იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობისას ფუნქციონირება არ ეზღუდება
იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობისას ფუნქციონირება არ ეზღუდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის №222 დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა ეკონომიკურ საქმიანობებთან ერთად, ასევე დაშვებული იქნება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს დაემატა მომეტებული
ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტიც.

ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები: 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია, 2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 3. სამოქალაქო მშენებლობა
(მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); 7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); 8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; 11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა); 15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 16. Iთ და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად); 18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები; 20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); 21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; 22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად); 24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 32. ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად). 34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები