"როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები"
"როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები"
როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის, საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მუხლში 60%-იანი ეკონომია გაკეთდა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სწრაფად დამტკიცდება ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ასახავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც ჩვენი ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. ძირითადი
აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების დახმარებაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე. თქვენ ხედავთ რა მასშტაბის რესურსის მობილიზება შევძელით ჩვენ ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები იყოს სრულად დაფინანსებული. საუბარია 5 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე. ასევე კითხვები იყო ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეკონომია გაკეთდა უდიდესი, 600
მილიონი ლარის და მეტის. მათ შორის, თუნდაც შრომის ანაზღაურების მუხლში. 60% საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია იმიტომ, რომ როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, მაგრამ ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე ყველაფერი სწორად და ოპერატიულად დაგვეფინანსებინა და აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად იქნა გარე დაფინანსებაც მობილიზებული და ესეც არის ასახული ბიუჯეტში", - განაცხადა თურნავამ.


ალექს
04 ივლისი 2020 06:11
ჩვენი ეკონომიკა , ზომით, ერთი დიდი სოფლის ეკონომიკაა, აი , მთავრობა კი, ზომით, ერთი დიდი ქვეყნისა !
ჰაჰაჰა
10 ივნისი 2020 19:30
დაგვცინიან კიდევაც, მაგრამ რაც დავიმსახურეთ სწორედ ის მივიღეთ
...
10 ივნისი 2020 18:01
ნამეტანი არ მოგვივიდეს ქმარის Შემოჭერა ტანწერწეტა გახდები

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები