"თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის რეკორდული მაჩვენებელი - კვირის პალიტრა

"თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის რეკორდული მაჩვენებელი

100 ერთეული ახალი ტექნიკის რეალიზება 2 თვეში

კომპანიამ "თეგეტა მოტორსი" შპს "თეგეტა თრაქ & ბასი" ჯერ კიდევ 2006 წელს დააარსა როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნის MAN TRUCK & BUS AG-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. დღეისათვის, "თეგეტა თრაქ & ბასი" მსოფლიოში აღიარებული ტექნიკის მწარმოებელი  კომპანიების MAN TRUCK & BUS-ის,  JCB-ის, SCჩHMITZ-CARGOBULL-ის, CIFA-ს,  FAUN-ის,  ZIEGLER-ის,  KATMERCILER-ის, TEREX-ის,  ISUZU-ს და მრავალი სხვა  კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და სერვისპარტნიორია საქართველოში. რამ განაპირობა კომპანიის წარმატებული საქმიანობა, რას სთავაზობს "თეგეტა თრაქ & ბასი" ქართველ მომხმარებელს და კიდევ რის გაკეთებას გეგმავს? "კვირის პალიტრის" შეკითხვებს "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის დირექტორი დავით ჭეიშვილი პასუხობს.

- პარტნიორთა სპექტრის გაფართოება და წარმატებული საქმიანობა კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ბოლო წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" სტაბილურად აუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა პროცესები შეანელა, 2009 წლიდან საგზაო და სარკინგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება დაიწყო, ამან კი, რა თქმა უნდა, ზეგავლენა იქონია კომპანიის შედეგიანობაზეც - 2010 წლის მაჩვენებლები (გაყიდვების დონე, საერთო შემოსავლები და მომგებიანობა) 2009 წელთან შედარებით საშუალოდ 16%-ით გაიზარდა.

ამან, თავის მხრივ, კომპანიას შესაძლებლობა მისცა 15%-ით გაეზარდა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება და დამატებით კიდევ შვიდი ახალი კადრი დაესაქმებინა. 2011 წელს კი კომპანიას, შეიძლება ითქვას, უფრო„ხმაურიანი გეგმები აქვს - მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება. მაგალითისათვის, აღსანიშნავია, რომ 2010 წელს კომპანიის მიერ რეალიზებულ იქნა სხვადასხვა ტიპის 85 ერთეული ტექნიკა, ხოლო უკვე 2011 წლის დასაწყისში, 24 თებერვალს, გაფორმდა ხელშეკრულება მეასე ერთეულზე.  ასე რომ, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

- რას სთავაზობს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" მომხმარებელს?

- კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყველა სახის სატვირთო ავტომობილებსა და სპეციალური დანიშნულების მანქანებს, ბეტონის და ინერტული მასალების დამმუშავებელ სისტემებს, მუნიციპალურ ტექნიკას, მიწისმთხრელ და საგზაო ტექნიკას. პროდუქტის თავისებურებებიდან გამომდინარე "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ საგზაო და სამშენებლო კომპანიები, გადამზიდავი კომპანიები, მუნიციპალური საწარმოები.

მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ბაზარიც შეზღუდულია, თუმცა, ჩვენი კომპანია ცდილობს საუკეთესო ბიზნესპრინციპებზე დაყრდნობით თავის მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" მომხმარებელს MAN-ისა და  JCB-ის სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის პროდუქტს სთავაზობს. ეს ორი ბრენდი ევროპაში პრემიუმ სეგმენტს წარმოადგენს და მათთან ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ევროპის მოწინავე კომპანიები "თეგეტა თრაქ ენდ ბასს" აღიქვამენ როგორც სერიოზულ, სანდო და საიმედო პარტნიორს.

თუმცა, ამ ორ ბრენდთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" თავის საქმიანობაში მხოლოდ მათთან ურთიერთობით შემოიფარგლება. იმის გამო, რომ საქართველოში ბაზარს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს,  მუდმივად ვცდილობთ გავაფართოოთ ასორტიმენტი, მოვიძიოთ ახალი პარტნიორები, რომლებთანაც ერთობლივი ინტერესები გვექნება და შედეგად, ქართველ მომხმარებელს მისი მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტები შევთავაზოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა კვლევა-განვითარების სამუშაოები, რაც  გულისხმობს ბაზარზე მომხმარებლების საჭიროებების და მათი შესაძლებლობების გაცნობას, მოსაზრებების სერიოზულ შესწავლას და ანალიზს, დამატებით საფუძვლიან კვლევას მწარმოებელ კომპანიებთან მიმართებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2010 წლის ბოლოს კომპანიამ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღო და შეარჩია რამდენიმე ახალი ბრენდი, რომლის პროდუქციასაც მომხმარებელს შესთავაზებს და შესაბამისად შეძლებს თავის მიზნობრივ სეგმენტში ყველა სახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - საქართველოში შემოტანილი სამშენებლო თუ საგზაო ტექნიკის უმეტესი ნაწილი მეორადია. ამიტომ, "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", აცნობიერებს რა მომხმარებლისთვის ამ ტიპის პროდუქტის შეთავაზების შემდგომ წარმოქმნილ პრობლემებს (გართულებული ურთიერთობები მომხმარებელთან, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები), უარს ამბობს მეორადი ტექნიკის იმპორტზე და მომხმარებლისათვის მის შეთავაზებაზე.

- მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ გაყიდული ტექნიკის  შემდგომი მომსახურება...

