43-11-22 - "პოპულის" ცხელი ხაზი თქვენს სამსახურში - კვირის პალიტრა

43-11-22 - "პოპულის" ცხელი ხაზი თქვენს სამსახურში

კომპანია "პოპული" ყოველთვის ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი ყველა სურვილი, მოთხოვნა და დაკვეთა შეასრულოს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც "პოპულში" მოქმედებს ცხელი ხაზი - 43-11-22, სადაც მომხმარებელს შეუძლია უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის საინტერესო, საჭირო ინფორმაცია და ასევე გაუზიაროს კომპანიის წარმომადგენელს თავისი შეხედულება, პრეტენზია ან უბრალოდ მადლობა გადაუხადოს.

"პოპულის" ცხელ ხაზზე დარეკვა რა თქმა უნდა უფასოა და მისი მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო თბილისის მოსახლეობას, არამედ საქართველოს ყველა იმ რეგიონის მომხმარებელს, სადაც "პოპულის" სავაჭრო ქსელი არსებობს.

ლიკა მიქაუტაძე (კომპანია "პოპულის" მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი): "ისეთი კომპანიისთვის, როგორიც "პოპულია", სადაც ყოველდღე დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იძენს მისთვის სასურველ პროდუქციას, აუცილებელი პირობაა, არსებობდეს უწყვეტი კომუნიკაციის არხი. რადგან "პოპული" სახალხო ქსელია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ემსახურება, საჭიროდ მივიჩნიეთ შეგვექმნა ცხელი ხაზის სამსახური.

"პოპულის" ცხელი ხაზი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ მომხმარებელთან მივიტანოთ ეს სიახლე, გვინდა, რომ "პოპულის" მომხმარებელმა იცოდეს, თუკი მას გაუჩნდება რაიმე კითხვა ან უბრალოდ სურვილი ექნება გაგვიზიაროს თავისი აზრი, ჩვენი ცხელი ხაზი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე, მომხმარებელს აქ შეუძლია "პოპულთან" და "პოპარტბარათთან" დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დარეკოს და მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია.

- ძირითადად რა საკითხთან დაკავშირებით რეკავს მომხმარებელი "პოპულის" ცხელ ხაზზე?

- მაგალითად აინტერესებთ რამდენი "პოპულარი" აქვთ დაგროვილი ბარათზე. შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ამ ინფორმაციის მიღება ავტომატურად არის შესაძლებელი და ცხელი ხაზის ოპერატორი მომენტალურად აკმაყოფილებს მომხმარებლის ინტერესს. ზოგჯერ მომხმარებელი ცხელ ხაზზე რეკავს იმისთვის, რომ დაკარგული ბარათი გაყინოს, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბარათზე არსებული "პოპულარებით" ან ახალ ბარათზე დაგროვილი ქულების გადატანა სურს.

არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ითხოვს საკუთარ ბარათზე არსებული ტრანზაქციების ამონაწერს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ბარათით სარგებლობს, შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სად, რომელ მაღაზიაში და რამდენი პროდუქტი იყიდა, შესაბამისად რამდენი ლარი დახარჯა. ჩვენს საინფორმაციო ბაზაში სრულად ინახება ინფორმაცია "პოპარტბარათზე" არსებული ტრანზაქციების შესახებ. ასე რომ, თუ მომხმარებელს სურს გააკეთოს ანალიზი, მაგალითად თვის განმავლობაში რამდენს ხარჯავს "პოპულის" ქსელში, მარტივად შეუძლია გაიგოს "ცხელი ხაზის" დახმარებით.

მომხმარებელი ხშირად სარგებლობს "პოპულის" ცხელი ხაზით, როდესაც მაგალითად სურს მიიღოს ინფორმაცია კომპანიის მიერ შეთავაზებული აქციების შესახებ. ხშირად რეკავენ და აინტერესებთ, რას ვთავაზობთ იმ კვირის "შოკფასში". ძირითადად რეკავენ ორშაბათს ან სამშაბათს, რათა გაიგონ რა პროდუქტი იქნება წარმოდგენილი "პოპულის" სავაჭრო ქსელში ოთხშაბათს "შოკფასად" და რა ეღირება. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მოხმარებელი იჩენს ინტერესს ოთხშაბათის აქციის მიმართ და წინასწარ სურს იცოდეს, იქნება თუ არა "შოკფასში" მისთვის საინტერესო პროდუქტი.

ხშირად რეკავენ ცხელ ხაზზე იმისთვის, რომ უკეთ გაერკვნენ "პოპულის" მიერ გამოცხადებული ამა თუ იმ აქციის არსში. მაგალითად გვეკითხებიან რა არის "პოპბრენდი", "პოპფასი". შესაძლოა მომხმარებელმა ტელევიზიით ნახა რეკლამა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაერკვა, შესაბამისად რეკავს ტელეფონის ნომერზე - 43-11-22 და ოპერატორისგან დეტალურ ინფორმაციას იღებს. სხვათა შორის, ოპერატორებს გავლილი აქვთ შესაბამის ტრენინგი და ზედმიწევნით იციან პასუხი მომხმარებლისთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

- ცხელი ხაზის საშუალებით თუ არის შესაძლებელი "პოპულში" არსებული ვაკანსიების გაგება?

- რა თქმა უნდა შესაძლებელია და მომხმარებელი ამ კითხვითაც ხშირად რეკავს ჩვენს ცხელ ხაზზე. აინტერესებთ, რა ვაკანსიები გვაქვს იმ მომენტისთვის. სხვათა შორის, მაშინვე ხდება ამ ვაკანსიების გაცნობა დაინტერესებული პირისთვის და შემდეგ კომპანიის HR სამსახურთან დაკავშირება.

- შემიძლია თუ არა, ცხელი ხაზის დახმარებით დავადგინო ჩემთვის საინტერესო პროდუქცია თუ აქვთ "პოპულის" კონკრეტულ მაღაზიაში?

- მოგეხსენებათ, რომ "პოპულის" მაღაზიები ფორმატებად არის დაყოფილი და შესაბამისად მცირე ფორმატში არ ეტევა პროდუქციის ის ასორტიმენტი, რისი დატევაც შესაძლებელია XL ფორმატში. იმისათვის, რომ მომხმარებელმა არ დაკარგოს დრო და დამატებითი ხარჯი არ გაწიოს, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და მიიღოს ინფორმაცია, არის თუ არა მისთვის საინტერესო პროდუქტი მაგალითად მისი სახლის მახლობლად მდებარე "პოპულის" მაღაზიაში.

ხშირად რეკავენ ცხელ ხაზზე კითხვით, თუ რა საჩუქრების მიღება შეუძლიათ ბარათზე დაგროვილი "პოპულარებით". აინტერესებთ, რა ნივთებია წარმოდგენილი ან დარჩენილი "ვილეროი და ბოხის" კატალოგში. ცხელი ხაზის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ასევე დაუკავშირდეს "პოპულის" რომელიმე კონკრეტული განყოფილების თანამშრომელს.

ცხელ ხაზზე მომხმარებელს შეუძლია დაგვიტოვოს შენიშვნა, პრეტენზია ან თუ კმაყოფილია ჩვენი რომელიმე ფილიალის, მენეჯერის მომსახურებით მადლობა გადაუხადოს მას. ასეთი ინტერაქტივი მომხმარებელთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დროულად აღმოვფხვრათ არსებული ხარვეზები და მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ მომხმარებლის მოთხოვნებთან, მის გემოვნებასა და სურვილებთან.

მეტსაც გეტყვით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის შენიშვნისა თუ რჩევის საფუძველზე აღმოგვიჩენია მნიშვნელოვანი ხარვეზი და შემდეგ ეს ურთიერთობა ყურადღებიანი მომხმარებლისთვის საჩუქრების გადაცემითაც დასრულებულა.

"პოპულის" ცხელი ხაზი დღეს მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მარტივი და მოხერხებული გზაა მომხმარებლის მოთხოვნების შესასწავლად.

R