"ინტერნეტნიჭიერი" - აქ შენი ნიჭი დაფასდება! - კვირის პალიტრა

"ინტერნეტნიჭიერი" - აქ შენი ნიჭი დაფასდება!

"საქართველოს ბანკის" კიდევ ერთი ინტერნეტპროექტი, რომელიც მილიონობით ადამიანს გააერთიანებს

ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ, რომ სიამოვნებით გაატარებდით დაუვიწყარ კვირას თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, მაგალითად ბოდრუმში, მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" დასვენებაზე რას იტყოდით? და ყვარელში, ყვარლის ტბის ულამაზესი ხედებით დატკბობის პერსპექტივა როგორ გხიბლავთ? ყველაფერი ეს შესაძლებელია ხვალ რეალობად იქცეს მხოლოდ თქვენი ნიჭისა და მონდომების წყალობით.

"საქართველოს ბანკმა" კიდევ ერთ გრანდიოზული კონკურსი წამოიწყო, რომელიც აძლევს შანსს ნებისმიერ მსურველს, თავისი ნიჭი საქვეყნოდ გამოავლინოს და განსაკუთრებული შესაძლებლობები მილიონობით ადამიანს აჩვენოს. პროექტი სახელწოდებით "ინტერნეტნიჭიერი", სატელევიზიო შოუ "ნიჭიერის" ინტერნეტვერსიაა, რომლის მიზანია განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანების წარმოჩენა და მათი წარდგენა როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ზოგადად მთელი ვირტუალური სამყაროსთვის მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ "საქართველოს ბანკმა" კიდევ ერთი წარმატებული ინეტერნეტპროეტი ლოვე.ბოგ.გე მოაწყო, რომელმაც მილიონობით ადამიანის ყურადღება დაიმსახურა (პროექტს უცხოეთში მცხოვრები უამრავი ქართველი გამოეხმაურა), ხოლო ყველაზე გამორჩეული ვიდეოს ავტორებს წარმატება და დაუვიწყარი პრიზები მოუტანა.

"ინტერნეტნიჭიერის" კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სხვებისგან განსხვავებით გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული, ან განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. კონკურსში მონაწილეობისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა და მასში მონაწილეობა შეუძლია ბავშვსაც, მოხუცსაც და საშუალო ასაკის ადამიანსაც.

პროექტში მონაწილეობისთვის საკმარისია მხოლოდ გადაიღოთ ვიდეო, სადაც საკუთარი ნიჭის ან განსაკუთრებული შესაძლებლობის დემონსტრირებას მოახდენთ და ვიდეო "ინტერნეტნიჭიერის" ვებგვერდზე - ნიცჰიერი.ბოგ.გე ატვირთოთ. "ინტერნეტნიჭიერში" მონაწილეობა შეუძლია მათ, ვინც ვერ მოხვდებოდა სატელევიზიო ვერსიაში, სასცენო ფორმატთან შეუსაბამობის გამო. ასე რომ, ახლა კიდევ ერთხელ ყველას ეძლევა შანსი საკუთარი ნიჭი მთელ ქვეყანას გააცნოს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მხოლოდ ერთი 3-წუთიანი ვიდეო უნდა გაგზავნოს. "ინტერნეტნიჭიერში" მონაწილეობისთვის მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ვიდეოები. ასე რომ, შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი და თქვენი ახლობლების შესაძლებლობების დემონსტრირება მილიონობით მაყურებლის წინაშე.

ვებგვერდზე ვიდეოების გალერეის ნახვას ნებისმიერი მაყურებელი შეძლებს და გემოვნებისამებრ გააკეთებს შეფასებას. სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მისაცემად საჭიროა შეუერთდეთ "საქართველოს ბანკის" ფაცებოოკ-ის გვერდს, უკვე არსებული წევრები კი გალერეის დათვალიერებას და ხმის მიცემას ავტომატურად შეძლებენ.

ვინც უკვე დაინტერესდა "საქართველოს ბანკის" ამ საინტერესო და სახალისო პროექტით და კონკურსში მონაწილეობაც გადაწყვიტა, აუცილებლად უნდა გაეცნოს "ინტერნეტნიჭიერის" მიმდინარეობის წესებს. მაგალითად, პროექტ "ნიჭიერის" ინტერნეტვერსია 12 თითოკვირიანი შესარჩევი ტურისა და სუპერფინალისგან შედგება. ყოველი შესარჩევი ტურიდან სუპერფინალში სამი საუკეთესო ვიდეოს ავტორი გადადის, რომლებიც ინტერნეტმომხმარებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდებიან.

სუპერფინალში წარმოდგენილი ვიდეოებიდან მომხმარებელი ხმების რაოდენობით გამოავლენს სამ ფავორიტს, რომლებიც "ინტერნეტნიჭიერის" გამარჯვებულები გახდებიან.

და კონკურსის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი - გამარჯვებულების და შესაბამისად ყველაზე ნიჭიერების დაჯილდოება. პირველ ადგილზე გასულს "საქართველოს ბანკი" ერთკვირიან საგზურს გადასცემს, რომლითაც ორი ადამიანი ბოდრუმში დასასვენებლად გაემგზავრება. მეორე ადგილის მფლობელი ნიჭიერი კი ბათუმის "შერატონში", ასევე ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებს მისთვის სასურველ კომპანიონთან ერთად. არანაკლებ სასიამოვნო დასვენება ელოდება მესამე ადგილის მფლობელსაც, "საქართველოს ბანკი" მას ყვარლის ტბაზე, ორკაციან საგზურს გადასცემს, სადაც წლის ნებისმიერ დროს ულამაზესი ხედები იშლება.

მოკლედ,  ნიცჰიერი.ბოგ.გე - ეს ის სივრცეა ინტერნეტსამყაროში, სადაც ყოველი ადამიანის ნიჭი ფასდება. ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგვრჩეს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სიახლეები, უბრალოდ უნდა შეუერთდეთ "ინტერნეტნიჭიერის" კალენდარს ფაცებოოკ-ზე.

წარმატებებს გისურვებთ!

R