"სოკარ ჯორჯია გაზმა" გაზიფიცირებით კიდევ ერთი სოფელი გაახარა - კვირის პალიტრა

"სოკარ ჯორჯია გაზმა" გაზიფიცირებით კიდევ ერთი სოფელი გაახარა

მარნეულის რაიონში გაზმომარაგების საზეიმო აღნიშვნას, ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ

გასულ კვირას, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში გაზსადენის მშენებლობის დასრულება საზეიმოდ აღნიშნა. გაზსადენის გახსნის ცერემონიალს კომპანიის წარმომადგენლები და ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. ბაილარში გაზსადენის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური,  კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი და "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი ანარ მამადოვი. ბაილარში გაზსადენის გახსნას ასევე ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

"სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ აშენებული გაზსადენი სოფელ ბაილარში 9 კილომეტრი სიგრძისაა და  საშუალებას მისცემს 289 პოტენციურ აბონენტს ჩაერთოს გაზმომარაგების ქსელში და შესაბამისად, მიიღოს ბუნებრივი აირი. საქართველოს ყველა რეგიონის, სოფლის გაზიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებაზე.

მარნეულის რაიონში "სოკარ ჯორჯია გაზი" საერთო ჯამში 128 კილომეტრი სიგრძის გაზსადენების მშენებლობას გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულებისთანავე 4 438 პოტენციურ აბონენტს საშუალება ექნება, რომ გაზმომარაგების ქსელში ჩაერთოს.

ეს არის "სოკარ ჯორჯია გაზის" სამი წლის ვადაზე გაწერილი საინვესტიციო პროგრამა, რომელიც  2009-2011 წლებს მოიცავს. აღნიშნული საინვესტიციო პროგრამის  თანახმად, "სოკარ ჯორჯია გაზი" ქვემო ქართლის მხარეში 514 კილომეტრი სიგრძის ახალ გაზსადენებს ააშენებს. ამ გაზსადენით კი 22 433 პოტენციური აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის ქსელში. მთელი საქართველოს მასშტაბით კი "სოკარ ჯორჯია გაზი" 1 500 კილომეტრი სიგრძის ახალ გაზსადენს გაიყვანს, რომლის საშუალებითაც 150000-ზე მეტი აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

ამჟამად გაზსადენის მშენებლობა მარნეულის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს, მათ შორის ქუთლარში, ბაიდარში, იმირსა და ალგეთში. ახლო მომავალში უწყვეტი გაზმომარაგებით აღნიშნული სოფლების მოსახლეობაც იქნება უზრუნველყოფილი.

ზოგადად, მთელი ქვეყნის გაზიფიცირების მიზნით შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" საქართველოში 30 გაზგამანაწილებელ კომპანიას ფლობს და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი აქვს მოცული. აღნიშნული გაზგამანაწილებელი კომპანიები აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მარაგდებიან, რაც გარანტიაა მისი უწყვეტი მომარაგებისა და ფასის ხანგრძლივი სტაბილურობის.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" საქართველოს ბაზარზე 2007 წლის აგვისტოში გამოჩნდა და იმთავითვე ამბიციური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები დაისახა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ბუნებრივი გაზით სოციალური და კომერციული მომხმარებლის უზრუნველყოფაა.

მხოლოდ 2009-2010 წლებში კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოს მასშტაბით 880 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი ააშენა და საერთო ჯამში 87000 აბონენტს მისცა შესაძლებლობა ესარგებლათ ბუნებრივი აირით.

ამ ეტაპზე, კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია" ასრულებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს გაზსადენებზე, რომელთა საერთო სიგრძე 546 კილომეტრია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 22 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთვება გაზმომარაგების ქსელში და უამრავ ოჯახში შევა ბუნებრივი აირი.

R