"ბანკი კონსტანტა"- მომხმარებელზე მორგებული ახალი საბანკო პროდუქტები - კვირის პალიტრა

"ბანკი კონსტანტა"- მომხმარებელზე მორგებული ახალი საბანკო პროდუქტები

"ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებელთან."

მართალია, ქართულ საბანკო სივრცეში ის ჯერ ახალბედაა, მაგრამ როგორც ფინანსურ ინსტიტუტს, მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. შესაძლოა სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ბანკმა კონსტანტამ" სწრაფად დაიკავა თავისი ნიშა საბანკო სეგმენტში და ბაზარზე მოქმედ 19 ბანკს შორის მერვე ადგილზე დასახელდა წმინდა მოგების მიხედვით. დღეს "ბანკი კონსტანტა" ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია მცირე ბიზნესის დაკრედიტების თვალსაზრისით, მათ შორის აგრარულ სექტორშიც.

წლების წინ, "კონსტანტა" ერთ-ერთი პიონერი მიკროსაფინანსო ინსტიტუტი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც აქტიურად დაიწყო მცირე ბიზნესის დაკრედიტება. შემდეგ, სწორად დაგეგმილმა სტრატეგიამ, ეფექტურმა მენეჯმენტმა და პროფესიონალმა კადრებმა "კონსტანტას" საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ  მიკროსაფინანსო ინსტიტუტის ბანკად გარდაქმნა ქვეყნისათვის მძიმე პერიოდში, რთულ ეკონომიკურ ფონზე მოხდა, "ბანკმა კონსტანტამ" შეძლო მოკლე დროში ადაპტაცია და მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების თითქმის მთელი სპექტრის შეთავაზება.

ორიოდე თვის წინ ბანკში დაინერგა დეპოზიტების სისტემა და "კონსტანტამ" მომხარებელს საბანკო სექტორში ანაბარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი - 17% შესთავაზა. შესაბამისად, ახლა ბანკში უკვე შესაძლებელია ვადიანი, ზრდადი, მოთხოვნამდე და საბავშვო ანაბრის გახსნა. ბანკში ამბობენ, რომ მუდმივად ატარებენ მომხმარებელთა მოთხოვნების კვლევას და ყოველი საბანკო პროდუქტი სწორედ ამ შედეგების გამოძახილია. მაგალითად, "ბანკ კონსტანტასა" და "ბორუნ სოფქიმიას" აგროსექტორისთვის გათვალისწინებული ახალი საბანკო პროდუქტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

გლეხს შესაძლებლობა ექნება განვადებით შეიძინოს მოსავლის მოსაყვანად აუცილებელი პროდუქცია: შხამქიმიკატები, პესტიციდები, ჰერბიციდები, სასუქები და ა.შ. ახალი საბანკო პროდუქტის ფარგლებში შესაძლებელია 6 თვემდე საშეღავათო პერიოდის გაკეთება, კერძოდ კი მოსავლის აღებამდე და მის რეალიზაციამდე გლეხი არ იხდის პროდუქციის ღირებულებას.

ბანკმა დადებითად შეაფასა ფინანსური თვალსაზრისით გასული წელი, ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 83 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 66%-ით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, წლის განმავლობაში გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობაც - 36%-ით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კრიზისული პერიოდისა ბანკი ამ ხნის განმავლობაში მოგებით ასრულებდა წელს და 1-ელ თებერვლის მდგომარეობით წმინდა მოგებამ 240 000 ლარი შეადგინა.

სამომავლოდ ბანკს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მიმდინარე წელს "ბანკი კონსტანტა" გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას და არსებულის გაუმჯობესებას. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ბანკის 21 ფილიალი მოქმედებს, მათ შორის 15 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.

მელანია კუჭუხიძე ("ბანკ კონსტანტას" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "კონსტანტა", როგორც მიკროსაფინანსო ფონდი, 1997 წლიდან დაარსდა, 2008 წლიდან კი ბანკის სტატუსი შეიძინა. მისი, როგორც ფონდის საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახლდათ, რომელმაც მიკროსესხებით დაკრედიტება დაიწყო. თავის სამოქმედო არეალად "კოსტანტამ" ბიზნესის სწორედ ის სეგმენტი აირჩია, რომლის ხელშეწყობა და განვითარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. შესაბამისად, წლების მანძილზე იზრდებოდა ჩვენი კლიენტების რაოდენობა და შეიძლება ითქვას, მათი ბიზნესების ზრდასთან ერთად გაიზარდა თავად "კონსტანტაც".

ამიტომ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბანკად გარდაქმნილიყო და საკრედიტო პროდუქტებთან ერთად საბანკო პროდუქტების სრული სპექტრი შეეთავაზებინა. ამ გადაწყვეტილების მიღება 2008 წლის ივლისში მოხდა,  როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები ქვეყანაში კარგად მოგეხსენებათ. საკმაოდ რთულ და კრიზისულ პერიოდში მოგვიწია საბანკო სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრებამ. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, ქართული საბანკო სივრცე უკვე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული, დიდი იყო კონკურენცია და, რომ არა ჩვენი გამოცდილება, ალბათ ადგილის დამკვიდრება გაგვიჭირდებოდა.

