ახალი მომსახურება "საქართველოს ბანკისგან" სწრაფ ფულად გზავნილებზე - კვირის პალიტრა

ახალი მომსახურება "საქართველოს ბანკისგან" სწრაფ ფულად გზავნილებზე

ფულადი გზავნილის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ტელეფონით, ასევე ბანკომატით

"საქართველოს ბანკი", როგორც ყოველთვის, ცდილობს დროს გაუსწროს და მომხმარებელს ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული სერვისები შესთავაზოს. ამჯერად, ბანკმა ახალი მომსახურება ფულად გზავნილებზე დანერგა. ამიერიდან, "საქართველოს ბანკში" სწრაფი ფულადი გზავნილების მიღება კიდევ უფრო მოსახერხებელი ხდება, რადგან მომხმარებელს შეუძლია ფულადი გზავნილის საკუთარ პლასტიკურ ბარათზე ჩარიცხვა როგორც ტელეფონის საშუალებით, ისე ბანკომატით. იმისათვის, რომ ისარგებლო "საქართველოს ბანკის" ამ ახალი შეთავაზებით, საჭიროა მხოლოდ ფლობდე "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ტიპის პლასტიკურ ბარათს ან გქონდეს მიმდინარე ანგარიში ბანკში.

გზავნილის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე ბანკომატით ან ტელეფონით ძალიან მარტივი პროცედურაა. ტელეფონით ჩარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი უკავშირდება "საქართველოს ბანკის" სატელეფონო ცენტრს ნომერზე 444 444, გადის სწრაფ იდენტიფიკაციას, ანუ ასახელებს გზავნილის სისტემას და გზავნილის ნომერს. ამის შემდეგ მომხმარებელი უთითებს საკუთარი ბარათის ნომერს, სადაც სურს თანხის ჩარიცხვა. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, ფულადი გზავნილი კლიენტის პირად ანგარიშზე რამდენიმე წუთში ჩაირიცხება. ფულადი გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვა ძალიან მარტივად შესაძლებელია ბანკომატითაც.

მომხმარებელი "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატში ჩატვირთავს კუთვნილ პლასტიკურ ბარათს, აირჩევს შესაბამის მენიუს და მიჰყვება ინსტრუქციას, რომელიც ბანკომატის ეკრანზე გამოჩნდება.

სწრაფი ფულადი გზავნილის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც სწრაფი გზავნილების სისტემით ერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს არ ერიცხება გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვის საკომისიო.

გარდა ამისა, ფულად გზავნილებზე "საქართველოს ბანკმა" წამახალისებელი აქცია წამოიწყო. მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ის, ვინც "საქართველოს ბანკში" ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილით მიიღებს ან გაგზავნის თანხას, ყოველ მიღებულ და გაგზავნილ თანხაზე ერთი სასაჩუქრე კუპონი გადაეცემა. ხუთი გზავნილის განხორციელებისას, კუპონების სანაცვლოდ მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს "საქართველოს ბანკის" ბრენდირებულ საჩუქარს.

ფულადი გზავნილის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე და შესაბამისად საჩუქრების აქციაში მონაწილეობა, შესაძლებელია "საქართველოს ბანკში" მოქმედი სწრაფი ფულადი გზავნილების ისეთი სისტემებით , როგორიც არის Western Union, "ღია ფულადი გზავნილები", "elva", MoneyGram, Contact, Anelik, InterExpress, Unistream და "Быстрая почта".

R