"ელიტ ელექტრონიქსი" და HP პარტნიორები გახდნენ - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსი" და HP პარტნიორები გახდნენ

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" და HP-მ  ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამიერიდან, "ელიტ ელექრონიქსი“ მსოფლიოს წამყვანი კომპიუტერული კომპანიაა. HP-ის ოფიციალური პარტნიორია საცალო ბაზარზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბრენდი "ელიტ  ელექტრონიქსის" ქსელში თავისი  უახლესი მიღწევებით შემოვა.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია მოიცავს კომპიუტერულ პროგრამებს, პრინტერებს, სერვისს, პერსონალურ კომპიუტერებს, Iთ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ, უსაფრთხო კავშირს, კომუნიკაციას და აერთიანებს მსოფლიოს.  HP-ის მიერ წარმოებული პროდუქტები მორგებულია კორპორაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის და ასევე ინდივიდუალური მომხმარებლების მოთხოვნებზე.

დიმიტრი გოზალიშვილი (კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" დირექტორის მოადგილე): "2011 წელს ჩვენ ვგეგმავთ ფოკუსირება გავაკეთოთ IT ტექნოლოგიებზე. აქამდე თუ ჩვენი გაყიდვების თითქმის 90% საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოდიოდა, წელს ვაპირებთ, რომ ჩვენს ქსელში რეალიზაციის 30% IT ტექნიკას დავუთმოთ. მოგეხსენებათ, რომ კომპიუტერული კომპანია HP ლიდერია ამ მიმართულებით. ჩვენ ვხდებით სტრატეგიული პარტნიორები საცალო გაყიდვების მიმართულებით.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქსელში წარმოდგენილი იქნება კომპანია HP-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ხელსაყრელ ფასად და სპეციალური შეთავაზებით. გარდა ამისა, ჩვენი კონსულტანტები, რომლებიც მოემსახურებიან მომხმარებელს, საერთაშორისო დონის ტრენინგს გაივლიან, ასე რომ, "ელიტ ელექტრონიქსის" მომხმარებელი ამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგებს ძალიან მალე იგრძნობს.

რაც მთავარია, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ჩვენ კომპანია HP-თან გავაფორმეთ, ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან წლების განმავლობაში ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ ტექნოლოგიებზე ყველაზე კარგი შეთავაზება და ყველაზე კარგი პირობები ჩვენს ქსელში იქნება. პროექტი სტარტს აიღებს აპრილიდან, ხოლო აქტიურ ფაზაში მაისიდან შევა.

IT ტექნოლოგიების თვალსაზრისით, დღეს მსოფლიოში აქტუალურია პერსონალური კომპიუტერები, ამიტომ პირველ ეტაპზე აქცენტს სწორედ ამ პროდუქციაზე გავაკეთებთ. თუმცა, მაღაზიების ქსელში, რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე 30-ია, გვექნება HP-ის მიერ წარმოებული სხვა აქსესუარებიც."

ალექსეი ანისიმოვი ( HP-ის რეგიონალური მენეჯერი საქართველოში): "ჩვენ გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია "ელიტ ელექტრონიქსთან" და ამით გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას მათთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირი საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ ორ კომპანიას შორის და დავრწმუნდით, რომ კარგად გვესმის ერთმანეთის. HP საქართველოს ბაზარზე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არის წარმოდგენილი და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის ყველა სეგმენტში, მათ შორის საცალო ბაზარზეც. "ელიტ ელექტრონიქსთან" პარტნიორობა დაგვეხმარება კიდევ უფრო განვვითარდეთ, რადგან ახლა ურთიერთობა გვექნება საქართველოს საცალო ბაზრის ყველაზე მსხვილ წარმომადგენელთან.

"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიების ფართო ქსელის საშუალებით ჩვენი პროდუქცია საქართველოს ყველა ქალაქში იქნება წარმოდგენილი. "ელიტ ელექტრონიქსის" საშუალებით საქართველოს ბაზარს გავუზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც HP-ს მსოფლიო მასშტაბით ოპერირების საფუძველზე დაუგროვდა. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს ორივე კომპანიას კიდევ უფრო განვითარდეს. ეს სწორედ ის არის, რისთვისაც ორივე პარტნიორი კომპანია ისწრაფვის.

საქართველო HP-სთვის მეტად საინტერესო ბაზარია, სადაც ბევრი შესაძლებლობაა, "ელიტ ელექტრონიქსი" წამყვანი მოთამაშეა საქართველოს ტექნიკის ბაზარზე, ძლიერი მენეჯმენტითა და ბიზნესისადმი თავისუფალი მიდგომით. ბაზრის ლიდერობამ და ასევე ინტერესებისა და სტრატეგიის თანხვედრამ გამოიწვია  HP-ის და "ელიტ ელექტრონიქსის" პარტნიორობა. გვინდა, რომ ამ  პარტნიორობამ უზრუნველყოს მომხმარებლის ყველა მოთხოვნა და მოიტანოს საუკეთესო შედეგები ბიზნესში".

ია ნადირაშვილი ("ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი) - "HP საქართველოში 90-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა დღემდე, საცალო ბაზარზე აღნიშნული ბრენდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი არც ერთ კომპანიას არ ჰქონია. "ელიტ ელექტრონიქსი", როგორც  HP-ის პარტნიორი, მისი გაყიდვებისა და მარკეტინგის პრომოპროგრამების თანამონაწილე ხდება, რომელსაც აქვს წვდომა უახლეს პროდუქტებსა და ინფორმაციაზე, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანსა და საუკეთესო ფასებს გულისხმობს. გარდა ამისა, ჩვენს ქსელში მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ ექსკლუზიური მოდელებიც".

R