"კასტელი საქართველო" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! - კვირის პალიტრა

"კასტელი საქართველო" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ლუდი "ზეკარი" - წარმატებული ახალი ბრენდი 2010 წელს!

22 დეკემბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც "ქართული ბრენდის დღეს" უწოდებენ, თბილისში უკვე მერვედ ჩატარდა. ამ პოპულარული პროექტის დამფუძნებელი და ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" გახლავთ.

იმ დღეს, "შერატონ მეტეხი პალასში" დამსწრეთა საყოველთაო ყურადღება მიიქცია კომპანია "კასტელი საქართველოს" მიერ გამოშვებულმა ახალმა პროდუქტმა, რომელსაც ლუდის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ. ლუდი "ზეკარი", - ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ეს უგემრიელესი სასმელი, ალბათ არ გაუკვირდება, რომ 22 დეკემბერს, ნომინაციაში - "წარმატებული ახალი ბრენდი", გამარჯვებულად სწორედ "ზეკარი" დასახელდა. უფრო ამომწურავად ამის შესახებ "შერატონ მეტეხი პალასში" გამართული ღონისძიების ორგანიზატორები და "კასტელი საქართველოს" ხელმძღვანელები მოგვითხრობენ:

მანანა გეგიძე - სააგენტო "პროფილის" გენერალური დირექტორი:

- ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ კარგად იცის, რომ "ქართული ბრენდის დღე" 2003 წლიდან იმართება და მასში ყველაზე ცნობილი, პოპულარული ბრენდები იღებენ მონაწილეობას. წელს 35 გამარჯვებული გვყავს. მათ შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განსხვავებულ ნომინაციებში გაიმარჯვეს.

გამორჩეული პროდუქტი შემოგვთავაზა კომპანია "კასტელი საქართველომ" - ეს არის ლუდი "ზეკარი", რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში - "წარმატებული ახალი ბრენდი". გულწრფელად ვამბობ, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომელმაც დამსახურებული ჯილდო მიიღო. "ზეკარი" ხარისხიანი და საოცრად გემრიელი ლუდია. უკვე დავაგემოვნე და ძალიან მომწონს!

დავით ნიჟარაძე - კომპანია "კასტელი საქართველოს" ქალაქ თბილისის დისტრიბუციის ხელმძღვანელი:

- "ზეკარი" სულ ახალი პროდუქტია, რომელიც ჩვენს კომპანიაში წელს, ზაფხულში შეიქმნა. მის წარმატებას თავიდანვე ველოდით, რადგან "ზეკარი" ზუსტად იმ სეგმენტში ჩაჯდა, რომელიც წინასწარ გათვლილი და გათვალისწინებული გვქონდა. ამ ახალი ბრენდის წარმატებაში მონაწილეობა ჩვენთან ერთად ბევრმა ადამიანმა მიიღო, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით. მინდა აღვნიშნო, რომ 2010 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი კომპანიისათვის - გაყიდვების მოცულობის თითქმის 80-პროცენტიანი მატება გვქონდა. ბუნებრივია, ამ წარმატებაში თავისი წვლილი "ზეკარმაც" შეიტანა.

ეს აბსოლუტურად ქართული, ტრადიციული პროდუქტია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ალაოთი იქმნება. "ზეკარი" იხარშება ლუდის  წარმოების ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით და ეს პროცესი ეფუძნება ლუდის დამზადების იმ კულტურას, რომელიც საქართველოში ოდითგანვე მაღალ დონეზე იდგა. სახელი "ზეკარი" ლუდისათვის შემთხვევით არ დაგვირქმევია, იმერეთში არის ულამაზესი ხეობა, რომელსაც ზეკარი ჰქვია. საყურადღებოა ლუდის ფასიც - 0,5 ლ "ზეკარი" დაახლოებით 1,55-1,60 ლარი ღირს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველასათვის მისაღები ფასია, ყოველ შემთხვევაში, "ზეკარი" სხვა ქართულ ლუდებთან შედარებით ძვირი ნამდვილად არ არის. მისი ღირსებები კი მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს და შეაფასოს.

KvirisPalitra.Geირინა კაჭარავა - სარეკლამო კომპანია "მაგისტილის" არტდირექტორი:

- "კასტელი საქართველო" ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული და მასშტაბური კორპორატიული დამკვეთია. "მაგისტილმა" დიდი როლი შეასრულა იმ ბრენდის შექმნაში, რომელსაც დღეს "ზეკარის" სახელით ვიცნობთ. ჩვენ მონაწილეობას ვღებულობდით მისი სახელისა და ვიზუალური მხარის შერჩევაში, სარეკლამო კამპანიაში, ჩვენი კომპანიის შემუშავებულია გარე რეკლამა. რაც მთავარია, სატელევიზიო კლიპი, რომლის იდეა და სცენარი "კასტელი საქართველოსთან" ერთად შემუშავდა, ჩვენ გვეკუთვნის. მიხარია, რომ "კასტელი საქართველო" წელს სერიოზული განაცხადით წარდგა ქართულ ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ამ კომპანიას ყოველგვარი შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს და ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ვამაყობთ, რომ "ზეკარი" არის ქართული, ეროვნული პროდუქტი, ამიტომ, როდესაც მის რეკლამაზე ვმუშაობდით, აქცენტი მთლიანად გადავიტანეთ ეროვნულ მოტივებზე. რაც შეეხება "ზეკარის" ვიზუალურ მხარეს, ის ძალიან თანამედროვეა. თანამედროვეა ეტიკეტის სტილისტიკაც და სლოგანიც.

არჩილ პატარიძე - კომპანია "კასტელი საქართველოს" კომერციული დირექტორი:

- ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ "ზეკარი" გაიმარჯვებს და გაუძლებს სერიოზულ კონკურენციას, რომელიც დღეს ამ ბაზარზეა. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ შეგვექმნა ახალი, ქართული, ეროვნული ბრენდი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს და შეიყვაროს. სხვათა შორის, "ზეკარის" გამოსვლისთანავე წარმოუდგენლად კარგი შედეგი მივიღეთ.

სიმართლე გითხრათ, ამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვსიამოვნებს, რომ სიახლის მიუხედავად, მოთხოვნა ამ ბრენდზე საკმაოდ მაღალია. დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო სარეკლამო კომპანია "მაგისტილს" და პირადად ირინა კაჭარავას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა "ზეკარის" შექმნასა და იმ გამარჯვებაში, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზია, რომ ჩვენი პროდუქტი ნომინაცია "წარმატებული ქართული ბრენდის" გამარჯვებულია. ეს დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს და ამავე დროს, საოცარი სტიმულია ჩვენი მომავალი საქმიანობისათვის.

R