პოლისი "მედი" - ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შემოთავაზება "ჯიპიაი ჰოლდინგისგან" - კვირის პალიტრა

პოლისი "მედი" - ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შემოთავაზება "ჯიპიაი ჰოლდინგისგან"

დღეს დაზღვევა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა  ყველაზე აქტუალური საკითხია. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადაზღვევო კომპანიის "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თინათინ სტამბოლიშვილს გავსაუბრებოდით.

ჩვენი მიზანია უფრო კარგად და ცხადად ავუხსნათ  საზოგადოებას, თუ რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს "ჯიპიაი ჰოლდინგი".

- რა არის სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" ჯანმრთელობის დაზღვევის ძირითადი უპირატესობა?

- პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაზღვევის დღიდან ყველა დაზღვეულს პირადი ექიმი ჰყავს, რომელიც თბილისში მდებარე კლინიკა "კურაციოში" და რეგიონების სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში მოემსახურება.

პირადი ექიმის ან პედიატრის კონსულტაცია სრულიად უფასოა მთელი წლის განმავლობაში. პირადი ექიმი, რომელიც ზოგადი პროფილის თერაპევტია, სინჯავს პაციენტს და აძლევს დანიშნულებას. ასევე ის ურჩევს, თუ რა განხრის ვიწრო სპეციალისტი ან რა ტიპის გამოკვლევა ესაჭიროება დაზღვეულს. პირადი ექიმი თვალყურს ადევნებს მკურნალობის მთელ პროცესს და ზოგადად, დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამას გარდა, ჩვენი დაზღვევის უპირატესობა არის ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გვაქვს დაზღვევის ფასის შეღავათიანი ვარიანტი - 5-ლარიანი პოლისით დაწყებული და 30-ლარიანი პოლისით დამთავრებული.

- რა ასაკის ადამიანი შეიძლება დაეზღვიოს?

- ჩვენი კომპანია ასაკზე შეზღუდვებს არ აწესებს, რაც საკმაოდ გაბედული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან. გვინდა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. მიგვაჩნია, რომ მით უმეტეს, ხანში შესულ ადამიანებს ამ მომსახურებით სარგებლობას ვერ შევუზღუდავთ, რადგან  ასეთ ასაკში ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაზღვევის დღიდან  მათ პირადი ექიმი მოემსახურება, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტია.

ექიმი გასინჯავს მათ, მისცემს დანიშნულებას, გაუწევს სხვადასხვა ტიპის კონსულტაციას,  გამოუწერს საჭირო მედიკამენტებს. ამ მომსახურებით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია, თანაც სრულიად უფასოდ. თუ დაზღვეულს არა ზოგადი, არამედ ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია ესაჭიროება (მაგალითად, კარდიოლოგი, ნევროლოგი თუ სხვა), პირადი ექიმი დაეხმარება ასეთი სპეციალისტის შერჩევაში.

აქედან გამომდინარე, ხშირად ადამიანების წუხილი იმაზე, რომ რაღაც სტკივათ, მაგრამ ექიმთან ვერ მიდიან, ჩვენს დაზღვეულებზე არ ვრცელდება.

- რა ტიპის ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია პოლისი "მედით" დაზღვეულს?

- წლის განმავლობაში დაზღვეულს თითქმის სრულად ავუნაზღაურებთ სამედიცინო მომსახურებას კლინიკა "კურაციოში" ან რეგიონის სხვა წამყვან კლინიკაში. მაგალითისთვის, ავიღოთ პოლისი "მედი-30"-ის მფლობელი. ამ პოლისით დაზღვეულისთვის წელიწადში ორჯერ სრულიად უფასოა ელექტროკარდიოგრაფია, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზისა და კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ექოსკოპია და რენტგენოგრაფია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზღვეული არის მთელი წლის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და უკვე აღარ ერიდება ხარჯების გამო ექიმთან მისვლას.

- რა მომსახურებას სთავაზობთ ბავშვებს?

