"რამდენიმე ასეული მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე", - ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები
"რამდენიმე ასეული მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე", - ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები
რამდენიმე ასეული მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - "ავერსი"; "პსპ" და "ჯიპისი". როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს;
შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, "ბიზნესპრესნიუსი" კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი.

რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე -
ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - "ავერსი"; "პსპ" და "ჯიპისი". როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, "ბიზნესპრესნიუსი" კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი.

კერძოდ, შპს "ავერსი-ფარმა ჯგუფის" მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20 174 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 456 542 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 282 021 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან - 33 493 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 135 233 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 457 709 000 ლარის აქტივებს. გაგრძელება
MTRX
04 დეკემბერი 2020 15:17
მეზიზღებოდა კომუნიზმი; მაშინაც კი მოსკოვიდან ცენტრალური კონტროლის პირობებში შესანიშნავად გრძნობდნენ თავს "ბიზნესმენი გრუზინები". ახლა მთელ ქვეყანას თვითონ მართავენ, დასკვნები თვითონ გააკეთეთ!!! დადეთ რააა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები