"კოდას" საფირმო მაღაზიებში მომხმარებელს ბევრი სიახლე და ხელსაყრელი ფასები ელის - კვირის პალიტრა

"კოდას" საფირმო მაღაზიებში მომხმარებელს ბევრი სიახლე და ხელსაყრელი ფასები ელის

თბილისის გარდა, "კოდას" მარკეტები საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნება

რამდენიმე თვეა, რაც თბილისში კომპანია "კოდას" საფირმო მაღაზიები გამოჩნდა. კვერცხი, ქათმის ნედლი თუ გაყინული ხორცპროდუქტები მაღაზიის დახლებზე ძალიან ხელსაყრელ ფასად იყიდება და რაც მთავარია, ყველა ეს პროდუქცია საწარმოდან დახლზე უმოკლეს დროში ხვდება. შესაბამისად, მომხმარებელი ყოველთვის გარანტირებულად ახალ პროდუქციას ყიდულობს და კმაყოფილებას იმით გამოხატავს, რომ არჩევანს "კოდას" სასარგებლოდ აკეთებს.

შპს "პოულტრი ჯორჯია"  - "კოდა",  ყოფილი თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის ბაზაზე შვიდი წლის წინ დაარსდა. იმ დროს საწარმო მთლიანად განადგურებული იყო, ამიტომ "კოდას" თავკაცებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საწარმოს ასამუშავებლად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედოთ. საწარმომ ახალი ტექნოლოგიებით და ახალი სიმძლავრით დაიწყო მუშაობა, მისმა პროდუქციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა, მომხმარებლის ნდობა და ადგილობრივი ბაზრის გარკვეული სეგმენტი დაიკავა. დღეს კომპანია "კოდა", რამდენიმე ადგილობრივ საწარმოსთან ერთად სრულიად აკმაყოფილებს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს სასურსათო კვერცხით. მეტიც, "კოდას" მიერ წარმოებული კვერცხი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ექსპორტზეც გადის.

ზურაბ ჭუჭულაშვილი, კომპანია "პოულტრი ჯორჯია" - "კოდას" გენერალური დირექტორი: "2002 წლიდან დღემდე კომპანიაში 10 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის რეინვესტიცია განვახორციელეთ. მოხდა ჩვენი საწარმოო რესურსების ტექნიკური გადაიარაღება და ამის ფონზე წარმოების პროცესების გაუმჯობესება. ამჟამად ჩვენს კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-მდე თანამშრომელია დასაქმებული და გვაქვს წარმოების იმხელა რესურსი, რომ დამატებით კიდევ 300 ადამიანი დავასაქმოთ."

"კოდას" წარმოებისთვის წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტონა მარცვლეული - სიმინდი და ხორბალი სჭირდება. ამ მარცვლეული კულტურების გარკვეულ ნაწილს კომპანია ქართველი გლეხებისა და ფერმერებისგან ყიდულობს, რაც ასევე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. საწარმო მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ხოლო პროდუქცია, რომელსაც "კოდა" აწარმოებს, დახლზე მოხვედრამდე რამდენიმე ლაბორატორიულ კვლევას გადის.

"ვაწარმოებთ როგორც სუფრის კვერცხს, ასევე ქათმის ხორცპროდუქტებს. ეს გახლავთ როგორც გაყინული, ასევე ნედლი ქათამი, გაყინული ქათმის დანაწევრებული ნაწილები: ფრთა, კუჭი, ღვიძლი, ბარკალი, ფილე და ა.შ. ანუ ვაწარმოებთ აბსოლუტურად ყველა ხორცპროდუქტს, რომელიც შესაძლოა მივიღოთ ქათმისგან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ქართულ, ხარისხიან პროდუქციას. ხარისხის გარანტი კი ჩვენთვის არის როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, ასევე დისტრიბუცია, რომელიც ყველა აუცილებელი პარამეტრის დაცვით ხორციელდება," - ამბობს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

"კოდას" პროდუქციის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით სპეციალური, სამაცივრე დანადგარით აღჭურვილი ავტომობილებით ხდება, რომელიც კომპანიამ სწორედ ამ დანიშნულებით ჰოლანდიაში შეიძინა. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი "კოდას" ხორცპროდუქტებს ყიდულობს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საწარმოდან მისი ტრანსპორტირება ისე მოხდა, რომ პროდუქციის შენახვის არც ერთი ნორმა არ დარღვეულა.

ბოლო დროს, გლობალური თუ შიდა მიზეზების გამო, სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. "კოდაში" ამბობენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ძველი ფასები შეინარჩუნონ და ამით მომხმარებელი ასარგებლონ. "ბოლო სამი წელია სასურსათო კვერცხის ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა და ეს იმის მიუხედავად, რომ სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა პროდუქციის ფასი გაიზარდა. ასეთი სტაბილური ფასი, როგორიც სასურსათო კვერცხს აქვს, ვფიქრობ არც ერთ სხვა სასურსათო პროდუქტზე არ შეინიშნება. რაც შეეხება ქათმის ხორცპროდუქტების ბაზარს, აქ კონკურენციას იმპორტირებული პროდუქცია გვიწევს, თუმცა მომხმარებელმა კარგად იცის რა უპირატესობა აქვს ადგილობრივად წარმოებულს.

ეს გახლავთ, როგორც მისი შენახვის ვადები, ხარისხი და ზოგადად ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამჟამად ქართული წარმოების ქათმის ხორცპროდუქტებს ადგილობრივი ბაზრის 25% უკავია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მოგვიმრავლდებიან კონკურენტები ბიზნესის ამ სეგმენტში და ისევე, როგორც კვერცხის შემთხვევაში იმპორტის ჩანაცვლება მთლიანად მოხდება ადგილობრივი წარმოების ქათმის ხორცპროდუქტებით. ჩვენი ქათამი თუ მისი დანაწევრებული ნაწილები, დაკვლიდან მეორე-მესამე დღეს აღწევს მომხმარებლამდე. ვფიქრობ, ამით ბევრი რამ ნათქვამია." - გვიყვება "კოდას" ხელმძღვანელი.

ცოტა ხნის წინ, კომპანია "კოდამ" ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ნედლი ხორცი შეიტანა და რეალიზაციის მოცულობა დღეში დაახლოებით ტონა-ნახევრამდე გაზარდა, რაც მოკლე პერიოდში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგს სისტემატურად ატარებენ, შესაბამისად სწავლობენ მომხმარებლის მოთხოვნებსა და ითვალისწინებენ მათ შენიშვნებს. შესაბამისად, "კოდას" ყველა ახალი პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული.

ამჟამად კომპანიაში  ISO- 9001-ის სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირება მიმდინარეობს. ამ სერტიფიკატის მიღება კომპანიის მიმართ კიდევ უფრო გაზრდის სანდოობას ხარისხს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

რაც შეეხება "კოდას" სამომავლო გეგმებს, საწარმოში წარმოების მოცულობის და პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას გეგმავენ. შესაძლოა მოკლე ხანში მაღაზიის დახლებზე კომპანია "კოდას" მიერ წარმოებული ნედლი ქათმის დანაწევრებული ნაწილებიც გამოჩნდეს. გარდა ამის, ახლო მომავალში გაიზრდება "კოდას" საფირმო მაღაზიების რაოდენობაც, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს დიდ ქალაქებში. მაგალითად, პირველ ეტაპზე იგეგმება მაღაზიების გახსნა რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ასე რომ, "კოდას" პროდუქცია სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ყველა კუთხის მომხმარებლისთვის.

R