"ნატახტარი" - ყოველთვის ახალი - კვირის პალიტრა

"ნატახტარი" - ყოველთვის ახალი

თომას შვინდი: "შენს გვერდით მოხარშული ლუდი საუკეთესოა..."

"48 წლის ვარ და ლუდის ხარშვის მრავალწლიანი გამოცდილება გამაჩნია. ლუდსახარშში 4 წლის ასაკიდან ვარ, რა თქმა უნდა, მაშინ მამაჩემს დავყვებოდი, რომელიც გერმანიაში  ლუდის ხარშვის სპეციალისტი იყო. ამჟამად ჩვენს ოჯახში ამ ტრადიციის მეოთხე თაობას წარმოვადგენ. ვმოღვაწეობდი სხვადასხვა ქვეყნის ლუდსახარშებში და საკმაოდ წარმატებულადაც, ამ ეტაპზე ლუდსახარშ "ნატახტარში" ლუდის ხარშვის პროცესს ვხელმძღვანელობ," - გვიამბობს ლუდსახარშ "ნატახტარის" მთავარი ტექნოლოგი თომას შვინდი.

- ბ-ნო თომას, რამდენად მნიშვნელოვანია ლუდის წარმოებაში ხარისხის კონტროლი?

- საბოლოო პროდუქტის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელზეც წარმოების პროცესის ყოველ საფეხურზე უნდა ვზრუნავდეთ, მათ შორის, გაყიდვებისა და დისტრიბუციის პროცესშიც კი. ხარისხი ნებისმიერ ეტაპზე და მუდმივად უნდა მოწმდებოდეს. ყველა დეპარტამენტმა იცის, რომ წარმოებული ლუდის ხარისხი არის ჩვენი უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან.

- თავად როგორ აკონტროლებთ ლუდის ხარისხს?

- "ნატახტარი" აკონტროლებს ყველა ტიპის ნედლეულს, შესაფუთ მასალას, ნახევარფაბრიკატებსა და საბოლოო პროდუქციას რამდენჯერმე და ამავდროულად ყოველ ეტაპზე. ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის გარდა "ნატახტარის" გუნდი ასევე ახორციელებს მიკრობიოლოგიურ, შეფუთვის და სენსორულ ანალიზს.

- რა როლს ასრულებს საწარმოო პროცესში ინგრედიენტების ხარისხი ტექნოლოგიებთან მიმართებაში?

- საკმაოდ მნიშვნელოვან როლს, ანუ რამდენადაც ლუდის წარმოებაში გამოყენებული ყველა ტიპის ნედლეული ბუნებრივია, რადგან ისინი ყოველ წელს განსხვავდებიან კლიმატური პირობების გამო. ხარშვის პროცესის ცოდნა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, იძლევა პროდუქციის თანამიმდევრული ხარისხის და გემოს გარანტიას მთელი წლის განმავლობაში.

- როგორ აკონტროლებთ ნედლეულის ინგრედიენტების ხარისხს?

- როგორც უკვე აღინიშნა, ხარისხის უზრუნველყოფა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კონტროლდება ლუდის შემადგენლობაში არსებული ყველა სახის ნედლეული. წარმოების ყველა ეტაპზე. ანალიზის საფუძველზე ლუდის ხარშვის სპეციალისტი ახდენს პროცესის პარამეტრების ადაპტაციასაც.

- ჩვენ ვიცით, რომ ლუდის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია წყალი, როგორ შეაფასებდით წყლის ხარისხს "ნატახტარში"? რა გამორჩეული თვისებები გააჩნია მას?

- ლუდის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი და ძირითადი ნედლეული წყალია. ამ მხრივ, "ნატახტარში" გაგვიმართლა. აქ არის უნიკალური წყალი. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წყალია, რომელზეც ლუდი იწარმოება.

- როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს გაარჩიონ მაღალი ხარისხის ლუდი?

- მომხმარებელმა კარგად იცის, რომ თუ ლუდს რბილი გემო, ალაოს მცირე ნიშნები და სვიის არომატი გააჩნია, ის უკვე მაღალი ხარისხისაა.

როდესაც ეს ჰარმონია ირღვევა, ამასთან ლუდი მძაფრი გემოთი და უსიამოვნო სუნით ხასიათდება, ეს მიუთითებს მის უხარისხობაზე. ლუდის გემოზე უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოო პროცესში არსებული ნაკლოვანება.

- რომელი ლუდია უკეთესი?

- კარგი ლუდი არის ცოცხალი ლუდი, რაც იმას ნიშნავს რომ ლუდის მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ლუდსახარშის ახლოს, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში პროდუქციის მიწოდება. შენს ახლოს, შენს გვერდით მოხარშული ლუდი საუკეთესოა.

თქვენ აუცილებლად გამოიცნობთ ცოცხალ ლუდს სუფთა სურნელით, ბრწყინვალე ოქროსფერით, რბილი და სქელი ქაფით. ის სასიამოვნო დასალევია და დაგემოვნების შემდეგ, უსიამოვნო გემოს არ გიტოვებთ.

- დაბოლოს, რას ფიქრობთ საქართველოზე და ქართულ ლუდზე?

- საქართველო ლამაზი ქვეყანაა, გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ ქართველებს გემრიელი სამზარეულო გაქვთ,  მრავალი კერძია, რომელიც ლუდს ძალიან უხდება, მაგალითად ხინკალი, ხაჭაპური და ა.შ. ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოს ასევე ლუდის დამზადების უძველესი ისტორია გააჩნია, რაც ადასტურებს რომ ქართველები გურმანები არიან და შეუძლიათ კარგი და ცოცხალი ლუდის ამოცნობა.

მარიამ დიასამიძე

R