"ტაოპრივატბანკმა" სახელის გარდა იმიჯიც შეიცვალა - კვირის პალიტრა

"ტაოპრივატბანკმა" სახელის გარდა იმიჯიც შეიცვალა

"პრივატბანკში" ბიზნესის გაფართოებასა და კლიენტთა ბაზის სამჯერ გაზრდას გეგმავენ

ტაოპრივატბანკმა" საერთაშორისო ჯგუფ "პრივატბანკში" ინტეგრაციის პროცესი დაასრულა, რაც ბანკის ოფიციალური სახელწოდების ცვლილების გარდა, მომხმარებლისთვის საინტერესო და სასარგებლო ბევრ ცვლილებას გულისხმობს.

ახლა უკვე "პრივატბანკი" საქართველოში კლიენტებს გაუმჯობესებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისის მაღალ ხარისხს სთავაზობს. ქართული ბანკის გაერთიანება საერთაშორისო საბანკო ჯგუფში ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს საერთაშორისო დონის ფინანსურ ინსტიტუტთან ექნება ურთიერთობა.

გარდა ამისა, ფართოვდება "პრივატბანკის" ფილიალების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა "პრივატბანკის" მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმოკლეს დროში იყოს ხელმისაწვდომი. რამდენიმე დღეში გაიხსნება ახალი ფილიალები გორში, ბათუმსა და ქუთაისში. 5 აპრილიდან კი ბანკი არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს უპრეცედენტო აქციას შესთავაზებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ ახალ ანაბარზე მომხმარებელს დამატებით 2% სარგებელი დაერიცხება.

ამბობენ, რომ ზოგადად "პრივატბანკი" მსოფლიო დონის ტექნოლოგიებია, სადაც კლიენტის ყველაზე უკეთ ესმით. შესაბამისად, ქართული "ტაოპრივატბანკის" გაერთიანება საერთაშორისო საბანკო ჯგუფ "პრივატბანკში" და მისი რებრენდინგი, ლოგიკური დასასრული იყო პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. იმ დროს "ტაოპრივატბანკმა" მოიზიდა სტრატეგიული ინვესტორები უკრაინიდან და ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი უკრაინის უმსხვილესი ბანკი "პრივატბანკი" გახდა.

ცნობისათვის, დღეს "პრივატბანკი" ყველაზე ცნობილი ბრენდია უკრაინის ბაზარზე. არსებობის 18 წლის განმავლობაში, "პრივატბანკმა" შეძლო დაემტკიცებინა მომხმარებლისთვის, რომ შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ სირთულესა და გამოწვევას, შეიცვალოს, განვითარდეს და განახლდეს, რათა მუდმივად პასუხობდეს უახლეს მოთხოვნებსა და დროს.

გარდა იმისა, რომ "პრივატბანკი" აღიარებული ლიდერია საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტში, ყოველთვის დიდ წარმატებებს აღწევს საინვესტიციო კორპორაციულ ბიზნესში. შესაბამისად, ახალ დინამიკურ ბრენდთან ერთად "ტაოპრივატბანკმა" მიიღო წვდომა მასშტაბურ რესურსებზე, უმსხვილესი უკრაინული ბანკის გამოცდილებაზე და უნიკალურ საბანკო ტექნოლოგიებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ჯგუფ "პრივატბანკში" ინტეგრაციის პროცესი "ტაობანკისთვის" არც ისე რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან ბანკი იმთავითვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებდა თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. მთავარი შედეგი, რაც ბანკის გარდაქმნას უნდა მოჰყვეს, ტექნოლოგიების, მომსახურების კომპლექსის, მართვის სისტემისა და რისკების მართვის პოლიტიკის მოწინავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოყვანაა. სწორედ ეს არის, რაც მატებს თავდაჯერებულობას, როგორც ბანკის მენეჯმენტსა და მმართველ გუნდს, ასევე ქართველ მომხმარებელს.

საერთაშორისო ჯგუფ "პრივატბანკში" სათანადოდ აფასებენ ქართული ეკონომიკის პერსპექტივებს და ნაციონალური ფინანსური ბაზრის პოტენციალს. ამიტომ, ქართული "პრივატბანკის" გარდაქმნის პირობებში, ადგილობრივი ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები იშლება. საერთაშორისო საბანკო ჯგუფთან ფინანსური, საორგანიზაციო და ტექნოლოგიური რესურსების გაერთიანებით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში "პრივატბანკში" ბიზნესის გაფართოებასა და კლიენტთა ბაზის სულ მცირე, სამჯერ გაზრდას გეგმავენ.

გარდა ამისა, "პრივატბანკი" მომხმარებელს შესთავაზებს სულ უფრო მოწინავე საბანკო პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს, იზრუნებს უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე, გაზრდის საბანკო მომსახურების სისწრაფეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკის ნებისმიერ კლიენტს შეუძლია მიიღოს საბანკო მომსახურება 24 საათის განმავლობაში, მთელი კვირის განმავლოაბაში, "პრივატბანკის" ნებისმიერ ფიალიალში მისი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.

ხოლო ახალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით, მომხმარებელისთვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მისი პირადი საბანკო ანგარიშები.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2000 წელს "პრივატბანკი" პირველი ბანკი იყო უკრაინაში, რომელმაც სრულყოფილი ინტერნეტბანკინგი და მობილბანკინგის სისტემა დანერგა. ელექტრონული საბანკო მომსახურებით ახლა უკვე მილიონობით მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც.

"პრივატბანკის" ერთ-ერთი უახლესი საბანკო პროდუქტი - მომენტალური გადახდების სისტემა LiqPay-ია, რომელიც დღეს Visa-თან პარტნიორობით ინერგება. ეს ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესაძლებლობას აძლევს საბანკო ბარათების მფლობელებს, კომფორტულად და უსაფრთხოდ განახორციელონ გადახდები და ფულადი გადარიცხვები მობილური ტელეფონის დახმარებით.

სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტისთვის და საბანკო ბარათების ნებისმიერი მფლობელისთვის, იმის მიუხედავად, თუ რომელი ბანკის პლასტიკური ბარათით სარგებლობენ.

"პრივატბანკის" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კლიენტების მომსახურების მაღალი ხარისხია. სერვისის ხარისხის კონტროლი, ბანკის ყველა ფილიალსა და განყოფილებაში, ინტერაქტიული SMS ხარისხის კონტროლის სისტემით ხორციელდება. ბანკის ყოველ განყოფილებას, სალაროს, ბანკომატს თავისი უნიკალური ნომერი აქვს. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა გაგზავნოს SMS-ი შესაბამისი კოდით და მიუთითოს უკმაყოფილების საბაბი. რამდენიმე წამში, ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას საბანკო განყოფილების დირექტორი კითხულობს და შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის პრობლემის გადასაწყვეტად.

ცნობისათვის, ბანკის სახელწოდების შეცვლა არ გამოიწვევს ცვლილებების შეტანას იმ უფლებებსა და მოვალეობებში, რომელიც "ტაოპრივატბანკს" თავისი კლიენტებისა და კონტრაგენტების წინაშე მანამდე ჰქონდა აღებული, ყველა მოლაპარაკება და შეთანხმება, რომელიც ბანკს მანამდე ჰქონდა ნაკისრი, ინარჩუნებს ძალას. ბანკის სახელწოდების ცვლილების გამო, ახალი შეთანხმების გაფორმება, აუცილებლობას არ წარმოადგენს.

R