- რა თქმა უნდა, ტექნიკასთან ერთად, კომპანია მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც სთავაზობს, რომელიც მოიცავს სერვისულ მხარდაჭერას, საგარანტიო მომსახურებას და შესაბამისი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. ამასთანავე, კომპანიას გააჩნია კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მაღალი გამავლობის ავტომანქანებით აღჭურვილი მობილური ჯგუფები, რომლებიც გამოძახებისთანავე ოპერატიულად რეაგირებენ და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ახორციელებენ აუცილებელ ტექმომსახურებას. ყოველდღიურად სერვისცენტრებში "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" 50-70 კლიენტს ემსახურება.

იმდენად, რამდენადაც კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ტექნიკის იმპორტიორი გახლავთ, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროცესების ირიბი მონაწილეებიც ვართ და გაყიდვების შემდგომი პროცესების ეფექტური მართვა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს ყოველდღიური ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების პრობლემატურ საკითხებზე (მსგავსი საკითხის დაფიქსირების შემთხვევაში). საგარანტიო პირობებში ტექნიკაზე წარმოქმნილ წუნთან დაკავშირებით მომხმარებლისგან ვიღებთ საგარანტიო განცხადებას და ვამუშავებთ მას. საკითხების გადაჭრა კი ჩვენს პარტნიორ მწარმოებლებთან ერთად ხდება. Aასევე, ხარისხის კონტროლის მიზნით ვაწარმოებთ მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებების და სხვა საგულისხმო ფაქტების გენერირებას, საფუძვლიან ანალიზს და ვახორციელებთ ოპერატიულ ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკება MAN TRUCK & BUS AG-ისთან  MOBILE 24  სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით:  <>

- რა არის კომპანიის მისია ან მიზანი ქართულ ბაზარზე?

- კომპანიის მისიაა ზრდის ტენდენცია მომხმარებლებისათვის ინოვაციური, ძლიერი და მაღალხარისხიანი პროდუქციისა და მოქნილი გადაწყვეტილებების შეთავაზების  გზით. "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ორიენტირებულია მომხმარებლებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. უზრუნველყოფს მათ დახმარებას საჭირო პროდუქტის იდენტიფიკაციასა და შეძენაში; ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ კლიენტთან, რაც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, დროულად შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები.

კომპანია ცდილობს მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარების პროცესში. საქმიანობის გამჭვირვალობით, გულწრფელობითა და პასუხისმგებლობით მიღწეულ იქნას შედეგი - "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" იყოს სანიმუშო კომპანია.

კომპანიის მიზანია მიღებული გამოცდილების, მოქნილი პოლიტიკისა და მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის ხარჯზე გახდეს საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი და დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებლები, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-თან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელია ხარისხიანი პროდუქციისა და კომპლექსური მომსახურების სასურველ დროს შეთავაზება.

- "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" მიზნები საკმაოდ ამბიციურია...

- დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებით. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც თითოეულ მათგანს ექნება სტაბილურობის შეგრძნება და ყველა პირობა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისათვის.

- რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?

- დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 65 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ყველა მიმართულებით პროფესიონალთა ჯგუფები მუშაობენ. გაყიდვების ჯგუფში გვყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ მომხმარებელს ინდივიდუალურად შეურჩევენ და დაუპროექტებენ სასურველ ავტომობილს ისე, რომ ოპტიმალურად შეესაბამებოდეს მათ სამშენებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ნებისმიერი სახის ამოცანას და ხელი შეუწყოს შემსყიდველ სუბიექტებს პროექტების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაში.

სერვისცენტრში კი შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა სახის სამშენებლო, საგზაო თუ მუნიციპალური ტექნიკის დიაგნოსტირება და შეკეთება ავტორიზირებული პროგრამებით და ყველაზე თანამედროვე აპარატურისა და დანადგარების გამოყენებით.

კვალიფიციური კადრები კომპანიისათვის უმნიშვნელოვანეს აქტივს წარმოადგენს და "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ცდილობს ყოველწლიურად განახორციელოს ინვესტირება დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგსემინარში მონაწილეობის გზით. თანამედროვე ეპოქაში სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები ხდება, ბაზარზე ყოველთვის ჩნდება სიახლე, ამიტომ აუცილებელი პირობაა, ნაბიჯი აუწყო ნოვატორულ პროცესებს და რაც მთავარია, მომხმარებლის მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეცემა კომპანიის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობა და შეუძლებელი იქნება მისი მომავალი განვითარება. განვითარება კი მოგეხსენებათ, აუცილებელია არა მარტო ჩვენი, არამედ ყველა კომპანიისთვის.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" წარმატებული კომპანიაა?

- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა ასევე მიგვაჩნია, რომ აქტიური მუშაობის, ფართო კონტაქტების და წარმატებული საქმიანობის ფონზე ჩვენ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობაც გაგვაჩნია ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

- ქველმოქმედებას გულისხმობთ?

- დიახ. აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე მონაწილეობას ვიღებდით ქალაქის გამწვანების პროცესებში და  ერთჯერად საქველმოქმედო აქციებში, 2011 წლიდან ვგეგმავთ მდგრადი საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებას. მიმდინარე ეტაპზე ვსწავლობთ ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობას, მათ საჭიროებებს, ვაანალიზებთ და ვცდილობთ ისეთი მარცვალი“შევთავაზოთ, რომლის მიმართაც ინტერესი ექნებათ და რომელსაც შემდგომში თვითონ განავითარებენ.

მაგალითისათვის, ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა მათგანმა მომავალში "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-შიც გაიაროს სტაჟირება შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

R