"საუკეთესო საქართველოში" - გრანდიოზული ფოტოკონკურსი "საქართველოს ბანკისგან" - კვირის პალიტრა

"საუკეთესო საქართველოში" - გრანდიოზული ფოტოკონკურსი "საქართველოს ბანკისგან"

"საქართველოს ბანკი" ხშირად ანებივრებს საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვაგვარი კონკურსებითა თუ წამახალისებელი გათამაშებით.ამჯერად, ბანკი მოსახლეობას გრანდიოზულ ფოტოკონკურსს სთავაზობს, საინტერესო სახელწოდებით - "საუკეთესო საქართველოში"  The Best of Georgia.

ფოტოკონკურსი "საქართველოს ბანკის" Facebook-ის გვერდზე გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს და შესაბამისად ეძლევა შესაძლებლობა, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო "საქართველოს ბანკის" მიერ დამზადებული პროსტერების სახით, თბილისში ჩამოსულმა სტუმრებმა პირდაპირ აეროპორტში იხილონ.

"საქართველოს ბანკის" ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოებით გაფორმდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, თვითმფრინავებში გადასასვლელი ხიდები - ადგილი, სადაც პირველად ექმნებათ შთაბეჭდილება ქვეყანაზე აქ ჩამოსულ სტუმრებს.

ის, ვინც უკვე დაინტერესდა "საქართველოს ბანკის" ამ საინტერესო ფოტოკონკურსით, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე უნდა გაგზავნონ ფოტო, სადაც აღბეჭდილი იქნება მათი თვალით დანახული The Best of Georgia, ანუ "საუკეთესო საქართველოში".

ფოტოკონკურსს რამდენიმე თემატური კატეგორია აქვს. სწორედ ჩამოთვლილი კატეგორიებით უნდა მოხდეს ფოტოების დახარისხება და წარდგენა საკონკურსოდ.

The Spirit of Georgia ("ქართული სული")

The Treasure of Georgia ("საქართველოს საგანძური")

The Taste of Georgia ("გემრიელი საქართველო")

The Strength of Ge("თანამედროვე საქართველო")

The Strength of Georgia ("საქართველოს სიამაყე")

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის მან უნდა აირჩიოს ჩამონათვალიდან სასურველი კატეგორია და გაგზავნოს მის მიერ გადაღებული ერთი ფოტო. კონკურსში მონაწილე ფოტოები "საქართველოს ბანკის" Facebook-ის გვერდზე აიტვირთება. ყოველ თემატურ კატეგორიაში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ნამუშევრებს შეაფასებენ ისეთი პროფესიონალი ფოტოგრაფები, როგორებიც არიან დიმა ჩიკვაიძე, გურამ წიბახაშვილი და ლევან ხერხეულიძე.

საჩუქრის გარეშე არც საუკეთესო ფოტოების ავტორები დარჩებიან. "საქართველოს ბანკი" მათ დაუვიწყარ ტურს მოუწყობს მესტიაში უქმეებზე. კონკურსში ასევე გამოვლინდება ბანკის Facebook-ის გვერდის მომხმარებლის ფავორიტი ერთი ფოტო, რომელიც ყველაზე მეტი Like-ით

გამოვლინდება.

R