მაგრამ წარმატებით გავართვით თავი ყველა გამოწვევას და დღეისათვის ერთ-ერთი მომგებიანი ბანკი ვართ, როგორც გასული წლის, ასევე მიმდინარე წლის მაჩვენებლებით. ჩვენი კლიენტები საკმაოდ ლოიალურები არიან ბანკის მიმართ და ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ მომსახურების თვალსაზრისით.

- საბანკო სივრცეში ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი გაქვთ დეპოზიტებზე, როგორ იმოქმედა ამ გადაწყვეტილებამ ზოგადად ანაბრების ზრდაზე?

- გასული წლის ბოლოს, ეროვნული ბანკისგან მივიღეთ ანაბრების მიღების უფლება და იანვრის ბოლოს დავიწყეთ ამ პროდუქტის მიწოდება ჩვენი მომხმარებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საბანკო პროდუქტის ფართო რეკლამირება არ მოგვიხდენია, შედეგი მაინც საუკეთესო მივიღეთ - დაგეგმილზე მეტი ანაბარი მოვიზიდეთ, რაც ერთი მხრივ განპირობებულია ბანკის მიმართ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნდობით, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით.

- აგროსექტორის დაფინანსების თვალსაზრისითაც გაქვთ სიახლეები...

- მიუხედავად იმისა, რომ ბანკის სტატუსი მოგვენიჭა ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი და ძირითადი ხაზი არ შეცვლილა. სოფლის მეურნეობის დაფინანსების თვალსაზრისით საკმაო გამოცდილება გვაქვს, ხანგრძლივი ურთიერთობა კლიენტებთან, მნიშვნელოვანი წილი ბაზარზე და ამიტომ მიზნობრივი სეგმენტი არ შეგვიცვლია. ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ორგანიზაცია "ბორან სოფქიმიასთან", რომელიც შხამქიმიკატების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში და გაყიდვის ფართო ქსელი აქვს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი და ამ კომპანიის თანამშრომლობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან შეღავათიანი პირობებით მივცემთ სესხს სოფლის მოსახლეობას შხამქიმიკატების შესაძენად.

მომხმარებელს მომსახურების მიღება შეეძლება როგორც "ბანკი კონსტანტას" ფილიალებში, ასევე "ბორან სოფქიმიის" ქსელშიც. მოგეხსენებათ, სეზონურობის გათვალისწინებით, ზოგჯერ შესაწამლად, სასუქის შესატანად და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის გლეხებს საკმაოდ მცირე დრო აქვთ, ამიტომ მომსახურების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  ჩვენ ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს ადგილზე შევუქმნათ კომფორტი, დროულად მოხდეს მათთვის მომსახურების გაწევა და სესხის მიღება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ასევე ჩვენთვისაც.

- ცოტა ხნის წინ ბანკში ახალი აქციონერი შემოვიდა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა რა გამოცდილება შესძინა "იოკოკრედიტმა" "კონსტანტას"?

- ნებისმიერი აქციონერის შესვლა ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსური რესურსის გარდა მოაქვს საერთაშორისო გამოცდილება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო "იოკოკრედიტის" შემოსვლა, რადგან ის მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში მიკროსაფინანსო სექტორში ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობის თვალსაზრისით ბანკისთვის მეტად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC-ისთან) ურთიერთობა, რომელთანაც ამ ეტაპზე რისკების მართვის გაუმჯობესების კუთხით ვთანამშრომლობთ, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ბანკი ვიყავით, ვინც IFC-ის ამ პროგრამას შეუერთდა, რომელიც გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ქართული ბანკების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილი, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც საბანკო სექტორში არსებობს და ორიენტირებული ვიყოთ კლიენტზე.

- როდის შესთავაზებს "ბანკი კონსტანტა" მომხმარებელს სრულ სასესხო პაკეტს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ბიზნესის დაფინანსებისა და მომსახურების თვალსაზრისით ბანკს სრული სასესხო პაკეტი აქვს. სამომხმარებლო სესხების თვალსაზრისით არ ვართ აქტიურები, თუმცა ჩვენს უახლოეს გეგმებში ესეც შედის. რაც შეეხება სიახლეებს - ფიზიკურ პირებს უახლოეს პერიოდში შეეძლებათ ისარგებლონ "ბანკი კონსტანტას" პლასტიკური ბარათებითა და ბანკომატებით. ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის საბანკო ქსელის გაფართოება და ინფრასტრუქტურის განახლება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ სერვისზე ორიენტირებული ბანკი ვართ და მომხმარებელთან ახლოს ყოფნა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა კი ის სექტორია, რომლის განვითარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით მომხარებელს და თან მაქსიმალურად მოქნილი პირობებით."

R