"ბილაინი" აბონენტებისთვის ბინას ათამაშებს - კვირის პალიტრა

"ბილაინი" აბონენტებისთვის ბინას ათამაშებს

"ბილაინის" ყველაზე იღბლიანი აბონენტი, სულ მალე, თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ახალაშენებულ სახლში, ბინის მფლობელი გახდება. კომპანია "ბილაინმა" ახალი წამახალისებელი გათამაშება წამოიწყო, რომელიც 19 აპრილიდან 17 ივნისამდე გასტანს. ლატარიაში მთავარი პრიზის გარდა ფულადი ჯილდოებიც გათამაშდება.

"ბილაინის" გათამაშებაში მონაწილეობისთვის აბონენტმა უნდა შეავსოს ტელეფონის ბალანსი 3 ლარით და ყოველ ჯერზე ლატარიის ერთ ბილეთს მიიღებს. "ბილაინის" წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის აბონენტებმა უნდა აკრიფონ *500#. გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც "ბილაინის" არსებულ, ისე ახალ და სხვა ქსელიდან პორტირებულ აბონენტებს.

"ბილაინის" ეს წამახალისებელი აქცია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა კი ლოტოტრონის პრინციპით მოხდება. გამარჯვებული  გამოვლინდება 19 ივნისს, 18:30 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.

"ბილაინის" გათამაშებაში მთავარი პრიზი თბილისში, ახალაშენებულ სახლში მდებარე ოროთახიანი ბინაა. სახლის მშენებლობას, რომელშიც "ბილაინის" გათამაშების გამარჯვებული იცხოვრებს, კომპანია "კალასი" აწარმოებს. ლატარიის მთავარი პრიზი ბაგებში, "ვაკე-პალასის" საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს.

როგორც კომპანია "ბილაინის" წარმომადგენლები აცხადებენ, მათი აბონენტების რიცხვმა უკვე მიაღწია მილიონს, ამიტომ მეტი სტიმული და შესაძლებლობა აქვთ აბონენტებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შესთავაზონ.

KvirisPalitra.Geანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ეს წამახალისებელი გათამაშება, პრიზები - ბინა და ფულადი ჯილდო ხელმისაწვდომია როგორც არსებული აბონენტებისთვის, ისე მათთვის, ვინც მომავალი ორი თვის განმავლობაში გახდება ჩვენი აბონენტი. ასე რომ, ეს კიდევ ერთი სასიამოვნო მიზეზია ჩვენს ქსელში პორტირებისთვის.

ჩვენი აბონენტებისთვის ისეთი გათამაშება გავაკეთეთ, რომელიც მათგან დამატებით ძალისხმევასა და ხარჯს არ მოითხოვს. საკმარისია მხოლოდ შეავსონ ტელეფონის ბალანსი და ამის შედეგ მიიღებენ ლატარიის ერთ ბილეთს. რატომ გადავწყვიტეთ ამ ლატარიის მოწყობა? იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი აბონენტი გვყავს და გვინდოდა ისინი რამით გაგვეხარებინა.

ვიფიქრეთ რა გაუხარდებოდათ ყველაზე მეტად საქართველოს აბონენტებს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს იქნებოდა კარგი ბინა, კარგ სახლში და თბილისის კარგ რაიონში. შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ ეს სახლი ყველაზე მეტად მოგვეწონა. ბინა ამ სახლში სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ახალია, ისეთივე ახალი, როგორიც თავად კომპანია "ბილაინი".

ბინის გარდა გავათამაშებთ სხვადასხვა ოდენობის ფულად პრიზებსაც და გამარჯვებულებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დახარჯავენ მოგებულ თანხას.

სულ მალე ჩვენი აბონენტების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გათამაშებაში კონკურენცია მძაფრი იქნება. ასეთი სახის გათამაშება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ სხვა კომპანიებსაც მისცე საშუალება შექმნან ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს ჩვენი მუშაობის უცვლელი კონცეფციაა. ეს არის ის, რასაც "ბილაინი" ყოველთვის აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ამ გზით გააგრძელებს სვლას."

R