- ბავშვებს ვთავაზობთ ყველა იმ მომსახურებას, რასაც ჩვენი კომპანიის სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი ითვალისწინებს. დაზღვევის დღიდან, ბავშვებს  ჰყავთ პედიატრი, რომელიც მთელი წლის მანძილზე უფასოდ მოემსახურებათ. წელიწადში ორჯერ მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაზღვეულისთვის, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების ჩატარება სრულიად უფასოა. ბავშვებს  პოლისით დაუფინანსდებათ კონსულტაციები და ლაბორატორიული გამოკვლევები კლინიკა "კურაციოში" თბილისში, ხოლო რეგიონებში - იქ არსებულ წამყვან ამბულატორიულ კლინიკებში.

ასევე  მშობლისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაზღვევით ანაზღაურდება ყველა გაუთვალისწინებელ და არასასიამოვნო მოულოდნელობასთან დაკავშირებული ხარჯების დიდი ნაწილი. ჩვენი დაზღვევა ითვალისწინებს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის უეცარი გაუარესებით, ტრავმით, მოწამვლით, დამწვრობით და სხვა მსგავსი შემთხვევით.

- გაქვთ თუ არა  დაზღვევის საოჯახო პაკეტი?

- ჩვენ შეგირჩევთ თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მორგებულ საოჯახო პაკეტს, იმის მიხედვით, თუ რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი, ჩვენ ყველა წევრის მოთხოვნას ვითვალისწინებთ: მაგალითად, შეიძლება ზოგს უნდა, რომ უფრო მეტი შეღავათები მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების დროს ჰქონდეს, ზოგის აუცილებელი მოთხოვნაა პოლისში სტომატოლოგიური მომსახურების არსებობა. ჩვენ თითოეული ოჯახის წევრის მოთხოვნას და საჭიროებას ვითვალისწინებთ. შედეგად ოჯახი ყველაზე ოპტიმალურ და მოთხოვნებზე მისადაგებულ საოჯახო პოლისს იძენს.

როდესაც საოჯახო პაკეტს ყიდულობს მომხმარებელი, ჩვენ სპეციალურ, 10%-ან ფასდაკლებას ვთავაზობთ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ადამიანის მოთხოვნებს და შესაძლებლობებს და მათთვის ფასით და სადაზღვევო პირობებით ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტს ვარჩევთ.

- რა სახის ოპერაციებს აფინანსებს პოლისი "მედი"?

- გვინდოდა, რომ ჩვენი პოლისის მფლობელი არასასიამოვნო მოულოდნელობებისგან და მასთან დაკავშირებული მსხვილი ხარჯებისგან დაცული ყოფილიყო.

მოგეხსენებათ, რომ არასოდეს ვართ დაზღვეულები გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. ამიტომ შევიტანეთ ჩვენს სადაზღვევო პოლისში დაზღვევა უბედური  შემთხვევისგან. დაზღვეული ყველა იმ ხარჯებისგან არის დაცული, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ისეთი მოულოდნელობით, როგორიცაა სიმაღლიდან ჩამოვარდნა, დამწვრობა, ავტოსაგზაო შემთხვევა და ა.შ.

ასევე დაიფარება გადაუდებელი ოპერაციები: იგულისხმება ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესება, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო ჩარევა. ასეთ დროს ჩვენ დაზღვეულს ვუფინანსებთ ქირურგიულ ოპერაციებს და მკურნალობას საავადმყოფოში.

- ითვალისწინებს თუ არა თქვენი პოლისი სტომატოლოგიურ მომსახურებას?

- ჩვენი სადაზღვევო პოლისი, რომლის ღირებულება თვეში 30 ლარია "მედი-30", სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. ეს ეხება ისეთ სტომატოლოგიურ მომსახურებას, როგორიცაა კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩება, კბილის ამოღება, კბილის დაბჟენა, ქვებისა და ნადებების მოცილება და სხვა პროცედურების ჩატარება.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია "ჯიპიაი ჰოლდინგის" პარტნიორ კლინიკაში.  ასევე ჩვენ ავანაზღაურებთ აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებულ მედიკამენტების  ხარჯებსაც.

- რა შეღავათები გაქვთ მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით?

