"ვისოლმა" ქუთაისში ევროპული სტანდარტის ფიტნესკომპლექსი "ლაგუნა" გახსნა - კვირის პალიტრა

"ვისოლმა" ქუთაისში ევროპული სტანდარტის ფიტნესკომპლექსი "ლაგუნა" გახსნა

24 მარტს, ქუთაისში კომპანია "ვისოლ ჯგუფმა" თანამედროვე ფიტნესცენტრის, "ლაგუნას" საზეიმო წარდგენა გამართა."ტორპედო ქუთაისის" სპორტულ ბაზაზე გახსნილი "ლაგუნა" ევროპული სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი და ერთადერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრია არა მხოლოდ იმერეთში. აღნიშნული ტიპის კომპლექსი საქართველოს არც ერთ რეგიონში არ არსებობს.

საზეიმო წარდგენაზე მიწვეული საზოგადოება აღაფრთოვანა "ლაგუნას" საცურაო აუზებმა, რომელიც ერთნაირად არის გათვალისწინებული, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოცურავეებისა და ბავშვებისათვის. ფიტნესისა და აერობიკის დარბაზებმა განსაკუთრებით ქალბატონების ინტერესი გამოიწვია. საუნა, სოლარიუმი, მასაჟის კაბინეტი იდეალურ გარემოს ქმნის "როცა ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევ". მოკლედ, "ლაგუნაზე" ყველაფერია საიმისოდ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იზრუნო საკუთარი სხეულის გაკაჟებაზე და უფრო მეტად ჰარმონიული გახადო შენი ცხოვრება.

ქუთაისელების ერთმა ნაწილმა აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით აღფრთოვანება ნაწილობრივ ხუმრობითაც გამოხატა. მათი თქმით, "ვისოლი" არა მარტო ავტომობილისთვის საუკეთესო ხარისხის საწვავით გაძლევს გასწრების საშუალებას, არამედ ყველა პირობას გიქმნის პირველი იყო სპორტშიც.

ქუთაისელი ნიკოლოზ ხარაბაძე - "გახსოვთ? რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი იმის შესახებ, როგორ ასწავლიდნენ ქუთაისელ ბავშვებს ცურვას ცარიელ აუზში. ა, ბატონო, "ვისოლმა" აუზებიც შესანიშნავი გააკეთა და წყალიც იმდენია, რომ მთელ ქუთაისს ასწავლის ცურვას. გახსოვთ? ჩვენი დიდებული საფეხბურთო გუნდი ქუთაისის "ტორპედო" რა დღეში ჩავარდა უფულობის გამო? უფულობა საფეხბურთო კლუბისთვის აუზისთვის უწყლობასავით არის.

ჰოდა, დაუდგა "ვისოლი" გვერდით ჩვენს გუნდს და ტორპედოც ამუშავდა. ასეა ბატონო, ყველა ტორპედოს საწვავი სჭირდება. ეს საწვავი შესაძლოა ბენზინი ან დიზელი იყოს, შესაძლოა სულაც წყალი აუზისთვის ან ფინანსური თანადგომა სპორტული კლუბისთვის. მოხარული ვართ, რომ ქართული კომპანია ქართულ საზოგადოებაზე ზრუნავს და მხოლოდ ბიზნესის წარმატებაზე არ ფიქრობს."

11 წლის ლუკა ლექვინაძესაც ძალიან ახარებს "ლაგუნას" გახსნა. - "ლაგუნა" ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობს, ეს ძალიან მახარებს. აწი აუზიდან აღარ ამოვალ. მაგარ ცურვას ვისწავლი. აქამდე ზაფხულის დადგომას და მდინარეებში წყლის გათბობას ველოდებოდით, რომ გვეცურავა ან უბრალოდ ცურვა გვესწავლა."

ნავთობკომპანიაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საფეხბურთო კლუბზე ზრუნვა შედეგს ვერ მოიტანს, თუ ამ კლუბს მუდმივად არ ექნება "სისხლის განახლების", ანუ ახალი თაობის შემომატების შანსი.

ამიტომაც "ვისოლი" ცდილობს რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესოს სპორტული გარემო ქუთაისში და ახალგაზრდებს სრულად მისცეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. "ვისოლ ჯგუფი" არა მხოლოდ ლეგენდარული კლუბის "ტორპედო ქუთაისის" წარმატებაზე ზრუნავს, არამედ ცდილობს წვლილი შეიტანოს თითოეული ქუთაისელისათვის ჯანსაღი მომავალის შექმნაში, ადგილობრივი წყალბურთის განვითარებასა და ქუთათური ხალხის დასაქმებაში", - აცხადებს "ტორპედო ქუთაისის" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

KvirisPalitra.Ge2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული "ლაგუნას" ფიტნეს კომპლექსის განვითარებისათვის "ვისოლ ჯგუფმა" მილიონამდე ლარის ინვესტიცია გაიღო. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიის მიერ "ლაგუნაში" 60 ადამიანი დასაქმდა.

"ლაგუნას" ფიტნესკომპლექსში სისუფთავე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება კვალიფიციური პერსონალის განსაკუთრებული საზრუნავია. წყალში მჟავიანობისა და ქლორის შემცველობის კონტროლი, მუდმივი ფილტრაცია და რობოტით წმენდა წყლის სისუფთავის გარანტიებს ქმნის. "ლაგუნას" მაშველები კი მომხმარებლების უსაფრთხო ცურვაზე იზრუნებენ.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის Life Fitness-ის კარდიო ტრენაჟორები, სარბენი ბილიკები, ველოსიპედები, სტეპი და სხვა ტრენაჟორები მაღალკვალიფიციურ ინსტრუქტორებთან ერთად ფიტნესცენტის მომხმარებლების აღნაგობასა და ჯანმრთელობაზე ყველაზე თანამედროვე მეთოდებით იზრუნებენ. გერმანული ბრენდის, "ერგოლაინის" სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები კი გარუჯვის მოყვარულთ საშუალებას მისცემს ეგზოტიკური ელფერი შესძინონ საკუთარ კანს.

"ტორპედო ქუთაისის" სპორტული კომპლექსი ფიტნესცენტრ "ლაგუნას" გარდა მოიცავს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს 12200 მაყურებელზე, ექვს ხელოვნურსაფრიან ჩოგბურთის მოედანს სასტუმრო კომპლექსით, სპორტულ ბაზას ერთი ხელოვნურსაფრიანი და ერთი ბუნებრივსაფრიანი მოედნითა და სასტუმროთი და „ბავშვთა აკადემიის“ ბაზას ხუთი საფეხბურთო მოედნითა და სასტუმრო კომპლექსით.

R