უპროცენტო განვადება "ჰეპას" პაციენტებს ბანკ "რესპუბლიკისგან" - კვირის პალიტრა

უპროცენტო განვადება "ჰეპას" პაციენტებს ბანკ "რესპუბლიკისგან"

ბანკი "რესპუბლიკა", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახორციელებს მრავალ საინტერესო პროექტს საზოგადოების სასარგებლოდ.

ბანკის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური პროექტები მიზნად ისახავს საზოგადოების კონკრეტული სეგმენტის დახმარებას, რეაბილიტაციასა და გაძლიერებას.

ბანკმა უკვე მრავალჯერ განახორციელა სოციალური პროექტები მათ დასახმარებლად, ვინც საჭიროებდა მკურნალობას და მაქსიმალურად ეცადა, პაციენტებისათვის შეემსუბუქებინა მკურნალობის მტკივნეული პროცესი და ხელი შეეწყო მათი რეაბილიტაციისათვის.

ღვიძლის არაინფექციური და ინფექციური სნეულებები ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. უკანასკნელი 5-10 წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება ღვიძლის უკმარისობის გამომწვევი არაინფექციური და ინფექციური დაავადებების მკვეთრი ზრდის ტენდენცია. მატულობს, ერთი მხრივ, ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული ქრონიკული ჰეპატიტების რაოდენობა, მეორე მხრივ, პარენტერული ვირუსული ჰეპატიტები. ამ ფონზე მატულობს (და მოსალოდნელია შემდგომი მკვეთრი მატება) ღვიძლის ციროზისა და, შესაბამისად, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები.

ახალი სოციალური ინიციატივა, რომლითაც გამოდის ბანკი „რესპუბლიკა“ საზოგადოების წინაშე, კვლავ მიმართულია იმ სეგმენტის დასახმარებლად, რომელიც მკურნალობის კურსს გადის. ბანკი „რესპუბლიკა“ ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპას" პაციენტებს სთავაზობს უპროცენტო განვადებას კლინიკის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

მათ განკარგულებაშია:

აშშ-სა და დასავლეთ ევროპის წამყვან ცენტრებში მომზადებული მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები;

მსოფლიო სტანდარტების დონის, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები;

კვლევის უახლესი მეთოდები, მაღალი სანდოობა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები;

A, B, C, D, E ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის გენეტიკური და ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებების დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული ანალიზის, იმუნოფლუორესცენტული ანალიზის, იმუნობლოტინგის და სხვა თანამედროვე მეთოდებით;

ღვიძლის ფიბროზის და ციროზის დიაგნოსტიკა უახლესი, უზუსტესი და საიმედო არაინვაზიური მეთოდით - ელასტოგრაფიით. ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის - ფიბროსკანის გამოყენებით;

ღვიძლის ნიბკოიის/ციკოიის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის/ჰეპატოზის დიაგნოსტიკა ფიბროტეატისა და ფიბრომაქსის საშუალებით;

სისხლში B და C ჰეპატიტების ვირუსების დნმ/რნმ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა მყისიერი (REAL TIME) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, მსოფლიოში საუკეთესო COBAS TAQMAN ანალიზატორის საშუალებით;

B და ჩ ჰეპატიტების გენოტიპების და სუბტიპების განსაზღვრა შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის მეთოდით LINEAR ARRAY და INNO LIPA სისტემების გამოყენებით;

ღვიძლის ფუნქციური ტესტების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა მსოფლიოში საუკეთესო ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორის COBAS INTEGRA 400PLUS საშუალებით;

მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა;

გასტროფიბროსკოპია, საქართველოში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით აღჭუვილი და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სპეციალიზებული ჰეპატოლოგიური კლინიკის შექმნა უაღრესად დროული, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ღვიძლის არაინფექციურ და ინფექციურ ავადმყოფთა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის პროცესის შემდგომ ოპტიმიზაციას და შესაბამისად, ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის და შრომისუუნარობის მაჩვენლებლის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ სესხის აღება მაქსიმალურად კომფორტული პირობებითაა შესაძლებელი: მისი აღება შეუძლია კლინიკის ნებისმიერ პაციენტს, სესხის ვალუტაა ლარი, ხოლო მაქსიმალური ვადა - ერთი წელი. განვადება წარმოებს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ტრანშის ფორმით. სესხის დაფარვის სიხშირე სტანდარტულია - თვეში ერთხელ.

სოციალური ინიციატივის მიზანია ინფექციური პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქება და კვალიფიციური მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს: 9090, ან 909090, ან მობრძანდით ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

R