- მოგეხსენებათ, რომ მედიკამენტებზე ფასები საკმაოდ მაღალია. ჩვენი დაზღვეულების წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებიცაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საჭირო მედიკამენტების ხარჯების ნაწილის ანაზღაურება ჩვენს თავზე აგვეღო. მოკლედ, საკითხს ასე მივუდექით, ჩვენ დაზღვეულს ვუფინანსებთ იმ მედიკამენტების დიდ ნაწილს, რომელიც ჯანმრთელობისთვის ყველაზე აუცილებელი და ფართოდ მოხმარებადია. ამ სიაში შედის წნევის დამწევი საშუალებები, თავის ტკივილისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები. ერთი სიტყვით, სიაში შესულია ყველა ფართო მოხმარების პრეპარატი. მაგალითად, პოლის "მედი–30"-ის მფლობელებს ასეთი წამლების ხარჯების 50%-ს ჩვენ ვუნაზღაურებთ.

თუმცა არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ჩვენ სხვა მედიკამენტების ხარჯებს არ ვანაზღაურებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა მედიკამენტების ხარჯებსაც ვფარავთ, მაგრამ განსხვავებული პროცენტით.

მინდა რამდენიმე სიტყვით აღვწერო ის პროცედურა, რაც მედიკამენტის შეძენასთან და ჩვენ მიერ თანხის ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული. წამალი პაციენტს აუცილებლად ექიმმა უნდა გამოუწეროს შესაბამის სამედიცინო ბლანკზე, რის შემდეგაც დაზღვეული ამ მედიკამენტს აფთიაქში შეიძენს, ხოლო სალაროს ქვითარს და შემოსავლის ორდენს ჩვენი კომპანიის ანაზღაურების ჯგუფს წარუდგენს. ამის შემდეგ მოხდება მედიკამენტებზე დახარჯული თანხის ნაწილის უკან დაბრუნება, რომელიც დაზღვეულს პოლისით ეკუთვნის.

- როგორ ხდება პოლისის გაფორმება?

- პოლისის გაფორმება ჩვენთან ძალიან გამარტივებულია. დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გამოიძახოს ჩვენი სადაზღვევო კონსულტანტი, რომელიც მისთვის სასურველ დროსა და ადგილზე მივა, აუხსნის მას დაზღვევის პირობებს და სურვილის შემთხვევაში გაუფორმებს ხელშეკრულებას. პოლისის გაფორმება თბილისში მდებარე ჩვენს ცენტრალურ ოფისშიც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ გვაქვს ფილიალები: ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, მარნეულში, თელავში, მცხეთაში, ზუგდიდში, მოკლედ, მთელ საქართველოში. ჩვენი პოლისის შეძენა და დაზღვევით სარგებლობა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი.

ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან კლინიკებთან და რეგიონის მოსახლეობას ჩვენს პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლია მომსახურების მიღება.

- როგორ ხდება თანხის ანაზღაურება?

- თანხის ანაზღაურების პროცედურა მაქსიმალურად გავამარტივეთ. როდესაც დაზღვეული კლინიკა "კურაციოში" ან პირად ექიმთან მიდის კონსულტაციაზე, ექიმი მას აძლევს დანიშნულების ფურცელს, სადაც აღნიშნულია, რა მომსახურებას იტარებს დაზღვეული და ამ მომსახურების ღირებულების რა ნაწილი უნდა გადაიხადოს მან.  შესაბამისად - დაზღვეული იხდის მხოლოდ დარჩენილ პროცენტს. მაგალითად, "მედი-30"-ის მფლობელებს 90%-ით უფინანსდებათ "კურაციოში" მომსახურება. თუ დაზღვეულს სჭირდება სპეციალისტთან კონსულტაცია და ექოსკოპია, იხდის მომსახურების მხოლოდ 10%-ს, ხოლო დანარჩენ 90%-ს ავტომატურად აფინანსებს პოლისი.

რეგიონებში ჩვენ გვყავს პირადი ექიმები. პირადი ექიმი "მედით" დაზღვეულებს "ჯიპიაის" პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში მოემსახურება. მას შემდეგ, რაც დაზღვეული თავის პირად ექიმს მიმართავს, ექიმი მას გამოუწერს დანიშნულების ფურცელს, სადაც აღნიშნულია, რა მომსახურებას იტარებს დაზღვეული და ამ მომსახურების ღირებულების რა ნაწილი უნდა გადაიხადოს.

R