ბანკ "რესპუბლიკისა" და "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ერთობლივი აქცია დაიწყო - კვირის პალიტრა

ბანკ "რესპუბლიკისა" და "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ერთობლივი აქცია დაიწყო

2011 წლის თებერვლიდან ბანკი "რესპუბლიკა", "ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან" ერთად მომხმარებელს ახალ საინტერესო აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, რომელიც 1 აპრილამდე გაგრძელდება, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ "ჰუნდაის" მარკის ახალი ავტომობილები შეღავათიანი პირობებით შეიძინონ პირდაპირ ავტოსალონიდან.

სესხის პირობები და მისი გაცემის პროცედურაც მომხმარებლისათვის ძალიან კომფორტულია. სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 5 წელს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 0%-დან იწყება. როგორც ბანკის მენეჯმენტი აღნიშნავს, 0%-იანი განაკვეთით მომხმარებელი რეალურად ისარგებლებს, თუ იგი თანამონაწილეობის თანხასა და სესხის ვადას სწორად შეარჩევს, რაც შესაძლებელია, მაგალითად, 40%-იანი თანამონაწილეობით, 12-თვიანი ვადით განვადების შემთხვევაში. თუმცა, ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში, 1-წლიან განვადებაზე მაქისმალური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 4%-ს, 2-წლიანზე - 9%-ს, ხოლო გრძელვადიანზე - მაქსიმუმ 12%-ს მიაღწევს.

აქციაში ჩართულები არიან ბანკის პარტნიორი კომპანიები: სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი", რომელიც აქციის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას ავტომობილის სადაზღვევო პაკეტზე. გარდა ამისა, სავაჭრო ქსელები: "ევროტექნიქსი", "სმაილი" და "მაგელანი" მომხმარებლებს ფასდაკლების ბარათებს შესთავაზებენ.

გიგა  სულაძე (ბანკ "რესპუბლიკის" სტრატეგიული მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების სამსახურის უფროსი): "ჩვენს შეთავაზებას ამჟამად ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ამ პერიოდისთვის "ჰიუნდაის" ცენტრში ასეთი საპროცენტო განაკვეთით სხვა ბანკები არ ოპერირებენ. ეს არის ავტოსესხებზე ყველაზე დაბალი განაკვეთი ბაზარზე. სესხის აღების ერთადერთი კრიტერიუმი არის მომხმარებლის შემოსავალი. ვისაც სურს, რომ მიიღოს უპრეცედენტოდ შეღავათიანი განაკვეთი, ახლავე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ის საპროცენტო განაკვეთი, რაც ამ აქციის პერიოდში მომხმარებელს ხელშეკრულებაში დაუფიქსირდება, სესხის დაფარვის ბოლომდე შენარჩუნდება. მისი შეცვლა აღარ მოხდება. ასეთი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია, სესხის დაფარვის პერიოდში პროცენტი არასდროს გაზრდილა.

ჩვენ ავტობაზარზე არსებული მდგომარეობაც შევისწავლეთ. ანალიზმა აჩვენა, რომ საკმაოდ გაზრდილია ინტერესი ავტობაზარზე, ბოლო პერიოდში მოიმატა ავტომობილების შეძენის მსურველთა რიცხვმაც. რაც იმან განაპირობა, რომ ფასები ავტობაზარზე დასტაბილურდა. მოსახლეობაც დარწმუნებულია, რომ ფასების ვარდნა არ მოხდება და მის მიერ ძვირადღირებული ნივთის შეძენა არის სწორი და დროული. ასევე შევისწავლეთ ბანკის უკვე არსებული მსესხებლების მოთხოვნები, რამაც აჩვენა, რომ ყველაზე დიდი იყო მოთხოვნა მოკლევადიან, 1 -წლამდე ვადის სესხებზე, 40%-იანი თანამონაწილეობით. სწორედ ამ პირობაზეა მორგებული ჩვენი 0%-იანი განვადებაც. გაყიდვების 40% ამ სეგმენტზე მოდის.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩვენი აქცია იპოთეკურ, ავტო და სამომხმარებლო სესხებზე, რომელიც უპრეცედენტო იყო საბანკო ბაზარზე, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ვიმედოვნებთ, რომ ავტოსესხების ახალი აქციაც ასევე წარმატებული იქნება".

ლაშა  ნიკოლაძე ("იმედი ელის" გენერალური დირექტორის მოადგილე): "პოსტკრიზისული პერიოდისთვის დამახასიათებელი და სწორი სტრატეგიაა ის, რაც ბანკმა "რესპუბლიკამ" აირჩია. კერძოდ, ეს არის მრავალი სხვადასხვა ტიპის აქციები და ფასდაკლებები. ჩვენ, როგორც ბანკ "რესპუბლიკის" ერთგული პარტნიორი, ყოველთვის მხარში ვუდგევართ ასეთ წამოწყებებს და ვვარაუდობთ, რომ ახლა ის პერიოდია, როცა ყველამ ერთად, ბანკმაც, სადაზღვევო კომპანიამაც და დისტრიბუტორმაც ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს მინიმალურ ფასად. პირველი წლის განმავლობაში დაზღვევა ჯდება 4,4%, რაც არის ყველაზე დაბალი განაკვეთი. დაფარვა არის სრული, ფარავს ყველა სახის ზარალს, რაც შეიძლება დაემართოს ავტომობილს. ჩვენი პროდუქტი ამ ფასად ანალოგის გარეშეა ბაზარზე. ამ აქციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და არაერთხელ გახდებით მსგავსი აქციების მოწმეები".

მიხეილ  გაბრიჩიძე ("ჰიუნდაი ავტო საქართველო"): "მომხმარებელს, პირველ რიგში შევთავაზებთ "ჰიუნდაი სანტაფეს", რომელიც არის საშუალო კლასის ორთქმავალი ავტომანქანა. აგრეთვე შევთავაზებთ "ჰიუნდაი სონატას". რომელიც არის ბიზნეს-კლასის სედანი. ჩვენგან მომხმარებელი ამ მოდელებზე მიიღებს 5%-იან ფასდაკლებას. ამას დაემატება ბანკი "რესპუბლიკის" შეღავათიანი სესხიც. შარშანდელი შედეგები შევაჯამეთ, რამაც გვიჩვენა, რომ გაყიდვები წინა წელთან შედარებით 70%-ითაა გაზრდილი. 2010 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში თვეში 80 ერთეულის მაჩვენებელზე გავედით. ველოდებით, რომ წელს ამ აქციის დახმარებით გაყიდვები 70%-ით გაგვეზრდება".

ბანკი "რესპუბლიკის" ხელმძღვანელობა მომხმარებელს დაჰპირდა, რომ წლის განმავლობაში კიდევ მრავალ საინტერესო და ხელსაყრელ აქციას შესთავაზებს.

ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში საცალო და ფინანსურ მომსახურებაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. ბანკში ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ის თავის მომხმარებელს 49 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება. 2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა", რომელიც ევროს მოქმედების ზონაში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო საფინანსო ჯგუფია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბანკ "რესპუბლიკის" საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს. 2009 წელს "სოსიეტე ჟენერალმა" წილი 80%-მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალი" 1864 წელს დაფუძნდა და კაპიტალის მაჩვენებლის მიხედვით მე-7 უმსხვილეს ფრანგულ კომპანიას წარმოადგენს. ბანკი მსოფლიოს 82 ქვეყანაში ფუნქციონირებს და 163 ათას თანამშრომელს აერთიანებს.

R