მარტის დანაკარგები - "ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც იქნება დაპაუზებული ან დაკარგული გარკვეული დროით"
მარტის დანაკარგები - "ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც იქნება დაპაუზებული ან დაკარგული გარკვეული დროით"
ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული გამოწვევებისა და დანაკარგების შესახებ პოსტს, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია აქვეყნებს.

როგორც ის საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" წერს, ზუსტი მონაცემები ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა დაახლოებითი პროგნოზი ასეთია:

"ზუსტი მონაცემები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ გარკვეული "ჯადოქრობის" შედეგად შემიძლია სამწუხაროდ მოგახსენოთ, რომ:

- 2020 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას საორიენტაციოდ - 1.3 - 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება,
რაც მთლიანი გამოშვების დაახლოებით 1/4-ს შეადგენს. მხოლოდ ტურიზმის დანაკარგი დაახლოებით 800-900 მილიონი ლარი იქნება.

- გამოშვების გარკვეული ნამატი ექნება ჯანდაცვას, დაზღვევას, საცალო ვაჭრობას და სხვა რამდენიმე მიმართულებით, რაც ჯამში საორიენტაციოდ 300-500 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

- მიუღებელი შემოსავლები ბიუჯეტში რამდენიმე ასეული მინილიონი ლარის ტოლი იქნება,
საორიენტაციოდ 15-25 პროცენტი + გაზრდილი ხარჯები.

- ამ ყველაფერს ემატება დანაკარგები ფულადი გზავნილებსა და უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც აგრეთვე ასეულობით მილიონ ლარში იქნება გამოსახული.

- თუ სიტუაცია არ მოგვარდა, კიდევ უფრო დიდი იქნება დარტყმა აპრილში და ის საორიენტაციოდ 2 მილიარდ ლარსაც გადააჭარბებს.

- ყველაფერი რაც ზემოთ წერია, ავტომატურად ითარგმნება ათეულობით ათას სამუშაო ადგილში, რომელიც იქნება ან დაპაუზებული ან დაკარგული გარკვეული დროით.

მოდით ყველანი ერთად გავუფრთხილდეთ ამ ტანჯულ ქვეყანას, დავიცვათ წესები და გადავიტანოთ გამოწვევეა ღირსეულად, დავეხმაროთ ვისაც შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ. დრო ნამდვილად მძიმეა!

მარტის ეკონომიკური ზრდა საორიენტაციოდ მაინც დადებითი იქნება, თუმცა მეეჭვება 1-2%-ს გადააჭარბოს",- წერს ჭარაია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები