PSP - მეექვსედ გახდა წლის რჩეული ბრენდი - კვირის პალიტრა

PSP - მეექვსედ გახდა წლის რჩეული ბრენდი

14 მარტს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2010 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება უკვე ტრადიციულად ტარდება კომპანია Global Idea-ს, გაზეთი the Financial-ის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.

ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნესდაჯილდოებად არის აღიარებული.

სულ 2010 წლის "ოქროს ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიაზე, რჩეულ ბრენდად, სხვადასხვა სფეროს 40-ზე მეტი კომპანია დასახელდა; აღსანიშნავია, რომ უკვე მეექვსედ, ფარმაციის წლის რჩეული ბრენდის ტიტული PSP-მ მიიღო.

2010  წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობას, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იღებენ. ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევა ავლენს ბრენდის პოპულარობას.

მისი მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა ფოკუსირებული. კომპანიების კრეატიული გადაწყვეტილებები, ბრენდის სავაჭრო ნიშნის ცნობადობა და მისი პოპულარიზაციისთვის გამოყენებული პროექტები ტრადიციულად კვალიფიციური ექსპერტების ჯგუფმა შეაფასა.

ნათია ჯინჭარაძე, "Global Idea"-ს დირექტორი: "ბრენდის, სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის გამოყენებულ პროექტებს 100-მდე ექსპერტი აფასებს, რომელთა ვინაობა საჯარო მხოლოდ ხმათა დათვლის შემდგომ ხდება. ნომინანტი ბრენდების შერჩევა მათი ცნობადობის, პოპულარობის, ასევე კომპანიის მიერ ამ ბრენდთან დაკავშირებით წარმოებული კრეატიული სარეკლამო კამპანიის გათვალისწინებით ხდება.”

გოჩა გოგილაშვილი, PSP ჯგუფის გენერალური დირექტორი: "უკვე მეექვსედ დაგვასახელეს რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად რაც ძალიან სასიხარულოა. ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მომხმარებლებიც და ექსპერტებიც ერთდროულად გვაღიარებენ ყველაზე წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანიად.

ეს გამარჯვება დასტურია იმისა, რომ PSP არის ნომერ პირველი ფარმაცევტული კომპანია, საიდანაც მომხმარებლებს მიეწოდებათ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები ყველაზე დაბალ ფასად.  PSP-ს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ყველაზე სანდო ფარმაცევტული კომპანიაა მომხმარებლისთვის. ურყევი ლიდერის პოზიცია გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას მომავალშიც გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მომხმარებელზე”.

- რა გეგმები აქვს PSP-ს 2011 წელს?

- სიახლეები  იგეგმება  PSP-ს ყველა ბიზნესმიმართულებით. 2011 წელს PSP-ს სააფთიაქო ქსელი განაგრძობს გაფართოებას, ძირითადად რეგიონებში. სულ მალე ამოქმედდება PSP-ს მრავალპროფილიანი, 150-საწოლიანი, ევროპული სტანდარტების საავადმყოფო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალკვალიფიციური კადრით, აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით და დაასაქმებს 1000-ზე მეტ ადამიანს.

ასევე, წელს დაიწყო ფუნქციონირება  PSP-ს სამედიცინო დაზღვევამ, რომელიც  წელსვე მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს სადაზღვევო ბაზრის კორპორატიულ სეგმენტზე. გარდა ამისა, PSP-ს საწარმო GMP 2011 წელს გააფართოებს მედიკამენტების სპექტრს. ამ ეტაპზე, ფარმაცევტული საწარმო წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს 7 ქვეყანაში და დაგეგმილია საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო ზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული წამლის საერთაშორისო დონეზე აღიარებას.

R