"პირველი საკრედიტო კავშირი" - საფინანსო სფეროს ყველაზე ინოვაციური ინიციატივა - კვირის პალიტრა

"პირველი საკრედიტო კავშირი" - საფინანსო სფეროს ყველაზე ინოვაციური ინიციატივა

ცოტა ხნის წინ საქართველოში "პირველი საკრედიტო კავშირი" დაფუძნდა. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით იზიდავს დეპოზიტებს და გასცემს სესხებს.

საკრედიტო კავშირის წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იმავდროულად კავშირის აქციონერიც ხდება.

"პირველი საკრედიტო კავშირის" პრიორიტეტი თავისი წევრების ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა, პროცედურების მოქნილობა და გამჭვირვალობა წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს ოპერაციების სიმარტივეს, ანაბრის მიღებისა და სესხის გაცემის პროცედურების გამჭვირვალობას და კიდევ, კავშირის ყოველ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში.

"პირველი საკრედიტო კავშირი" სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პარტნიორია, მათ შორის არის უკრაინული საკრედიტო კავშირი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური დაწესებულებაა ყოფილ დსთ-ის სივრცეში.

საკრედიტო კავშირების მსოფლიო გაერთიანების ცნობით, მსოფლიოს 97 ქვეყანაში საკრედიტო კავშირის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 43% საკრედიტო კავშირის წევრია, კანადაში კი მოსახლეობის 48%. დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საკრედიტო კავშირი მდგრადი სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. მსოფლიო მასშტაბით საკრედიტო კავშირებს 200 მილიონი წევრი და 1,4 ტრილიონი დოლარის აქტივები აქვს.

გივი კორინთელი ("პირველი საკრედიტო კავშირის" დირექტორი): "გამომდინარე საკრედიტო კავშირის ბუნებიდან, ჩვენ უპირატესად ჩვენი წევრების მაქსიმალურ სარგებელზე ვზრუნავთ. ბანკებისგან განსხვავებით, რომლის მოგება მხოლოდ მის აქციონერებზე ან დამფუძნებლებზე ნაწილდება, საკრედიტო კავშირს აქვს საშუალება, რომ თავის წევრებზე, რომლებიც მისი აქციონერებიც არიან, მომავალი მოგების ნაწილი წინასწარ გადაანაწილოს.

ამის გაკეთება მარტივად არის შესაძლებელი შემოტანილ ანაბრებზე მაღალი სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო კავშირის მიერ დარიცხული სარგებელი ზოგჯერ 40-50%-ით, ხშირ შემთხვევაში კი 75%-ით მეტია, ვიდრე საბანკო სარგებელი. მაგალითად, დღეს წამყვანი ბანკების მიერ დეპოზიტებზე გაცხადებული საპროცენტო სარგებელი მაქსიმუმ 11,5 %-ია, მაშინ როცა საკრედიტო კავშირი იმავე პროდუქტზე მომხმარებელს 17%-ს სთავაზობს.

"პირველი საკრედიტო კავშირი" მეპაიეების (წევრები) მფლობელობაა, რომლებიც თანაბრად არიან პასუხისმგებელი კავშირის საქმიანობაზე, ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს და კავშირის განვითარებაზე ზრუნავენ. კავშირს მართავს საზედამხედველო საბჭო და გამგეობა, რომლის თავმჯდომარე წარმოადგენს აღმასრულებელ დირექტორს.

"პირველ საკრედიტო კავშირში" გაერთიანებული არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ხოლო კავშირის მმართველობას წარმოადგენენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილება, როგორიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, გერმანიის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და სხვა.

საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური დაწესებულებაა, რომელიც თავისი წევრებისგან იღებს ანაბრებს, გასცემს სესხებს. "პირველი საკრედიტო კავშირის" ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას".

მამუკა მაჭავარიანი ("პირველი საკრედიტო კავშირის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ბანკის ღირსეული ალტერნატივა, რათა ღირსეული კონკურენცია გაგვეწია. ამერიკაში საკრედიტო კავშირები საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, დაახლოებით 12 ათასი საკრედიტო კავშირია. შევისწავლეთ კანონმდებლობა და მივიღეთ კიდეც გადაწყვეტილება. "პირველი საკრედიტო კავშირი" ყოფილი ბანკირებისა და ფინანსისტების ერთგვარი გაერთიანებაა.

ამ ეტაპზე კავშირი 60-მდე წევრს აერთიანებს. ჩვენი ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება, ხოლო ბანკებთან შედარებით უფრო მოქნილი პირობებით გავცემთ სესხებს ჩვენი კავშირის წევრებზე. "პირველი საკრედიტო წევრი" კი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი მსურველი, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენისა და ერთჯერადი საწევროს - 50 ლარის გადახდის შემთხვევაში. საკრედიტო კავშირი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, დემოკრატიული ფინანსური ინსტიტუტი, რომლის კრედიტორები მისი წევრები არიან. ბუნებრივია, რომ მათზე უფრო შეღავათიანი პირობებით მოხდება სესხის გაცემა. ჩვენი კავშირის კრედოა - იყავი უფრო აქტიური და მიიღე მეტი მოგება".

"პირველი საკრედიტო კავშირი" უზრუნველყოფს ანაბარზე მაღალ სარგებელს, მაქსიმალურ გარანტიასა და ფინანსური ოპერაციების სრულ გამჭვირვალობას. ბანკებისგან განსხვავებით, "პირველი საკრედიტო" კავშირი ანაბრებს ლიკვიდური აქტივებით უზრუნველყოფს, მათ შორის

ოქროთი და უძრავი ქონებით.

R