ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება - კვირის პალიტრა

ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.

"დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"