"მაკროეკონომიკურად "ქართულმა ოცნებამ" შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა"
"მაკროეკონომიკურად "ქართულმა ოცნებამ" შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა"
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული შევარდაძის მმართველობის დროინდელ ნიშნულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა.

ბაქრაძის თქმით, საგარეო ვალი ხმარდება არა სოციალურ პაკეტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკის გადარჩენას, არამედ კორუფციულ პროგრამებს.

"ყველაზე მაღალი საგარეო ვალი საქართველოს შევარდნაძის პერიოდში ჰქონდა, როდესაც ქვეყანა მართლა დანგრევის პირას იყო და ის შიდა პროდუქტის 63%-ს შეადგენდა. გაისად საქართველოს საგარეო ვალი შიდა პროდუქტის 61% იქნება, ანუ, ფაქტობრივად,
მაკროეკონომიკურად "ქართულმა ოცნებამ" შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი და ეკონომიკის ბოლომდე ჩამოშლა. რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, მთელი ეს აღებული თანხა ხმარდება არა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არა სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის პაკეტების შემუშავებას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, არა ეკონომიკის გადარჩენას, არამედ ხმარდება ბიუროკრატიულ ხარჯებს,
რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და ხმარდება კორუფციულ პროგრამებს. ორი უზარმაზარი უბედურებაა, ვალი, რომელიც ჩამონგრევით და დეფოლტით ემუქრება ჩვენს ეკონომიკას და არასწორად და კორუფციულად დახარჯული ფული, ანუ ამ ვალისგან არანაირი სარგებელიც არ აქვს ქვეყანას და ხალხს, ისე იხარჯება ამხელა ფული, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი გახლავთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები