებლებთან ურთიერთობი-სას"გამჭვირვალობის" პრაქტიკას. სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო საქმიანობა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება "პროკრედიტ ბანკის" მთავარი ორიენტირია, ამიტომ საბანკო მომსახურების გამჭვირვალედ და კლიენტებისთვის გასაგებად გაწევის მნიშვნელობა კარგად გვესმის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბანკებისა და საბანკო მომსახურების შესახებ საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან ინფორმირებული მოსახლეობა უფრო მეტი ყურადღებით აირჩევს ბანკსა და საბანკო მომსახურებას, რომელიც მას რეალურად სჭირდება. ეს კი ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა."

R